მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599821.
ველურ გარემოში | თავი 11
თუმცა მუსიკალურ მეტოქეობას ურთიერთობა არ გაუფუჭებია.
Their musical rivalry seems not to have damaged the relationship between them, however.
599822.
ველურ გარემოში | თავი 11
ადრეული ასაკიდანვე საათობით ერთობოდნენ ერთად, ანანდეილის სახლის საბავშვო ოთახში ბალიშებისა და საბნების კოშკებს აგებდნენ.
They’d been best friends from an early age, spending hours together building forts out of cushions and blankets in their Annandale living room.
599823.
ველურ გარემოში | თავი 11
– მუდამ ალერსიანად მეპყრობოდა, – ამბობს კარინი, – და ყოველთვის მიცავდა.
- He was always really nice to me, - Carine says, - and extremely protective.
599824.
ველურ გარემოში | თავი 11
ქუჩაში ხელჩაკიდებული დავდიოდით.
He’d hold my hand when we walked down the street.
599825.
ველურ გარემოში | თავი 11
როდესაც საშუალო სკოლაში გადავიდა, მე კი ჯერ ისევ დაწყებითში ვსწავლობდი, გაკვეთილები ჩემზე ადრე უმთავრდებოდა, მაგრამ დროს მეგობრის, ბრაიან პასკოვიცის სახლში ატარებდა, რომ შინ ერთად დავბრუნებულიყავით.
When he was in junior high and I was still in grade school, he got out earlier than me, but he’d hang out at his friend Brian Paskowitz’s house so we could walk home together.
599826.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისმა მემკვიდრეობით მიიღო ბილის ანგელოზისებრი ნაკვთები, განსაკუთრებით მისი თვალები, შავი უფსკრულები, რომლებშიც ასე კარგად ჩანდა ნებისმიერი გრძნობა.
Chris inherited Billie’s angelic features, most notably her eyes, the black depths of which betrayed his every emotion.
599827.
ველურ გარემოში | თავი 11
ტანმორჩილობის მიუხედავად – კლასთან ერთად გადაღებულ ფოტოებზე ყოველთვის პირველ რიგშია – კრისი ღონიერი იყო და კარგად კოორდინირებული.
Although he was small—in school photographs he is always in the front row, the shortest kid in the class—Chris was strong for his size and well coordinated.
599828.
ველურ გარემოში | თავი 11
თავი სპორტის მრავალ სახეობაში სცადა, მაგრამ მოთმინება არ ჰყოფნიდა ბოლომდე შესასწავლად.
He tried his hand at many sports but had little patience for learning the finer points of any of them.
599829.
ველურ გარემოში | თავი 11
არდადეგებზე ოჯახთან ერთად კოლორადოში თხილამურებით სასრიალოდ წასული, ვირაჟს არასოდეს იყენებდა დაშვებისას.
When he went skiing during family vacations in Colorado, he seldom bothered to turn.
599830.
ველურ გარემოში | თავი 11
გორილასავით ჩაიცუცქებოდა, ფეხებს გაშლიდა წონასწორობის შესანარჩუნებლად და თავქვე მიჰყვებოდა ბილიკს ბოლომდე.
He’d simply crouch in a gorilla tuck, feet spread wide for stability, and point the boards straight down the hill.
599831.
ველურ გარემოში | თავი 11
– ასევე იყო, – ამბობს უოლტი, – როდესაც ვცდილობდი მისთვის გოლფი მესწავლებინა – ნებისმიერი ფორმით სწავლებაზე უარყოფითად რეაგირებდა.
- Likewise, - says Walt, - when I tried to teach him to play golf, he refused to accept that form is everything.
599832.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისს ყველაზე ძლიერი მოქნევა ჰქონდა, რაც კი ოდესმე მინახავს.
Chris would take the biggest swing you ever saw, every time.
599833.
ველურ გარემოში | თავი 11
ზოგჯერ ბურთს 300 მეტრზე ისროდა, მაგრამ უფრო ხშირად ის მომდევნო ფერვეიში ხვდებოდა.
Sometimes he’d hit the ball three hundred yards, but more often he’d slice it into the next fairway.
599834.
ველურ გარემოში | თავი 11
- კრისს ბევრი რამისადმი ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა, – განაგრძობს უოლტი, – მაგრამ როგორც კი მის წვრთნას, უნარების დახვეწას, შედეგის გაუმჯობესებაზე იწყებდი მუშაობას, მაშინვე კედელი აღიმართებოდა.
- Chris had so much natural talent, - Walt continues, - but if you tried to coach him, to polish his skill, to bring out that final ten percent, a wall went up.
599835.
ველურ გარემოში | თავი 11
ნებისმიერი სახის სწავლებას ეწინააღმდეგებოდა.
He resisted instruction of any kind.
599836.
ველურ გარემოში | თავი 11
ჩოგანბურთის თამაშს სერიოზულად ვეკიდები და კარგადაც გამომდის, კრისსაც ვასწავლე, თერთმეტი წლის რომ იყო.
I’m a serious racquetball player, and I taught Chris to play when he was eleven.
599837.
ველურ გარემოში | თავი 11
თხუთმეტი-თექვსმეტი წლისა მუდმივად მიგებდა.
By the time he was fifteen or sixteen, he was beating me regularly.
599838.
ველურ გარემოში | თავი 11
ძალიან, ძალიან სწრაფი იყო და ძლიერი, მაგრამ როდესაც ვეუბნებოდი თავისი სუსტი მხარეები გამოესწორებინა, ყურს არ მიგდებდა.
He was very, very quick and had a lot of power; but when I suggested he work on the gaps in his game, he refused to listen.
599839.
ველურ გარემოში | თავი 11
ერთხელ ტურნირში მის წინააღმდეგ ორმოცდახუთი წლის გამოცდილი მოთამაშე გამოვიდა.
Once in a tournament he came up against a forty-five-year-old man with a lot of experience.
599840.
ველურ გარემოში | თავი 11
თავდაპირველად კრისმა რამდენიმე ქულით გაუსწრო, მაგრამ მოწინააღმდეგე მის მანერას მეთოდურად სწავლობდა და როდესაც მიხვდა, რა სახის დარტყმების აღება უჭირდა, სულ იმათ იყენებდა და თამაშიც თავის სასარგებლოდ წაიყვანა.
Chris won a bunch of points right out of the gate, but the guy was methodically testing him, probing for his weakness, as soon as he figured out which shot gave him the most trouble, that was the only shot he saw, and it was all over.