მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599721.
ველურ გარემოში | თავი 11
1965 წელს ცოლ-ქმარს შორის პრობლემებმა იჩინა თავი.
By 1965, however, his marriage was in trouble.
599722.
ველურ გარემოში | თავი 11
ის და მისი მეუღლე, მარშა, გაიყარნენ.
He and his wife, Marcia, separated.
599723.
ველურ გარემოში | თავი 11
უოლტმა შეხვედრა დაიწყო ჰიუჯში მომუშავე მდივანთან, ვილჰელმინა ჯონსონთან, რომელსაც ყველა ბილის ეძახდა, ბილი ოცდაორი წლის იყო, მუქი, განსაცვიფრებელი თვალები ჰქონდა.
Walt started dating a secretary at Hughes named Wilhelmina Johnson —everyone called her Billie—who was twenty-two years old and had dark, striking eyes.
599724.
ველურ გარემოში | თავი 11
ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთად საცხოვრებლად გადავიდნენ.
They fell in love and moved in together.
599725.
ველურ გარემოში | თავი 11
ბილი დაფეხმძიმდა.
Billie got pregnant.
599726.
ველურ გარემოში | თავი 11
ტანით პატარამ, ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში მხოლოდ სამი კილოგრამით მოიმატა და არასოდეს უტარებია საორსულო სამოსი.
Very petite to begin with, in nine months she gained only eight pounds and never even wore maternity clothes.
599727.
ველურ გარემოში | თავი 11
1968 წლის 12 თებერვალს ბილიმ ბიჭი გააჩინა.
On February 12, 1968, Billie gave birth to a son.
599728.
ველურ გარემოში | თავი 11
ჩვილი ნორმაზე ნაკლებს იწონიდა, თუმცა ჯანმრთელი და მოძრავი გახლდათ.
He was underweight, but healthy and animated.
599729.
ველურ გარემოში | თავი 11
უოლტმა ბილის ჯანინის გიტარა აჩუქა, ჭირვეული ჩვილი რომ დაეწყნარებინა, ბილი გიტარაზე მისთვის იავნანას უკრავდა.
Walt bought Billie a Gianini guitar, on which she strummed lullabies to soothe the fussy newborn.
599730.
ველურ გარემოში | თავი 11
ოცდაორი წლის შემდეგ ეროვნული ნაკრძალის რეინჯერებმა ეს გიტარა მიდის ტბასთან მიტოვებული ყვითელი „დაცუნის“ უკანა სავარძელზე აღმოაჩინეს.
Twenty-two years later, rangers from the National Park Service would find that same guitar on the backseat of a yellow Datsun abandoned near the shore of Lake Mead.
599731.
ველურ გარემოში | თავი 11
შეუძლებელია გაგება, ქრომოსომების უცნაური შეჯვარება თუ კოსმოსში ვარსკვლავების განლაგება იყო მიზეზი, მაგრამ კრისტოფერ ჯონსონ მაკ-კენდლესი ამ ქვეყანას მოევლინა მრავალ სფეროში უჩვეულო ნიჭითა და ისეთი ნებისყოფით დაჯილდოებული, არჩეული გეზიდან რომ ვერაფერი გადაახვევინებს.
It is impossible to know what murky convergence of chromosomal matter, parent-child dynamics, and alignment of the cosmos was responsible, but Christopher Johnson McCandless came into the world with unusual gifts and a will not easily deflected from its trajectory.
599732.
ველურ გარემოში | თავი 11
ორი წლის იყო, როდესაც ერთ შუაღამეს გაიღვიძა, მშობლების უჩუმრად სახლიდან გავიდა, გადაჭრა ქუჩა და მოპირდაპირე სახლის ბუფეტიდან ტკბილეული მოიპარა.
At the age of two, he got up in the middle of the night, found his way outside without waking his parents, and entered a house down the street to plunder a neighbor’s candy drawer.
599733.
ველურ გარემოში | თავი 11
სკოლაში სწავლის მესამე წლის დასრულების შემდეგ ჩატარებულ ტესტირებაზე მაღალი ქულები მიიღო, რის გამოც კრისი იმ მოსწავლეების ჯგუფში გადაიყვანეს, რომლებიც დაჩქარებული პროგრამით სწავლობდნენ.
In the third grade, after receiving a high score on a standardized achievement test, Chris was placed in an accelerated program for gifted students.
599734.
ველურ გარემოში | თავი 11
– ამით უკმაყოფილო დარჩა, – იხსენებს ბილი, – იმიტომ რომ ეს ნიშნავდა დამატებითი დავალებების მომზადებას.
- He wasn’t happy about it, - Billie remembers, - because it meant he had to do extra schoolwork.
599735.
ველურ გარემოში | თავი 11
პატარა ბიჭი ცდილობდა ყველა, ვინც მის მოსმენას თანხმდებოდა – მასწავლებელი, დირექტორი – დაერწმუნებინა, რომ ტესტის შედეგი არაზუსტია.
This little boy attempted to convince the teacher, the principal—anybody who would listen—that the test results were in error.
599736.
ველურ გარემოში | თავი 11
ამის შესახებ მშობელთა პირველ კრებაზე გავიგეთ.
We learned about it at the first PTA meeting.
599737.
ველურ გარემოში | თავი 11
მასწავლებელმა გვერდზე გაგვიხმო და გვითხრა: „კრისი განსხვავებული გზით მიდის“, და თავი გააქნია.
His teacher pulled us aside and told us that ‘Chris marches to a different drummer and just shook her head.
599738.
ველურ გარემოში | თავი 11
– მაშინაც კი, როდესაც პატარები ვიყავით, – ამბობს კარინი, კრისზე სამი წლით უმცროსი, – მარტო ყოფნა უყვარდა.
- Even when we were little, - says Carine, who was born three years after Chris, - he was very to himself.
599739.
ველურ გარემოში | თავი 11
თუმცა ჩაკეტილი არასოდეს ყოფილა, მის გარშემო სულ მეგობრები ირეოდნენ, რომლებსაც ძალიან უყვარდათ, მაგრამ შეეძლო საათობით ყოფილიყო მარტო და არ მოიწყენდა.
He wasn’t antisocial—he always had friends, and everybody liked him—but he could go off and entertain himself for hours.
599740.
ველურ გარემოში | თავი 11
არც სათამაშოები სჭირდებოდა, არც მეგობრები.
He didn’t seem to need toys or friends.