მოიძებნა 668044 ჩანაწერი
598881.
ველურ გარემოში | თავი 6
ამას რომ ამბობს, თავის ფეხებთან ქვიშას დასცქერის; ლაპარაკს წყვეტს.
He directs his gaze at a patch of sand between his feet as he makes this declaration; then he stops talking.
598882.
ველურ გარემოში | თავი 6
მერე იხრება და შარვლის ტოტს არარსებულ მტვერს აცლის.
Bending stiffly from the waist, he wipes some imaginary dirt from his pant leg.
598883.
ველურ გარემოში | თავი 6
ერთ წუთზე მეტი სჭირდება ფრანცს საუბრის გასაგრძელებლად; ცას გასცქერის, გონებაში ცოცხლდება ყმაწვილის გვერდით გატარებული ეპიზოდები.
More than a minute passes before Franz speaks again; squinting at the sky, he begins to reminisce further about the time he spent in the youngster’s company.
598884.
ველურ გარემოში | თავი 6
ფრანცის თქმით, მაკ-კენდლესს სანდომიანი სახე მოულოდნელად ეღუშებოდა და ის ბრაზობდა მშობლებზე ან პოლიტიკურ მოღვაწეებზე ან საშუალო ამერიკელის ცხოვრების წესის ენდემურ იდიოტიზმზე.
Not infrequently during their visits, Franz recalls, McCandless’s face would darken with anger and he’d fulminate about his parents or politicians or the endemic idiocy of mainstream American life.
598885.
ველურ გარემოში | თავი 6
თებერვალში, ერთ-ერთ დღეს მაკ-კენდლესმა აცნობა, რომ სან-დიეგოში მიემგზავრებოდა ალასკაზე მოგზაურობისთვის საჭირო თანხის მოსაგროვებლად.
One day in early February, McCandless announced that he was splitting for San Diego to earn more money for his Alaska trip.
598886.
ველურ გარემოში | თავი 6
– სან-დიეგოში წასვლა არ გჭირდება, – გააპროტესტა ფრანცმა, – საჭირო თანხას მე მოგცემ.
“You don’t need to go to San Diego,” Franz protested. “I’ll give you money if you need some.”
598887.
ველურ გარემოში | თავი 6
– არა. შენ არ გესმის. სან-დიეგოში უნდა წავიდე.
No. You don’t get it. I’m going to San Diego.
598888.
ველურ გარემოში | თავი 6
ორშაბათს მივდივარ.
And I’m leaving on Monday.
598889.
ველურ გარემოში | თავი 6
– კარგი.მანქანით წაგიყვან.
OK. I’ll drive you there.
598890.
ველურ გარემოში | თავი 6
– მაინც უნდა ჩავიდე, – მოიტყუა ფრანცმა, – ტყავის მარაგი მითავდება.
“I need to go anyway,” Franz lied, “to pick up some leather supplies.”
598891.
ველურ გარემოში | თავი 6
კარავი აიღო და ნივთების უმეტესობა ფრანცის ბინაში დატოვა, არ სურდა ქალაქის ქუჩებში საძილე ტომრითა და ზურგჩანთით ევლო.
He struck his camp, stored most of his belongings in Franz’s apartment—the boy didn’t want to schlepp his sleeping bag or backpack around the city.
598892.
ველურ გარემოში | თავი 6
როდესაც ფრანცმა მაკ-კენდლესი სან-დიეგოში ჩაიყვანა, კოკისპირულად წვიმდა.
It was raining when Franz dropped McCandless at the San Diego waterfront.
598893.
ველურ გარემოში | თავი 6
19 თებერვალს მაკ-კენდლესმა ფრანცს დაურეკა და დაბადების ოთხმოცდაერთი წელი მიულოცა; თარიღი დაიმახსოვრა, რადგან თავად შვიდი დღის წინ ჰქონდა იუბილე: 12 თებერვალს ოცდაოთხი წლის გახდა.
On February 19, McCandless called Franz, collect, to wish him a happy eighty-first birthday; McCandless remembered the date because his own birthday had been seven days earlier: He had turned twenty-four on February 12.
598894.
ველურ გარემოში | თავი 6
ამ სატელეფონო საუბრისას ფრანცს გამოუტყდა, რომ სამუშაოს შოვნა გაუჭირდა.
During this phone call he also confessed to Franz that he was having trouble finding work.
598895.
ველურ გარემოში | თავი 6
28 თებერვალს ჯენ ბურსს საფოსტო ბარათი გაუგზავნა, რომელშიც ვკითხულობთ: სალამი!
On February 28, he mailed a postcard to Jan Burres. “Hello!” it reads.
598896.
ველურ გარემოში | თავი 6
გასულ კვირას სან-დიეგოს ქუჩებში ვცხოვრობდი.
Have been living on streets of San Diego for the past week.
598897.
ველურ გარემოში | თავი 6
ჩამოსვლის დღეს კოკისპირულად წვიმდა.
First day I got here it rained like hell.
598898.
ველურ გარემოში | თავი 6
სამუშაო არაფერია, ამიტომ ხვალ ჩრდილოეთისკენ წავალ.
Not much happening in terms of jobs so I’m heading north tomorrow.
598899.
ველურ გარემოში | თავი 6
შეიძლება ჩემს მეგობართან დავბრუნდე სამხრეთ დაკოტში.
May go back and work for a friend I have in South Dakota.
598900.
ველურ გარემოში | თავი 6
ვიმედოვნებ, კარგად ხართ. თავს გაუფრთხილდით. ალექსი.
Hope all’s well with you. TAKE CARE, ALEX.