მოიძებნა 668060 ჩანაწერი
59921.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ქალუკამ ისიც თქვა: "რომ მოვკლა, დედამისს როგორღა შევხედო სახეში?"
Kaluka had said: "If I were to kill him, how could I look his mother in the eye?"
59922.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მაშინ პოპინას გაუჩნდა იმედი: უცებ დაიჯერა რომ დედა მართლა დაბრუნდებოდა.
Then Popina began to hope: she suddenly believed that her mother really would come back.
59923.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უნდა მოეთმინა და მოეცადა, ფხიზლად ყოფილიყო, დედის მოსვლა რომ არ გამოპარვოდა.
She just had to be patient and wait; she had to keep a look-out and not miss her mother’s return.
59924.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ამის მერე თითქმის ყოველღამე ესიზმრებოდა მიცვალებული დედა.
After that she dreamed almost every night of her dead mother.
59925.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
დაძინებისა ეშინოდა.
She was afraid to go to sleep.
59926.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
დარწმუნებული იყო, სიზმარი საიდანღაც უთვალთვალებდა, როდის მოერეოდა ძილი.
She was sure that the dream was watching out somewhere for her to feel sleepy.
59927.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
სიზმარში ყველაფერი ისე ზუსტად და ისე თანმიმდევრულად მეორდებოდა, რომ სიზმარი აღარც ეთქმოდა.
In the dream everything was repeated so exactly and so logically that you could hardly call it a dream.
59928.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მამა ყვიროდა, ქალები ვიშვიშებდნენ და ეფერებოდნენ, "ნუ გეშინია, დედაშენია" და ძალით მიჰყავდათ ტახტისაკენ.
The father yelled, the women wailed and caressed her, telling her, "Don’t be afraid, it’s your mother", and dragged her towards the divan.
59929.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ტახტის ზემოთ პეპელა ფარფატებდა და შავი, მბზინავი მტვერი სცვიოდა.
A butterfly was fluttering over the divan and shedding shiny black powder.
59930.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
„ეს პეპელა დედაჩემის სულიაო“, - ფიქრობდა პოპინა სიზმარში.
"That butterfly is my mother’s soul", - Popina thought in her dream.
59931.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
გამოღვიძებული კი მაშინვე იმ კედელს მიაშურებდა, რომელზედაც პეპელა მიენემსა ვიღაცას.
The moment she woke up she rushed to the wall where someone had pinned the butterfly.
59932.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
როცა დაინახავდა რომ პეპელა იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, რატომღაც უფრო მშვიდდებოდა და ცივ ფილაქანზე დგომით აძიგძიგებული, საწოლისკენ გარბოდა.
When she saw it was where it should be, for some reason she felt calmer and, shivering from standing on the cold stone floor, she ran to bed.
59933.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ასე მეორდებოდა ყოველ ღამე.
This was repeated every night.
59934.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
გარდაცვლილ დედაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავდა პატარა გოგოს, უდედობა აფრთხობდა, გრძნობდა, როგორ სჭირდებოდა უფროსი ქალი იმისათვის რომ მიებაძა, ესწავლა ის, რისი ცოდნაც აუცილებლად დასჭირდებოდა.
Thoughts of her dead mother gave the little girl no rest: it was frightening to be motherless, to feel that she needed an older woman to emulate, in order to learn what she absolutely needed to know.
59935.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
„შენ ქალი ხარ, და ეს არ დაივიწყოო“, - ეუბნებოდა ხოლმე დედა.
"You’re a woman, and don’t you forget it", - her mother used to say.
59936.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მაგრამ პოპინა არ ჩქარობდა გაეგო ამ სიტყვების აზრი: ან რატომ უნდა ეჩქარა, როცა დედა გვერდით ჰყავდა.
But Popina was in no hurry to understand the meaning of these words: why should she hurry, when her mother was at her side.
59937.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
შეეძლო უსასრულოდ ეცქირა მისთვის და ბედნიერებისგან თავბრუ ეხვეოდა, როცა წარმოიდგენდა, თვითონაც ასეთი ლამაზი ქალი გახდებოდა, თვითონაც ასე გაღიმებული ჩაიხედავდა სარკეში.
She could look at her all the time and she was dizzy with happiness when she imagined becoming herself just as beautiful a woman, smiling at herself in the mirror.
59938.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ახლა დედის სიტყვები ქვებივით დუმდნენ, თითქოს თვითონაც მომკვდარიყვნენ.
Now her mother’s words were as silent as stones, as if they had died too.
59939.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
პოპინა უკვე მთელი არსებით გრძნობდა, ყოველთვის ასეთი უმწეო და უვიცი რომ დარჩებოდა, თუკი ვერ ჩაწვდებოდა ამ შეუღწეველსა და დამთრგუნავ დუმილს.
Popina now felt with her whole being that she would remain for ever as weak and ignorant if she didn’t get to the heart of this impenetrable and oppressive silence.
59940.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
„მე ქალი ვარ, ქალი ვარ, ქალი...“ - იმეორებდა ძილის წინ პირაღმა გაშოტილი, თვალებდაჭყეტილი.
"I’m a woman, I’m a woman, a woman…" - she repeated before she fell asleep, sprawled on her back, her eyes wide open.