მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599801.
ველურ გარემოში | თავი 11
– ვერ წარმოედგინა, თუ შეიძლებოდა განსაცდელს გადაჰყროდა.
- He didn’t think the odds applied to him.
599802.
ველურ გარემოში | თავი 11
მუდამ სახიფათო ზღვრიდან მისი გამოთრევა გვიწევდა.
We were always trying to pull him back from the edge.
599803.
ველურ გარემოში | თავი 11
ყველაფერში, რაც აინტერესებდა, კრისი მაღალ შედეგს აღწევდა.
Chris was a high achiever in almost everything that caught his fancy.
599804.
ველურ გარემოში | თავი 11
როდესაც მან ნიშნების ფურცელი ნახა, მასწავლებელთან შეხვედრა გადაწყვიტა, რომ პრობლემის არსი გაერკვია.
When he saw the report card, Walt made an appointment with the physics teacher to see what the problem was.
599805.
ველურ გარემოში | თავი 11
– მასწავლებელი პენსიაზე გასული სამხედრო მფრინავი აღმოჩნდა, – იხსენებს უოლტი, – ძველი ყაიდის, ტრადიციონალისტი, მკაცრი.
- He was a retired air force colonel, - Walt remembers, - an old guy, traditional, pretty rigid.
599806.
ველურ გარემოში | თავი 11
სემესტრის დასაწყისში განმარტა, რომ, რაკი ორასი მოსწავლე ჰყავდა, შეფასების გასაადვილებლად ლაბორატორიული სამუშაო გარკვეული წესების დაცვით უნდა ყოფილიყო დაწერილი.
He’d explained at the beginning of the semester that because he had something like two hundred students, lab reports had to be written in a particular format to make grading them a manageable proposition.
599807.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისმა ჩათვალა, რომ ეს სულელური წესია და არად ჩააგდო.
Chris thought it was a stupid rule and decided to ignore it.
599808.
ველურ გარემოში | თავი 11
ლაბორატორიული სამუშაოები შეასრულა, მაგრამ ისეთი ფორმატით არ დაწერა, როგორიც საჭირო იყო, მასწავლებელმაც F შეფასება დაუწერა.
He did his lab reports, but not in the correct format, so the teacher gave him an F.
599809.
ველურ გარემოში | თავი 11
ამ საუბრის შემდეგ სახლში დავბრუნდი და კრისს ვუთხარი, რომ რაც მიიღო, დაიმსახურა.
After talking with the guy, I came home and told Chris he got the grade he deserved.
599810.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისსაც და კარინსაც უოლტისგან მუსიკალური ნიჭი დაჰყვათ.
Both Chris and Carine shared Walt’s musical aptitude.
599811.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისი გიტარაზე, პიანინოსა და ვალტორნაზე უკრავდა.
Chris took up the guitar, piano, French horn.
599812.
ველურ გარემოში | თავი 11
– ამ ასაკის ბავშვისთვის უცნაურია, – ამბობს უოლტი, – მაგრამ მას ტონი ბენეტი მოსწონდა.
- It was strange to see in a kid his age, - says Walt, - but he loved Tony Bennett.
599813.
ველურ გარემოში | თავი 11
„Tender Is the Night“-ის მსგავს სიმღერებსაც მღეროდა, მე კი ფორტეპიანოზე აკომპანემენტს ვუწევდი.
He’d sing numbers like ‘Tender Is the Night’ while I accompanied him on piano.
599814.
ველურ გარემოში | თავი 11
კარგად ართმევდა თავს.
He was good.
599815.
ველურ გარემოში | თავი 11
კოლეჯის პერიოდში გადაღებულ სულელურ ვიდეოებზე მოჩანს კრისი, რომელიც რესტორნის მომღერალივით მანჭვა-გრეხით მღერის „Summers by the sea/Sailboats in Capri“.
Indeed, in a goofy video Chris made in college, he can be heard belting out “Summers by the sea/Sailboats in Capri” with impressive panache, crooning like a professional lounge singer.
599816.
ველურ გარემოში | თავი 11
როგორც ნიჭიერი ვალტორნისტი, ამერიკის უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა, მაგრამ, უოლტის თქმით, მალევე მიატოვა, იმიტომ რომ ორკესტრის ხელმძღვანელის შემოღებულ მკაცრ წესებს არ ეთანხმებოდა.
A gifted French-horn player, as a teen he was a member of the American University Symphony but quit, according to Walt, after objecting to rules imposed by a high school band leader.
599817.
ველურ გარემოში | თავი 11
კარინის აზრით, სხვა მიზეზიც იყო.
Carine recalls that there was more to it than that.
599818.
ველურ გარემოში | თავი 11
– დაკვრა ნაწილობრივ იმიტომ შეწყვიტა, რომ ვერ იტანდა მითითებებს, მაგრამ ნაწილობრივ ჩემ გამოც.
- He quit playing partly because he didn’t like being told what to do but also because of me.
599819.
ველურ გარემოში | თავი 11
მინდოდა ყველაფერში კრისისთვის მიმებაძა და მეც დავიწყე ვალტორნაზე დაკვრა.
I wanted to be like Chris, so I started to play French horn, too.
599820.
ველურ გარემოში | თავი 11
მასზე უმცროსი ვიყავი, ადგილი კი უფროსების გვერდით, პირველ რიგში მომცეს, თავად ამ დაწყევლილი უმცროსი დის უკან უნდა მჯდარიყო.
When I was a freshman and he was a senior, I made first chair in the senior band, and there was no way he was going to sit behind his damn sister.