მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598221.
ველურ გარემოში | თავი 1
– დიდი მიწის ხალხი, – გოლიენი ნელა, მჟღერი ხმით ჰყვება, – ჟურნალ „ალასკას“ გადაშლის, ფოტოებზე უთითებს და ფიქრობს: „ოჰო, მეც წავალ იქ, დიდი მიწისგან შორს დავსახლდები და კარგი ცხოვრებაც განაღდებული მექნება“.
“People from Outside,” reports Gallien in a slow, sonorous drawl, “they’ll pick up a copy of Alaska magazine, thumb through it, get to thinkin’ ‘Hey, I’m goin’ to get on up there, live off the land, go claim me a piece of the good life.’
598222.
ველურ გარემოში | თავი 1
მდინარეები დიდი და სწრაფია.
The rivers are big and fast.
598223.
ველურ გარემოში | თავი 1
კოღოები ცოცხლად შეგჭამენ.
The mosquitoes eat you alive.
598224.
ველურ გარემოში | თავი 1
ბევრ ადგილზე ნანადირევსაც ვერ მოიხელთებ.
Most places, there aren’t a lot of animals to hunt.
598225.
ველურ გარემოში | თავი 1
ტყეში ცხოვრება პიკნიკზე გართობას სრულებით არ ჰგავს.
Livin’ in the bush isn’t no picnic.
598226.
ველურ გარემოში | თავი 1
ფერბენკსიდან დენალის ნაკრძალამდე მანქანით მისვლას ორი საათი დასჭირდა.
It was a two-hour drive from Fairbanks to the edge of Denali Park.
598227.
ველურ გარემოში | თავი 1
რაც მეტს საუბრობდნენ, მით ნაკლებად თვლიდა გოლიენი ალექსს შერეკილად.
The more they talked, the less Alex struck Gallien as a nutcase.
598228.
ველურ გარემოში | თავი 1
ყმაწვილი გულთბილი მოსაუბრე იყო და ეტყობოდა, კარგი განათლება მიეღო.
He was congenial and seemed well educated.
598229.
ველურ გარემოში | თავი 1
მან გოლიენს შეკითხვები დააყარა რეგიონში წვრილფეხა ნადირის, ასევე საკვებად ვარგისი კენკრის შესახებ „და სხვა მსგავს თემებზე“.
He peppered Gallien with thoughtful questions about the kind of small game that live in the country, the kinds of berries he could eat —“that kind of thing.”
598230.
ველურ გარემოში | თავი 1
ალექსმა აღიარა, რომ საგზლად მხოლოდ და მხოლოდ ხუთი კილოგრამი ბრინჯის პაკეტი წამოეღო.
Alex admitted that the only food in his pack was a ten-pound bag of rice.
598231.
ველურ გარემოში | თავი 1
ალექსის თხელი ტყავის სალაშქრო ფეხსაცმელი არც წყალგაუმტარი იყო, არც სათანადოდ დათბილული.
His gear seemed exceedingly minimal for the harsh conditions of Alaska, which in April still lay buried under the winter snowpack.
598232.
ველურ გარემოში | თავი 1
არ ჰქონდა ნაჯახი, არც მწერების საწინააღმდეგო ბადე, არც თოვლში სასიარულო ფეხსაცმელი, არც კომპასი.
Alex’s cheap leather hiking boots were neither waterproof nor well insulated.
598233.
ველურ გარემოში | თავი 1
ნავიგაციის ერთადერთ საშუალებას ბენზინგასამართი სადგურიდან წამოღებული გვარიანად შელახული შტატის საგზაო რუკა წარმოადგენდა.
The only navigational aid in his possession was a tattered state road map he’d scrounged at a gas station.
598234.
ველურ გარემოში | თავი 1
ფერბენკსიდან 160 კილომეტრის დაშორებით ავტომაგისტრალი ალასკის ქედს მიუყვება.
A hundred miles out of Fairbanks the highway begins to climb into the foothills of the Alaska Range.
598235.
ველურ გარემოში | თავი 1
როდესაც მანქანა მდინარე ნენანაზე აგებულ ხიდზე ჯაყჯაყით გადადიოდა, ალექსმა ქვემოთ ჩაიხედა და გამოტყდა, რომ წყლის ეშინოდა.
As the truck lurched over a bridge across the Nenana River, Alex looked down at the swift current and remarked that he was afraid of the water.
598236.
ველურ გარემოში | თავი 1
– ერთი წლის წინ, მექსიკაში, – უთხრა გოლიენს, – ოკეანეში კანოეთი ვიყავი შესული, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა და კინაღამ დავიხრჩე.
“A year ago down in Mexico,” he told Gallien, “I was out on the ocean in a canoe, and I almost drowned when a storm came up.”
598237.
ველურ გარემოში | თავი 1
მცირე ხნის შემდეგ ალექსმა თავისი გასაცოდავებული რუკა ამოიღო და მიანიშნა წითელი წყვეტილი ხაზი, რომელიც გზატკეცილს მეშახტეთა ქალაქ ჰილის სიახლოვეს კვეთდა.
A little later Alex pulled out his crude map and pointed to a dashed red line that intersected the road near the coal-mining town of Healy.
598238.
ველურ გარემოში | თავი 1
ამ გზას სტემპიდის ბილიკს უწოდებენ.
It represented a route called the Stampede Trail.
598239.
ველურ გარემოში | თავი 1
იგი თითქმის მივიწყებულია და ალასკის ზოგ საგზაო რუკაზე აღნიშნულიც კი არაა.
Seldom traveled, it isn’t even marked on most road maps of Alaska.
598240.
ველურ გარემოში | თავი 1
თუმცა, ალექსის რუკაზე დაკლაკნილი ხაზი პარკსის გზატკეცილიდან დასავლეთისკენ დაახლოებით 64 კმ-ით უხვევდა, რათა შემდეგ მაკ-კინლის ჩრდილოეთით, გაუვალ ტყეში ჩაკარგულიყო.
On Alex’s map, nevertheless, the broken line meandered west from the Parks Highway for forty miles or so before petering out in the middle of trackless wilderness north of Mt. McKinley.