მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598261.
ველურ გარემოში | თავი 1
მაგისტრალიდან 16 კილომეტრის დაშორებით გოლიენმა მანქანა გორაკის ფერდობზე შეაჩერა, რადგან შიშობდა, თუ გზას გააგრძელებდა, მანქანა ტალახში ჩაეფლობოდა.
Ten miles from the highway, worried that he’d get stuck if he drove farther, Gallien stopped his rig on the crest of a low rise.
598262.
ველურ გარემოში | თავი 1
ჰორიზონტზე, სამხრეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი მთათა ჯაჭვის ყინულით დაფარული მწვერვალები მზის სხივებს ირეკლავდა.
The icy summits of the highest mountain range in North America gleamed on the southwestern horizon.
598263.
ველურ გარემოში | თავი 1
ალექსმა დაიჟინა, გოლიენისთვის დაეტოვებინა საათი, სავარცხელი და ის, რაც მისი თქმით, ფულიდან შემორჩა: ოთხმოცდახუთი ცენტი.
Alex insisted on giving Gallien his watch, his comb, and what he said was all his money: eighty-five cents in loose change.
598264.
ველურ გარემოში | თავი 1
– არ მჭირდება შენი ფული, – შეეწინააღმდეგა გოლიენი, – საათიც უკვე მაქვს.
“I don’t want your money,” Gallien protested, “and I already have a watch.”
598265.
ველურ გარემოში | თავი 1
„თუ არ აიღებ, ყველაფერს გადავყრი.
“If you don’t take it, I’m going to throw it away.”
598266.
ველურ გარემოში | თავი 1
არ მინდა აქ მყოფმა ვიცოდე, რომელი საათია.
I don’t want to know what time it is.
598267.
ველურ გარემოში | თავი 1
არ მინდა ვიცოდე, რა დღეა ან სად ვარ.
I don’t want to know what day it is or where I am.
598268.
ველურ გარემოში | თავი 1
ვიდრე ალექსი მანქანიდან გადავიდოდა, გოლიენმა სავარძლის უკან სამუშაო რეზინის ჩექმები მოძებნა და ყმაწვილი დაარწმუნა, თან წაეღო.
Before Alex left the pickup, Gallien reached behind the seat, pulled out an old pair of rubber work boots, and persuaded the boy to take them.
598269.
ველურ გარემოში | თავი 1
– ძალიან დიდი ჰქონდა, – იხსენებს გოლიენი, – მაგრამ ვუთხარი, ორ წყვილ წინდაზე ჩაეცვა, ასე მაინც ექნებოდა ფეხი მშრალად და თბილად.
“They were too big for him,” Gallien recalls. “But I said, ‘Wear two pair of socks, and your feet ought to stay halfway warm and dry.’”
598270.
ველურ გარემოში | თავი 1
– თქვენი რამდენი მმართებს?
“How much do I owe you?”
598271.
ველურ გარემოში | თავი 1
მერე ყმაწვილს ქაღალდზე თავისი ტელეფონის ნომერი ჩაუწერა.
Then he gave the kid a slip of paper with his phone number on it.
598272.
ველურ გარემოში | თავი 1
– თუ იქიდან ცოცხალი გამოხვედი, დამირეკე და გეტყვი, ჩექმა როგორ უნდა დამიბრუნო.
“If you make it out alive, give me a call, and I’ll tell you how to get the boots back to me.”
598273.
ველურ გარემოში | თავი 1
გოლიენისთვის ცოლს გზაში წასახემსებლად მოემზადებინა შებოლილი ყველისა და თინუსის ორი სენდვიჩი და სიმინდის ჩიფსის ორი პაკეტი.
Gallien’s wife had packed him two grilled-cheese-and-tuna sandwiches and a bag of corn chips for lunch.
598274.
ველურ გარემოში | თავი 1
ალექსმა ზურგჩანთიდან ფოტოაპარატი ამოიღო და გოლიენს სთხოვა, მხარზე მოგდებული თოფით ბილიკის თავში მდგარი გადაეღო.
Alex pulled a camera from his backpack and asked Gallien to snap a picture of him shouldering his rifle at the trailhead.
598275.
ველურ გარემოში | თავი 1
თარიღი იყო, 1992 წლის 28 აპრილი, სამშაბათი.
The date was Tuesday, April 28, 1992.
598276.
ველურ გარემოში | თავი 1
გოლიენმა მანქანა მოაბრუნა, უკან, პარკსის ავტომაგისტრალზე დაბრუნდა და ანკორიჯისკენ გააგრძელა გზა.
Gallien turned the truck around, made his way back to the Parks Highway, and continued toward Anchorage.
598277.
ველურ გარემოში | თავი 1
რამდენიმე კილომეტრის შემდეგ პატარა დასახლებას, ჰილის ჩაუარა, სადაც ალასკის შტატის პოლიციის პოსტი იყო.
A few miles down the road he came to the small community of Healy, where the Alaska State Troopers maintain a post.
598278.
ველურ გარემოში | თავი 1
– მეგონა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, – განმარტავს ის.
“I figured he’d be OK,” he explains.
598279.
ველურ გარემოში | თავი 1
– ვიფიქრე, მალე მოშივდება და უკან, ავტომაგისტრალზე გამოვა-მეთქი.
I thought he’d probably get hungry pretty quick and just walk out to the highway.
598280.
ველურ გარემოში | თავი 1
ასე მოიქცეოდა ნებისმიერი ნორმალური ადამიანი.
That’s what any normal person would do.