მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599701.
ველურ გარემოში | თავი 11
როდესაც უოლტი საუბრობს, ადამიანები უსმენენ.
When Walt talks, people listen.
599702.
ველურ გარემოში | თავი 11
თუ რაიმე ან ვინმე არ მოსწონს, თვალები უვიწროვდება, საუბარი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხდება.
If something or someone displeases him, his eyes narrow and his speech becomes clipped.
599703.
ველურ გარემოში | თავი 11
დიდი ოჯახის მრავალრიცხოვანი წევრების თქმით, ხშირად არის უგუნებოდ, ან ხასიათი უეცრად ეცვლება, თუმცა ბოლო წლებში ნაკლებად ფეთქებადია.
According to members of the extended family, his moods can be dark and mercurial, although they say his famous temper has lost much of its volatility in recent years.
599704.
ველურ გარემოში | თავი 11
მას შემდეგ, რაც კრისმა 1990 წელს ყველასთან გაწყვიტა კავშირი, უოლტში რაღაც შეიცვალა.
After Chris gave everybody the slip in 1990, something changed in Walt.
599705.
ველურ გარემოში | თავი 11
ვაჟიშვილის გაუჩინარებამ შეაშინა და შეაშფოთა.
His sons disappearance scared and chastened him.
599706.
ველურ გარემოში | თავი 11
წინ წამოიწია მის პიროვნებაში ჩაბუდებულმა შემწყნარებლობამ.
A softer, more tolerant side of his personality came to the fore.
599707.
ველურ გარემოში | თავი 11
უოლტი კოლორადოში მდებარე გრილში, ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, ეს დაბა უაიომინგის საზღვართან, ქარებისგან დაუცველ ვრცელ დაბლობში მდებარეობს.
Walt grew up in Greeley, Colorado, an agricultural town on the high, windswept plains up near the Wyoming line.
599708.
ველურ გარემოში | თავი 11
მიზანდასახულმა და ნიჭიერმა, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის თვის საჭირო სტიპენდია მიიღო.
A bright child, and driven, he won an academic scholarship to Colorado State University.
599709.
ველურ გარემოში | თავი 11
თვიდან თვემდე თავის გასატანად უამრავ ადგილზე მუშაობდა, მათ შორის მორგშიც, მაგრამ მუდმივი შემოსავალი მოჰქონდა ჩარლი ნოვაკის სახელგანთქმულ ჯაზკვარტეტში დაკვრას.
To make ends meet, he held down an assortment of part-time jobs through college, including one in a mortuary, but his steadiest paycheck came from playing with Charlie Novak, the leader of a popular jazz quartet.
599710.
ველურ გარემოში | თავი 11
ნოვაკის ბენდი, რომელშიც პიანინოსთან უოლტი იჯდა, ადგილობრივ ბარებში საცეკვაო ნომრებსა და ნოვაკის ძველ ჯაზურ კომპოზიციებს ასრულებდა მთელი საზღვრის გასწვრივ მდებარე ქალაქებში მოწყობილ ტურნეებში.
Novaks band, with Walt sitting in on piano, worked the regional lounge circuit, covering dance numbers and old standards in smoky honky-tonks up and down the Front Range.
599711.
ველურ გარემოში | თავი 11
უოლტი ძალზე ნიჭიერი, შთაგონებული მუსიკოსია და დროდადრო ახლაც უკრავს, როგორც ნამდვილი პროფესიონალი.
An inspired musician with considerable natural talent, Walt still plays professionally from time to time.
599712.
ველურ გარემოში | თავი 11
1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა ხელოვნური თანამგზავრი „სპუტნიკ 1“, რამაც მთელი ამერიკა შიშის ჩრდილში მოაქცია.
In 1957, the Soviets launched Sputnik I, casting a shadow of fear across America.
599713.
ველურ გარემოში | თავი 11
ეროვნული ისტერიის პირობებში კონგრესმა მილიონობით დოლარი ჩადო კალიფორნიაში დაფუძნებულ აეროკოსმოსურ ინდუსტრიაში და ასე დაიწყო ბუმი.
In the ensuing national hysteria Congress funneled millions upon millions of dollars into the California-based aerospace industry, and the boom was on.
599714.
ველურ გარემოში | თავი 11
ახალგაზრდა უოლტ მაკ-კენდლესისთვის, რომელმაც ის-ის იყო კოლეჯი დაამთავრა და ცოლთან ერთად პირველ შვილს ელოდებოდა, „სპუტნიკი“ მომავლის კარი აღმოჩნდა.
For young Walt McCandless—just out of college, married, and with a baby on the way—Sputnik opened the door to opportunity.
599715.
ველურ გარემოში | თავი 11
არასრული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღებისთანავე უოლტი სამუშაოდ მოეწყო Huges Aircraft-ში, რომელმაც სამი წლით ტუსონში გაგზავნა, იქ, არიზონის უნივერსიტეტში, უოლტმა ანტენების თეორიაში მაგისტრის ხარისხი დაიცვა.
After receiving his undergraduate diploma, Walt took a job with Hughes Aircraft, which sent him to Tucson for three years, where he earned a master’s degree in antenna theory at the University of Arizona.
599716.
ველურ გარემოში | თავი 11
როგორც კი დაასრულა დისერტაცია „კონუსური სპირალების ანალიზი“, Huges Aircraft-მა ფირმის ცენტრალურ ოფისში, კალიფორნიაში მიავლინა – იქ, სადაც ისტორია იქმნებოდა და უოლტი საკუთარი წვლილის შეტანას აპირებდა.
As soon as he completed his thesis—“An Analysis of Conical Helices”—he transferred to Hughes’s big California operation, where the real action was, eager to make his mark in the race for space.
599717.
ველურ გარემოში | თავი 11
ტორანსში პატარა ბუნგალო იქირავა, ბევრს მუშაობდა, სწრაფად მიიწევდა კარიერულ კიბეზე.
He bought a little bungalow in Torrance, worked hard, moved quickly up the ladder.
599718.
ველურ გარემოში | თავი 11
სემი 1959 წელს დაიბადა, მალე კიდევ ოთხი შვილი გაჩნდა – სტეისი, შონა, შელი და შენონი.
Sam was born in 1959, and four other children—Stacy, Shawna, Shelly, and Shannon—followed in quick succession.
599719.
ველურ გარემოში | თავი 11
უოლტი „სერვეიერი 1“-ის გამოსაცდელ დირექტორად დანიშნეს, ეს იყო პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც რბილად დაეშვა მთვარეზე.
Walt was appointed test director and section head for the Surveyor 1 mission, the first spacecraft to make a soft landing on the moon.
599720.
ველურ გარემოში | თავი 11
მისი ვარსკვლავი ამოვიდა და კაშკაშებდა.
His star was bright and rising.