მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59621.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოყაჯადო რომ წამოიზარდა, მამის სათქმელი ყველას მამობილმა, ყველაზე დიდმა მეფემ უთხრა.
When Oqajado the younger grew up, the Supreme King, everyone's foster-father, told him what his father had said.
59622.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ტახტის მემკვიდრე ხარ, მაგრამ შენი ტახტი აქედან ძალიან შორსააო.
"You are the heir to a throne, but your throne is a long way away".
59623.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მერე სახეში ჩააცქერდა და იქამდე უყურა, სანამ მისმა ნათქვამმა ოყაჯადოს ბრტყელსა და უძრავ სახეზე პირუტყვული, დაუოკებელი სიხარულის პირველი ნიშნები არ გააჩინა.
Then he looked him in the face and kept staring until what he'd said produced the first signs of unbridled animal joy on Oqajado's flat, immobile face.
59624.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მერე კი ჰკითხა: მეფობა თუ გინდაო.
Then he asked, "Do you want to be king?"
59625.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
რა უნდა ეთქვა ოყაჯადოს თანხმობის მეტი, თუმცა მღელვარებისგან თანხმობის თქმაც ვერ მოახერხა.
What could Oqajado do but agree, although he was too excited to say so.
59626.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მინოსი თვითონ მიხვდა, ოყაჯადო თანახმა რომ იყო.
Minos realised anyway that Oqajado agreed.
59627.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოყაჯადოს მერე თვალით არ უნახავს ყველაზე დიდი მეფე.
After that Oqajado never set eyes again on the Supreme King.
59628.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ ერთხელ ნახვაც საკმარისი აღმოჩნდა, სამუდამოდ რომ გაჟღენთილიყო მინოსის სიდიადით, მარადიული, ხელშეუხები, სხვა ყველაფრის დამჩრდილავი მეფურობით, რასაც მთელი მისი არსება ასხივებდა.
But one sighting proved enough to imbue him with Minos' majesty, a regal quality that was eternal, intangible, overshadowing everything else, irradiating his whole being.
59629.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ამ არაადამიანურ სიდიადესთან საუბრის შემდეგ, ცოტა გაიბღინძა კიდეც, ღირსი ვარ და მაფასებენო.
After conversing with a superhuman majesty he again became a bit puffed up: "I'm valued and I deserve to be".
59630.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მართალია, ოყაჯადოს სიტყვა არ დაუძრავს მინოსთან შეხვედრისას.
True, Oqajado hadn't said a word during his encounter with Minos.
59631.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ რატომღაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ ასე გულითადად, ასე საქმიანად და სასიამოვნოდ სხვასთან არავისთან ესაუბრა.
But somehow he had a lifelong impression that he had never had such a heartfelt, businesslike and pleasant conversation with anyone.
59632.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოყაჯადო იმავე დღეს შეუდგა მეფობის, ამ მართლაც რთული, მაგრამ სარგებლიანი ხელობის შესწავლას.
That same day Oqajado set himself to learn how to be king, a really complicated, but useful skill.
59633.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მას უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რადაც უნდა დაჯდომოდა, ტახტზე ამძვრალიყო, ვისიც არ უნდა ყოფილიყო იგი, სადაც არ უნდა მდგარიყო, გინდაც ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით.
He had already firmly decided his future status, to mount a throne, no matter whose, wherever it was, even if it meant crossing nine lands and nine seas.
59634.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სიტყვა „ვანი“, მომავალი მეფობის გარდა, სხვას არაფერს ეუბნებოდა.
The word "Vani" had no meaning to him except as a future kingdom.
59635.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ათი სიცოცხლე რომ ეცხოვრა, ერთხელაც არ მოენატრებოდა.
If he lived ten lives, he would never once have wanted to go there.
59636.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თუმცა, მინოსამდე, მიხრწნილი მამისაგანაც ბევრჯერ გაეგო მისი არსებობის შესახებ.
Although, before Minos, his decrepit father had often told him about its existence.
59637.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„ჩვენ ვანელები ვართ, შვილოო“.
"We're from Vani, son".
59638.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხავსმოდებულ წვერზე აცახცახებულ თითებს ისე ჩამოისვამდა, თითქოს წვერზე შემხმარ მოლოდინის წლებს ითვლიდა.
He would stroke his mossy beard with trembling fingers, as if counting the years of waiting which had dried on his beard.
59639.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„ვიცი, მამიო“ - ეძახდა ოყაჯადო.
"I know, papa", Oqajado would respond.
59640.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გაქცევაზე ეჭირა თვალი, რათა ჩიკორი ებზრიალებინა, ანდა წყაროდან მომავალ გოგოს ჩასაფრებოდა და მარჯვედ ნასროლი ქვით კოკა მხარზე დაემსხვრია.
He looked for an escape so he could go and spin his top, or ambush a girl coming to fetch water from the spring and smash the pitcher she was carrying on her shoulder with a well-aimed stone.