მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59641.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაშინ ბავშვი იყო ოყაჯადო და არც გაემტყუნებოდა, გულს რომ ვერ უდებდა პაპისხელა მამასთან საუბარს.
Oqajado was a child then and can't be blamed for ignoring the words of a father old enough to be his grandfather.
59642.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ როცა მინოსმა ჩახედა სახეში და სისხლი სამუდამოდ გაუყინა, სამუდამოდ გააბრუა და გამოალენჩა, როგორც გველმა ბეღურა, ოყაჯადოს ვანის გარდა არაფრის გაგონება აღარ უნდოდა.
But when Minos looked him in the face and curdled his blood, confused and stupefied him for ever, like a snake with a sparrow, Oqajado now wanted only to hear about Vani.
59643.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ვანში მეფობა ელოდა.
In Vani a kingdom awaited him.
59644.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მასაც შეეძლებოდა დიდ მეფესავით გარინდებული მჯდარიყო, სიტყვა არ დაეძრა, კენჭი არ გადაებრუნებინა საათობით, კვირაობით, თვეობით, უსასრულოდ.
He could reign there as silent as a great king, not uttering a word, not making a move for hours, weeks, months without end.
59645.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ერთს დარდობდა მხოლოდ, ვანში რომ წავალ და მეფედ დავჯდები, ნეტავ რას ვიზამ, აქაურობა რომ მომენატრებაო.
His only worry was, if he went to Vani to be king, what would he do if he missed this country?
59646.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ მისი დარდიც ფუყე იყო, თავშესაქცევი.
But this worry was nothing, just a way of passing the time.
59647.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მეფობის მოლოდინში გაწელილ დროს უცებ გამოუხტებოდა და ფეხს ააჩქარებინებდა, როგორც შინისკენ მიმავალ, მთელი დღის ნაბალახარით გაზანტებულ ნახირს გოშია.
It made the time spent waiting to be king gallop by and speeded it up, as a little dog hurries a herd of cattle homewards after a whole day idling in the meadows.
59648.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
დიდი მეფე კი დუმდა, აყოვნებდა, თითქოს დავიწყებოდა თავისი დანაპირები.
Meanwhile the Supreme King was silent, delaying, as if he had forgotten his promise.
59649.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოყაჯადომ დედისაგან იცოდა, დავიწყებაც მეფეთა თვისება რომ იყო.
Oqajado's mother had told him that kings tend to be forgetful.
59650.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
გაურკვეველი მოლოდინით დამფრთხალი და დასევდიანებული, დატყვევებული მელიის ლეკვივით, წინ და უკან დაწრიალებდა ოთახში.
Frightened and saddened by this indefinite wait, like a caged fox-cub, he paced up and down his room.
59651.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ხოლო როცა დედა შეუძახებდა, დაეტიე ერთ ადგილას, შე არ გასაჩენოო, ახლა დედას მიაშტერდებოდა პასუხისა თუ ნუგეშის მოლოდინში.
And when his mother called to him, "Stay in one place, damned child!" he would stare at his mother, waiting for a response or a word of comfort.
59652.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
შვილის ბრტყელი და უძრავი სახის დანახვაზე ცუცას (ასე ერქვა ოყაჯადოს დედას) ქირქილი აუტყდებოდა ხოლმე.
At the sight of her son's flat, immobile face Tsutsa (as Oqajado's mother was called) would burst out chuckling.
59653.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ერთ ხელს პირზე მიიფარებდა, მეორეს, გამოსაფხიზლებლად, ოყაჯადოს ამოჰკრავდა ნიკაპქვეშ და ქირქილებდა.
She would cover her face with one hand, then both until she regained control, chuck Oqajado under the chin and chuckle.
59654.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოყაჯადოს წამალიც ეს იყო, დედის ქირქილი.
His mother's chuckling was balm to Oqajado.
59655.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
სანამ ცუცა არ მოიღუშებოდა, იქამდე მასაც არაფერი ჰქონდა საგანგაშო.
As long as Tsutsa wasn't frowning, he had nothing to be alarmed about.
59656.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ცუცაზე კარგად არავინ იცოდა, რა ხდებოდა დიდი მეფის სასახლეში, ისიც იცოდა, რაც ახლო მომავალში უნდა მომხდარიყო.
Nobody knew better than Tsutsa what was happening in the Supreme King's palace, and she even knew what was about to happen in the near future.
59657.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„მე გაგაჩინე და მევე დაგსვამ ტახტზე, რომელზედაც მამაშენს უკანალი მოუცურდაო“, - ეუბნებოდა ხოლმე ცუცა ოყაჯადოს.
"I've given you birth and the king will put you on the throne which your father's bottom slipped off", Tsutsa used to tell Oqajado.
59658.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მასაც სჯეროდა. ასე სჯერათ ყველა სანუგეშო სიტყვისა სიკვდილმისჯილ ტუსაღებს.
He believed her, as prisoners condemned to death believe any word of comfort.
59659.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოყაჯადოს დედა უყვარდა და გულის სიღრმეში ცოტა ეშინოდა კიდეც მისი, რადგან ცემა იცოდა.
Oqajado loved his mother and was even in his heart of hearts a little afraid of her, because she occasionally beat him.
59660.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ცუცას აზრით ჯოხი ყველა მასწავლებელს ჯობდა.
In Tsutsa's opinion, a stick was by far the best teacher.