მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599761.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისს უყვარდა ასეთ ლაშქრობები, რაც მეტხანს გრძელდებოდა, მით უკეთესი.
Chris loved those trips, the longer the better.
599762.
ველურ გარემოში | თავი 11
ჩვენს ოჯახს ყოველთვის ჰქონდა ასეთი მისწრაფება მოგზაურობისადმი და ცხადია, რომ კრისმა ეს მემკვიდრეობით მიიღო.
There was always a little wanderlust in the family, and it was clear early on that Chris had inherited it.
599763.
ველურ გარემოში | თავი 11
ამ მოგზაურობების დროს ოჯახმა მოინახულა რკინის მთად წოდებული მეშახტეთა პატარა ქალაქი მიჩიგანში, ზემო ნახევარკუნძულის მთებში, სადაც ბილიმ ბავშვობა გაატარა.
In the course of their travels, the family visited Iron Mountain, Michigan, a small mining town in the forests of the Upper Peninsula that was Billie’s childhood home.
599764.
ველურ გარემოში | თავი 11
მის ოჯახს ექვსი ბავშვი ჰყავდა.
She was one of six kids.
599765.
ველურ გარემოში | თავი 11
ლორინ ჯონსონი, ბილის მამა, თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ოჯახს სატვირთო მანქანის ტარებით არჩენდა, „მაგრამ მამა ერთ სამუშაოზე დიდხანს ვერასოდეს ძლებდა“.
Loren Johnson, Billie’s father, ostensibly worked as a truck driver, “but he never held any job for long.”
599766.
ველურ გარემოში | თავი 11
– ბილის მამა საზოგადოებაში ვერ ეწერებოდა, – განმარტავს უოლტი.
- Billie’s dad didn’t quite fit into society, - Walt explains.
599767.
ველურ გარემოში | თავი 11
– მას და კრისს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო.
- In many ways he and Chris were a lot alike.
599768.
ველურ გარემოში | თავი 11
ლორინ ჯონსონი ამაყი და ჯიუტი, მეოცნებე ტყის ადამიანი იყო, თვითნასწავლი მუსიკოსი, წერდა ლექსებს.
Loren Johnson was proud and stubborn and dreamy, a woodsman, a selftaught musician, a writer of poetry.
599769.
ველურ გარემოში | თავი 11
ქალაქში ლეგენდები დადიოდა ცხოველებთან მისი დამოკიდებულების შესახებ.
Around Iron Mountain his rapport with the creatures of the forest was legendary.
599770.
ველურ გარემოში | თავი 11
– ცხოველებს მუდამ ეხმარებოდა.
- He was always raising wildlife.
599771.
ველურ გარემოში | თავი 11
– ხაფანგში გამომწყვდეულს თუ იპოვიდა, გამოიხსნიდა, სახლში მოიყვანდა, დაზიანებული თათის ამპუტირების შემდეგ ჭრილობას მოურჩენდა და შემდეგ ისევ ტყეში გაუშვებდა.
- He’d find some animal in a trap, take it home, amputate the injured limb, heal it, and then let it go again.
599772.
ველურ გარემოში | თავი 11
ერთხელ მამა მანქანით დედა ირემს დაეჯახა და მისი ნუკრი ობლად დატოვა.
Once my dad hit a mother deer with his truck, making an orphan of its fawn.
599773.
ველურ გარემოში | თავი 11
ამან დათრგუნა.
He was crushed.
599774.
ველურ გარემოში | თავი 11
ნუკრი შინ მოიყვანა და საკუთარი შვილივით ზრდიდა, ბუხრის სიახლოვეს.
But he brought the baby deer home and raised it inside the house, behind the woodstove, just like it was one of his kids.
599775.
ველურ გარემოში | თავი 11
ოჯახის შესანახად ლორინმა მეწარმეობის წამოწყება სცადა, მაგრამ ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
To support his family, Loren tried a series of entrepreneurial ventures, none of them very successful.
599776.
ველურ გარემოში | თავი 11
ჯერ ქათმებს ზრდიდა, შემდეგ წაულასა და შინშილას.
He raised chickens for a while, then mink and chinchillas.
599777.
ველურ გარემოში | თავი 11
მოგვიანებით საჯინიბო გახსნა და ტურისტებს ცხენით ასეირნებდა.
He opened a stable and sold horse rides to tourists.
599778.
ველურ გარემოში | თავი 11
სუფრაზე ძირითადი საკვები ნანადირევი იყო, იმის მიუხედავად, რომ ცხოველების მოკვლა არ უყვარდა.
Much of the food he put on the table came from hunting—despite the fact that he was uncomfortable killing animals.
599779.
ველურ გარემოში | თავი 11
– მამა ირმის მოკვლის შემდეგ ყოველთვის ტიროდა, – ამბობს ბილი, – მაგრამ რა უნდა ექნა, ბავშვებს ჭამა უნდოდათ.
- My dad cried every time he shot a deer, - Billie says, - but we had to eat, so he did it.
599780.
ველურ გარემოში | თავი 11
მონადირეების გამყოლადაც მუშაობდა.
He also worked as a hunting guide.