მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599861.
ველურ გარემოში | თავი 11
შემდეგ სირბილის ტემპი ნელდებოდა და როდესაც ნაცნობ გზას აღმოვაჩენდით, მერე რაც ძალი და ღონე გვქონდა, სახლებისკენ გავრბოდით.
Then we’d run at a slightly slower pace until we found a road we recognized and race home again at full speed.
599862.
ველურ გარემოში | თავი 11
გარკვეული თვალსაზრისით, კრისმა ასეც იცხოვრა.
In a certain sense that’s how Chris lived his entire life.
599863.
ველურ გარემოში | თავი 11
მაკ-კენდლესისთვის სირბილი ინტენსიურ სულიერ ვარჯიშს ჰგავდა, თითქმის რელიგიას.
McCandless viewed running as an intensely spiritual exercise, verging on religion.
599864.
ველურ გარემოში | თავი 11
– ჩვენი მოტივაციის ასამაღლებლად კრისი სულიერი ასპექტის გამოყენებას ცდილობდა, – იხსენებს გუნდის კიდევ ერთი წევრი, ერიკ ჰათაუეი.
- Chris would use the spiritual aspect to try to motivate us, - recalls Eric Hathaway, another friend on the team.
599865.
ველურ გარემოში | თავი 11
– გვეუბნებოდა, წარმოგვედგინა მთელი ის ბოროტება და ზიზღი, რაც სამყაროშია, წარმოგვედგინა, როგორ გავურბივართ ბოროტ ძალებს, ვლახავთ ჩვენ წინააღმდეგ აღმართულ ეშმაკისეულ კედელს, რომელიც ხელს გვიშლის, უკეთესები გავხდეთ.
- He’d tell us to think about all the evil in the world, all the hatred, and imagine ourselves running against the forces of darkness, the evil wall that was trying to keep us from running our best.
599866.
ველურ გარემოში | თავი 11
ეჭვი არ ეპარებოდა, რომ შედეგი მხოლოდ სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, ჩვენს ხელთ არსებული ყველა დადებითი ენერგიის თავმოყრაში.
He believed doing well was all mental, a simple matter of harnessing whatever energy was available.
599867.
ველურ გარემოში | თავი 11
ჩვენზე, მგრძნობიარე სტუდენტებზე, ასეთი სიტყვები ადვილად მოქმედებდა.
As impressionable high school kids, we were blown away by that kind of talk.
599868.
ველურ გარემოში | თავი 11
მაგრამ სირბილი მხოლოდ სულიერების სფერო კი არ იყო, არამედ შეჯიბრებაც.
But running wasn’t exclusively an affair of the spirit; it was a competitive undertaking as well.
599869.
ველურ გარემოში | თავი 11
როდესაც კრისი დარბოდა, მას გამარჯვება სურდა.
When Chris ran, he ran to win.
599870.
ველურ გარემოში | თავი 11
– კრისი ნამდვილად სერიოზული მორბენალი იყო, – ამბობს კრის მაქსი გილმერი, გუნდის მდედრობითი სქესის წევრი და სკოლაში მაკ-კენდლესის შესაძლოა, ყველაზე ახლო მეგობარი.
- Chris was really serious about running, - says Kris Maxie Gillmer, a female teammate who was perhaps McCandless’s closest friend at Woodson.
599871.
ველურ გარემოში | თავი 11
– მახსოვს როგორ ვიდექი ფინიშის ხაზზე, მის სირბილს ვუყურებდი, ვხედავდი, როგორ უნდოდა რაც შეიძლებოდა უკეთ ეასპარეზა და როგორი ნაწყენი რჩებოდა, თუ რაღაც ისე არ გამოვიდოდა, როგორც დაგეგმა.
- I can remember standing at the finish line, watching him run, knowing how badly he wanted to do well and how disappointed he’d be if he did worse than he expected.
599872.
ველურ გარემოში | თავი 11
ცუდი ასპარეზობის ან იმაზე ნაკლები დროის ჩვენების შემთხვევაში, რაც ვარჯიშის დროს ჰქონდა მიღწეული, ყველაფერს ძალზე მკაცრად აფასებდა, მასთან დალაპარაკება შეუძლებელი იყო.
After a bad race or even a bad time trial during practice, he could be really hard on himself, and he wouldn’t want to talk about it.
599873.
ველურ გარემოში | თავი 11
დაწყნარებას თუ ვცდიდი, გაბრაზებული აგდებულად მპასუხობდა.
If I tried to console him, he’d act annoyed and brush me off.
599874.
ველურ გარემოში | თავი 11
ყველაფერს საკუთარ თავში გადახარშავდა.
He internalized the disappointment.
599875.
ველურ გარემოში | თავი 11
სადღაც მარტოდმარტო იკარგებოდა და თვითგვემას მიმართავდა.
He’d go off alone somewhere and beat himself up.
599876.
ველურ გარემოში | თავი 11
– მხოლოდ სირბილს არ ეკიდებოდა სერიოზულად, – ამატებს გილმერი.
- It wasn’t just running Chris took so seriously, - Gillmer adds.
599877.
ველურ გარემოში | თავი 11
– ასე იყო ყველაფერში.
- He was like that about everything.
599878.
ველურ გარემოში | თავი 11
საშუალო სკოლაში სწავლისას სერიოზულ თემებზე ცოტა ვინმე თუ ფიქრობს, მაგრამ მეც და კრისიც სწორედ ასეთები ვიყავით და ამიტომაც მალევე გამოვნახეთ საერთო ენა.
You aren’t supposed to think about heavy-duty stuff in high school, but I did, and Chris did, too, which is why we hit it off.
599879.
ველურ გარემოში | თავი 11
სასადილო შესვენების დროს მის კარადასთან ვიდექით და სიცოცხლეზე, მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე, სერიოზულ თემებზე ვსაუბრობდით.
We’d hang out during snack break at his locker and talk about life, the state of the world, serious things.
599880.
ველურ გარემოში | თავი 11
შავკანიანი ვარ და ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ ანიჭებენ ადამიანები რასას ასეთ დიდ მნიშვნელობას.
I’m black, and I could never figure out why everyone made such a big deal about race.