მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59861.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მაგრამ უხეირო მაინც ვერაფერს არჩევდა, გარდა უზარმაზარი, დამრგვალებული ჩრდილებისა, ოთახში რომ დაბორიალობდნენ, აწყდებოდნენ, ერთიანდებოდნენ და ისევ ითიშებოდნენ თითქოს წებო ჰქონდათ წასმული.
But Ukheiro still could not make anything out, except for enormous spherical shadows, roaming round the room, colliding, merging and separating again as if they were covered in glue.
59862.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
სახლი უცნაური ხმებით იყო სავსე.
The house was full of weird sounds.
59863.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
თითქოს ჩრდილებიც ამ ხმებს დასდევდნენ დასაჭერად ან გასადევნად.
The shadows seemed to be pursuing these sounds, trying to catch them or drive them out.
59864.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მდინარის ჩხრიალი, ტურების მოთქმა და ცხენების ხვიხვინი ერთმანეთში არეულიყო.
The roar of the river, the howling of jackals and whinnying of horses mingled.
59865.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
სწორედ ამ ხმებმა დაუბრუნეს გონება უხეიროს.
It was these sounds that brought Ukheiro back to consciousness.
59866.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
თავდაპირველად იფიქრა ბანაკში ვარო, მაგრამ თითქოს მაშინვე, სადღაც, ძალიან ახლოს, ჩვილი ატირდა.
At first he thought he was in camp, but almost immediately, somewhere very close, a baby cried.
59867.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ამ ხმამ გაახალისა, მარეხი გათავისუფლებულაო, გაიფიქრა და წამოდგომა მოუნდა, სცადა კიდევ, მაგრამ ვიღაცის უჩინარმა ხელმა შეაჩერა.
This sound cheered him: Marekhi’s been delivered, he thought, and tried to stand up: he tried again, but someone’s invisible hand stopped him.
59868.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უჩინარი ხელი წამოწევას უშლიდა და ისევ საწოლზე აბრუნებდა, სანამ ამ ხელის პატრონი, ისიც უჩინარი, ყალბი, არაბუნებრივი ხმით ეუბნებოდა: "იწექი, უხეირო, იწექი: მარეხს აღარაფერი ეშველებაო".
The invisible hand was stopping him from raising his head and putting him back on the bed, while the person whose hand it was, also invisible, said to him in a false, unnatural voice, "Lie down, Ukheiro, lie down: Marekhi is past any help".
59869.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უხეირომ მაშინვე დაუჯერა ხელსაც და ხმასაც, დაუჯერა და ყველაფერსაც მიხვდა.
Ukheiro immediately believed the hand and the voice: he believed and understood.
59870.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მარეხი მოკვდა!
Marekhi had died!
59871.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ეს ახალი ცნობა იოლად და სწრაფად აითვისა მისმა არსებამ, რადგან მთელი ჯამფილა წამალი ერთბაშად გადააყლაპეს ყოველგვარი შეზავებისა და შეპარების გარეშე.
This new knowledge was easily and quickly absorbed by his being, because he had been made to swallow the whole bowlful of medicine in one go, without any dilution or subterfuge.
59872.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ისიც ერთბაშად მორჩა და განიკურნა გაურკვევლობისაგან, იმედისაგან, ძრწოლვისაგან, ფუჭი ოცნებისაგან.
He got through it instantly and was cured of uncertainty, of hope, of terrors, of futile dreams.
59873.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ოთახში საგნები და სხეულები გამოიკვეთა.
The objects and bodies in the room took shape.
59874.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უხეირომ ყველანი იცნო.
Ukheiro recognized them all.
59875.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მართლაც, მარეხის გარდა, ყველანი აქ იყვნენ, მარეხი კი, რა თქმა უნდა, აქ ვერ იქნებოდა, რადგან მომკვდარიყო.
In fact, except for Marekhi, they were all here; Marekhi, naturally, couldn’t be here, because she had died.
59876.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უხეიროს არ აინტერესებდა წვრილმანები, რომლებიც მას გამორჩენოდა.
Ukheiro wasn’t interested in details which he had missed.
59877.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მისი გამოთიშვით ისარგებლა სიკვდილმა და მარეხი მოიტაცა.
Death took advantage of his exclusion and snatched Marekhi.
59878.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ფეხზე რომ ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდა, ასე რომ, მისი ბრალიცაა მარეხის სიკვდილი.
If he had been on his feet, it wouldn’t have happened, so that Marekhi’s death was his fault.
59879.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
რა უცნაურია, - ფიქრობდა უხეირო, - მარეხი აღარ არის, არასოდეს აღარ იქნება.
How strange it is, - thought Ukheiro, Marekhi isn’t there any more and never will be.
59880.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
სანამ გონწასული ვეგდე, სიკვდილმა გადაიბირა და ჩემს მაგივრად წააყვანინა თავი.
While I was unconscious, death recruited her and had her taken off instead of me.