მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599881.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისი ამ თემაზე მელაპარაკა.
Chris would talk to me about that kind of thing.
599882.
ველურ გარემოში | თავი 11
მას ესმოდა.
He understood.
599883.
ველურ გარემოში | თავი 11
ყოველთვის ერთნაირი სერიოზულობით უდგებოდა საკითხს.
He was always questioning stuff in the same way.
599884.
ველურ გარემოში | თავი 11
ძალიან მომწონდა.
I liked him a lot.
599885.
ველურ გარემოში | თავი 11
მართლაც არაჩვეულებრივი ბიჭი იყო.
He was a really good guy.
599886.
ველურ გარემოში | თავი 11
მაკ-კენდლესს გულთან ახლოს მიჰქონდა ცხოვრებისეული უსამართლობა.
McCandless took life’s inequities to heart.
599887.
ველურ გარემოში | თავი 11
კოლეჯში სწავლის ბოლო წელს სამხრეთ აფრიკაში რასობრივი დისკრიმინაციის საკითხზე გულდასმით მუშაობდა.
During his senior year at Woodson, he became obsessed with racial oppression in South Africa.
599888.
ველურ გარემოში | თავი 11
მეგობრებთან სერიოზულად განიხილავდა ქვეყანაში იარაღის კონტრაბანდით შეტანას და მცირე ჯგუფებად შესვლას, რომ შემდეგ აპართეიდის წინააღმდეგ მებრძოლებს მიმხრობოდნენ.
He spoke seriously to his friends about smuggling weapons into that country and joining the struggle to end apartheid.
599889.
ველურ გარემოში | თავი 11
– ამ თემაზე არაერთხელ გვიკამათია, – იხსენებს ჰათაუეი.
- We’d get into arguments about it once in a while, - recalls Hathaway.
599890.
ველურ გარემოში | თავი 11
– კრისს არ სურდა გათელილი ბილიკებით სიარული, სისტემისთვის მუშაობა, თავისი რიგის ლოდინი.
- Chris didn’t like going through channels, working within the system, waiting his turn.
599891.
ველურ გარემოში | თავი 11
ის ამბობდა: „გეყოფა, ერიკ, სამხრეთ აფრიკაში წასასვლელი ფულის შოვნა ახლავე შეგვიძლია, საკმარისია მხოლოდ მოვინდომოთ“.
He’d say, ‘Come on, Eric, we can raise enough money to go to South Africa on our own, right now, it’s just a matter of deciding to do it.’
599892.
ველურ გარემოში | თავი 11
მე კი ვპასუხობდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ყმაწვილი ვართ, რომლებიც ბევრს ვერაფერს შეცვლიან.
I’d counter by saying we were only a couple of kids, that we couldn’t possibly make a difference.
599893.
ველურ გარემოში | თავი 11
მაგრამ მასთან კამათი შეუძლებელი იყო.
But you couldn’t argue with him.
599894.
ველურ გარემოში | თავი 11
პასუხად რაღაც ამგვარს ვიღებდი: „ოჰ, არაფრით გინდა გაიგო, რა არის კარგი და რა – ცუდი“.
He’d come back with something like ‘Oh, so I guess you just don’t care about right and wrong."
599895.
ველურ გარემოში | თავი 11
შაბათ-კვირას, როდესაც უფროსკლასელების უმეტესობა „წვეულების გაჩალიჩებას“ ან ჯორჯტაუნის ბარებში შეღწევას ცდილობდა.
On weekends, when his high school pals were attending “keggers” and trying to sneak into Georgetown bars,
599896.
ველურ გარემოში | თავი 11
მაკ-კენდლესი ვაშინგტონის საეჭვო რეპუტაციის მქონე უბნებში მიდიოდა, მეძავებსა და უსახლკაროებს ესაუბრებოდა, მათთვის საკვებს ყიდულობდა, მათი ცხოვრების გაუმჯობესების გზებს ეძებდა.
McCandless would wander the seedier quarters of Washington, chatting with prostitutes and homeless people, buying them meals, earnestly suggesting ways they might improve their lives.
599897.
ველურ გარემოში | თავი 11
– კრისს არ ესმოდა, როგორ შეიძლება ადამიანებმა დაუშვან, რომ ვინმეს შიოდეს, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, – ამბობს ბილი.
- Chris didn’t understand how people could possibly be allowed to go hungry, especially in this country, - says Billie.
599898.
ველურ გარემოში | თავი 11
– საათობით შეეძლო ამაზე ელაპარაკა.
- He would rave about that kind of thing for hours.
599899.
ველურ გარემოში | თავი 11
ერთხელ კრისმა ვაშინგტონის ქუჩიდან უსახლკარო სახლში მიიყვანა, მდიდრულ ანანდეილში და ჩუმად დამალა გარაჟში მდგარ მშობლების ტრაილერში.
On one occasion Chris picked up a homeless man from the streets of D.C., brought him home to leafy, affluent Annandale, and secretly set the guy up in the Airstream trailer his parents parked beside the garage.
599900.
ველურ გარემოში | თავი 11
ბილიმ და უოლტმა ვერც კი შეიტყვეს, რომ მაწანწალა შეიკედლეს.
Walt and Billie never knew they were hosting a vagrant.