მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599741.
ველურ გარემოში | თავი 11
შეეძლო ყველასგან შორს, მარტო ყოფილიყო.
He could be alone without being lonely.
599742.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისი ექვსი წლის რომ გახდა, უოლტს ნასაში მუშაობა შესთავაზეს, რაც ფედერალურ დედაქალაქში საცხოვრებლად გადასვლას ნიშნავდა.
When Chris was six, Walt was offered a position at NASA, prompting a move to the nation’s capital.
599743.
ველურ გარემოში | თავი 11
უილეტ დრაივზე, ანანდეილის გარეუბანში ორსართულიანი სახლი იყიდეს მწვანე დარაბებით, დიდი ფანჯრებითა და მომხიბლავი ბაღით.
They bought a split-level house on Willet Drive in suburban Annandale, it had green shutters, a bay window, a nice yard.
599744.
ველურ გარემოში | თავი 11
ვირჯინიაში ჩასვლიდან ოთხი წლის შემდეგ უოლტმა ნასა დატოვა და დააარსა საკონსულტაციო ფირმა „User Systems, Incorporated“, რომელსაც ის და ბილი შინიდან უძღვებოდნენ.
Four years after arriving in Virginia, Walt quit working for NASA to start a consulting firm—User Systems, Incorporated—which he and Billie ran out of their home.
599745.
ველურ გარემოში | თავი 11
ფული არ ჰყოფნიდათ.
Money was tight.
599746.
ველურ გარემოში | თავი 11
თვითდასაქმებასთან და გარანტირებული ხელფასის დაკარგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ უოლტი იძულებული გახდა, პირველი ოჯახის შენახვაზეც ეზრუნა.
In addition to the financial strain of exchanging a steady paycheck for the vagaries of self-employment, Walt’s separation from his first wife left him with two families to support.
599747.
ველურ გარემოში | თავი 11
ამასთან გასამკლავებლად, კარინის სიტყვებით, „დედა და მამა ძალიან ბევრ დროს ახმარდნენ საქმეს.
To make a go of it, says Carine, “Mom and Dad put in incredibly long hours.
599748.
ველურ გარემოში | თავი 11
მე და კრისი დილით ვიღვიძებდით და ისინი ჯერ კიდევ მუშაობდნენ.
When Chris and I woke up in the morning to go to school, they’d be in the office working.
599749.
ველურ გარემოში | თავი 11
საღამოს დასაძინებლად ვწვებოდით და წინ კიდევ მრავალი საათის სამუშაო ელოდათ.
When we went to bed at night, they’d be in the office working.
599750.
ველურ გარემოში | თავი 11
ერთად მართლაც კარგად ააწყვეს საქმე და მერე გვარიანი შემოსავალიც ჰქონდათ, მაგრამ მუდამ ბევრს, ძალიან ბევრს მუშაობდნენ.
They ran a real good business together and eventually started making bunches of money, but they worked all the time.
599751.
ველურ გარემოში | თავი 11
ეს იყო მეტად დამღლელი არსებობა.
It was a stressful existence.
599752.
ველურ გარემოში | თავი 11
ორივენი, უოლტიცა და ბილიც, ძალიან ფიცხები იყვნენ, ემოციურები, დათმობა არც ერთს უყვარდა და არც მეორეს.
Both Walt and Billie are tightly wound, emotional, loath to give ground.
599753.
ველურ გარემოში | თავი 11
დაძაბულობა ხშირად სიტყვიერი შელაპარაკებით გამოიხატებოდა.
Now and then the tension erupted in verbal sparring.
599754.
ველურ გარემოში | თავი 11
ხან ერთი იმუქრებოდა გაყრით, ხან მეორე.
In moments of anger, one or the other often threatened divorce.
599755.
ველურ გარემოში | თავი 11
ეს ორთქლის გამოშვებას ჰგავდა, მაგრამ როგორც კარინი ამბობს, „ჩემი აზრით, სწორედ ამან დაგვაახლოვა მე და კრისი.
The rancor was more smoke than fire, says Carine, but “I think it was one of the reasons Chris and I were so close.
599756.
ველურ გარემოში | თავი 11
ვისწავლეთ, რომ ერთმანეთის იმედად უნდა ვყოფილიყავით, როდესაც დედა და მამა ერთმანეთს ეკამათებოდნენ.
We learned to count on each other when Mom and Dad weren’t getting along.
599757.
ველურ გარემოში | თავი 11
თუმცა იყო სასიამოვნო მომენტებიც.
But there were good times, too.
599758.
ველურ გარემოში | თავი 11
დასვენების დღეებში და არდადეგებზე ოჯახი გზას ადგა: ვირჯინიის ან კაროლინის სანაპიროზე მიდიოდნენ, კოლორადოში, პირველი ქორწინებიდან უოლტის შვილების მოსანახულებლად, ასევე სტუმრობდნენ დიდ ტბებს, ცისფერ მთაგრეხილს.
On weekends and when school was out, the family took to the road: They drove to Virginia Beach and the Carolina shore, to Colorado to visit Walt’s kids from his first marriage, to the Great Lakes, to the Blue Ridge Mountains.
599759.
ველურ გარემოში | თავი 11
– შევროლეს საბარგულში ვშლიდით კარავს, – განმარტავს უოლტი.
- We camped out of the back of the truck, the Chevy Suburban, - Walt explains.
599760.
ველურ გარემოში | თავი 11
– მოგვიანებით ტრაილერი ვიყიდეთ და იმით ვმოგზაურობდით.
- Later we bought an Airstream trailer and traveled with that.