მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59661.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თვითონაც ყოველთვის სცემდა ოყაჯადოს, ბავშვობაშიც, როცა ბავშვობით დააშავებდა რამეს და მერეც, როცა წამოიზარდა და დედის უკითხავად, დედასთან შეუთანხმებლად დგამდა დაუფიქრებელ ნაბიჯს.
She used to beat Oqajado, when he was a child if he childishly damaged something, and later when he grew up if he took any hasty step without asking his mother, or without her agreement.
59662.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
როცა გალახული ოყაჯადო ჩაუფიქრდებოდა ხოლმე თავის საქციელს, დედამისი ყოველთვის მართალი გამოდიოდა.
When, after a thrashing, Oqajado thought about his behaviour, his mother always turned out to be right.
59663.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თუმცა დიდი ფიქრის თავი არც ბავშვობაში ჰქონია და არც დიდობაში.
Although he wasn't capable of great thoughts either as a child or an adult.
59664.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მაგრამ იმდენი ჭკუა კი ჰქონდა, დედის სიმართლე შეემჩნია და ეღიარებინა კიდეც.
But he had enough wit to see that his mother was right and to admit it.
59665.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ასე თანდათანობით, რაღა თქმა უნდა, წკეპლისა და სილაქის დახმარებითაც, განიმსჭვალა მთელი მისი არსება დედისადმი განუსაზღვრელი რიდითა და მოკრძალებით, რაც მთავარია, ნდობით.
So gradually, with the help, of course, of canings and slaps, instilled into him limitless awe, reverence and above all trust in his mother.
59666.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თუმცა, ყველაზე დიდი მეფის თავზარდამცემმა დუმილმა და გაუთავებელმა მოლოდინმა, მაინც გადაადგმევინა კიდევ ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი.
But the terrifying silence of the Supreme King, and the endless waiting made him take one more unconsidered step.
59667.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
არც ახლა ჰკითხა დედას და ახლაც მწარედ ინანა, თუმცა სარგებელიც ბევრი ნახა.
This time, too, he failed to ask his mother and now bitterly regretted it, although he gained a great advantage from it.
59668.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
დედა დაიამხანაგა, თანამზრახველად გაიხადა და მერე არც არასდროს დარღვეულა ცოდვითა და მკვლელობით განმტკიცებული მათი კავშირი.
It made his mother an ally and a fellow-conspirator, and their alliance, fortified by wrongdoing and murder, was after this never ever broken.
59669.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თავის პატარა ჭკუით რაკი ვერაფერი მოუხერხა გაურკვევლობის ღრუბელს, ფუტკრის გუნდივით რომ დაბზუოდა თავზე, ერთ მშვენიერ დღეს ადგა და კნოსის სახელგანთქმულ მისანს ეწვია.
Hiss tiny mind had not managed to make any sense in the cloud of confusion that buzzed round his head like a swarm of bees: one fine day he went to see Knossos's famous soothsayer.
59670.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ძღვნად ერთი ტომარა ხორბალი და ერთიც შავთეთრა ბატკანი მიართვა.
He took a sack of wheat and one black and white lamb as an offering.
59671.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მისანი გულწრფელად ჩაფიქრდა, არაფრის ამოკითხვა არ შეიძლებოდა ოყაჯადოს ბრტყელსა და უძრავ სახეზე, თითქოს სახე კი არა, გამომწვარი თიხის ნიღაბი აუფარებიაო.
The soothsayer thought hard, but was unable to read anything in Oqajado's flat, immobile face — not so much a face as a terracotta mask.
59672.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
მისანმა მდუღარეში გველის კბილი და ჭოტის თვალი ჩააგდო.
The soothsayer threw a snake's tooth and an owl's eye into boiling water.
59673.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოყაჯადოს მორთმეული შავთეთრა ბატკნის ბეწვი და ერთი პეშვი ხორბალი ჩაჰყარა და იქამდე ურია ქვაბს დაგრეხილი ჯოხით, სანამ ნახარში ფსკერამდე არ დაიყვანა.
He added some fleece from the black and white lamb Oqajado had offered, and a handful of wheat and stirred them in the pot with a crooked stick, until they all sank to the bottom of the pot.
59674.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
თან რაღაცას ბუტბუტებდა.
Meanwhile, she mumbled something.
59675.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოყაჯადო მოთმინებით იცდიდა, დედაზე ფიქრობდა, ერთი დაანახა ჩემი თავიო.
Oqajado patiently waited, thinking what his mother would say if she could see him.
59676.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ბოლოს მისნის ხმამ გამოაფხიზლა.
Finally the soothsayer's voice brought him to his senses.
59677.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
„ქვაბი აიღე და ნახარში პირში ჩამასხიო!“
"Pick up the pot and pour the boiling water down my throat!"
59678.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
- ცხელია, - შეწუხდა ოყაჯადო.
"It's too hot", said Oqajado, worried.
59679.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
- ასე უნდა, - უპასუხა მისანმა, პირი გააღო და თავი უკან გადასწია.
"So it should be", the soothsayer replied, opening her mouth and throwing her head back.
59680.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი VI
ოყაჯადო ისე მოიქცა, როგორც მისანმა დაარიგა.
Oqajado did as the soothsayer had instructed him.