მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599841.
ველურ გარემოში | თავი 11
ნიუანსი, სტრატეგია და ყველაფერი ის, რაც ტექნიკის საფუძვლებს იქით მიდიოდა, კრისს არ აინტერესებდა.
Nuance, strategy, and anything beyond the rudimentaries of technique were wasted on Chris.
599842.
ველურ გარემოში | თავი 11
დაბრკოლების დაძლევის ერთადერთ გზად მიაჩნდა პირდაპირ სვლა მთელი თავისი ამოუწურავი ენერგიით.
The only way he cared to tackle a challenge was head-on, right now, applying the full brunt of his extraordinary energy.
599843.
ველურ გარემოში | თავი 11
ამის გამო ხშირად იმედგაცრუებული რჩებოდა.
And he was often frustrated as a consequence.
599844.
ველურ გარემოში | თავი 11
სპორტული ჟინის დასაკმაყოფილებლად ამიტომაც აირჩია სირბილი – სახეობა, რომელშიც დახვეწილობასა და ეშმაკობაზე მეტად გამძლეობა მოეთხოვება.
It wasn’t until he took up running, an activity that rewards will and determination more than finesse or cunning, that he found his athletic calling.
599845.
ველურ გარემოში | თავი 11
ათი წლისამ მონაწილეობა მიიღო თავის პირველ გარბენში ათ კილომეტრზე.
At the age of ten, he entered his first running competition, a tenkilometer road race.
599846.
ველურ გარემოში | თავი 11
ფინიშზე სამოცდამეცხრე მივიდა, ათასობით უფროსი ასაკის მონაწილეს გაუსწრო და ის შეამჩნიეს.
He finished sixty-ninth, beating more than one thousand adults, and was hooked.
599847.
ველურ გარემოში | თავი 11
მოზარდებს შორის შტატის საუკეთესო მორბენალთა რიცხვში ითვლებოდა.
He was in his teens, he was one of the top distance runners in the region.
599848.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისი თორმეტი წლის იყო, როდესაც უოლტმა და ბილიმ კარინს შოტლანდიური ნაგაზის ლეკვი უყიდეს, სახელად ბაკლი და კრისს ყოველდღიურად სირბილისას ძაღლიც მიჰყავდა.
When Chris was twelve, Walt and Billie bought Carine a puppy, a Shetland sheepdog named Buckley, and Chris fell into the habit of taking the pet with him on his daily training runs.
599849.
ველურ გარემოში | თავი 11
– ვითომ ბაკლი ჩემი ძაღლი იყო, – ამბობს კარინი, – მაგრამ ის და კრისი განუყრელები გახდნენ.
- Buckley was supposedly my dog, - says Carine, - but he and Chris became inseparable.
599850.
ველურ გარემოში | თავი 11
ბაკლი ძალიან სწრაფი იყო და როდესაც სახლისკენ ერთად მორბოდნენ, პირველი მუდამ ძაღლი მოდიოდა.
Buck was fast, and he’d always beat Chris home when they went running.
599851.
ველურ გარემოში | თავი 11
მახსოვს, როგორ აღელდა კრისი ერთხელ, როდესაც ძაღლს მოასწრო.
I remember Chris was so excited the first time he made it home before Buckley.
599852.
ველურ გარემოში | თავი 11
ერთდროულად ტიროდა და იცინოდა, თან დაუსრულებლად გაიძახოდა: „ბაკლი დავამარცხე!
He went tearing all over the house yelling ‘I beat Buck!
599853.
ველურ გარემოში | თავი 11
ვირჯინიაში მდებარე ფერფაქსის მსხვილი სახელმწიფო დაწესებულება – უ. ტ. უოდსონის საშუალო სკოლა – მაღალი აკადემიური სტანდარტითა და წარმატებული სპორტული გუნდებით გამოირჩევა.
At W. T. Woodson High School—a large public institution in Fairfax, Virginia, with a reputation for high academic standards and winning athletic teams.
599854.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისი კროსის გუნდის კაპიტანი იყო.
Chris was the captain of the crosscountry squad.
599855.
ველურ გარემოში | თავი 11
ის სერიოზულად ეკიდებოდა თავის როლს და ახალ-ახალ, მეტად რთულ და დამღლელ სავარჯიშო რეჟიმებს იგონებდა, რომლებიც დღესაც ახსოვთ გუნდის მაშინდელ წევრებს.
He relished the role and concocted novel, grueling training regimens that his teammates still remember well.
599856.
ველურ გარემოში | თავი 11
– საკუთარ თავს არ ინდობდა, – განმარტავს გორდი კუკულუ, გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი.
- He was really into pushing himself, - explains Gordy Cucullu, a younger member of the team.
599857.
ველურ გარემოში | თავი 11
– კრისმა გამოიგონა ვარჯიში, რომელსაც „გზის მეომრები“ უწოდა.
- Chris invented this workout he called Road Warriors.
599858.
ველურ გარემოში | თავი 11
მას სურდა შორეული, მომაკვდინებელი გზებით გვერბინა, სამშენებლო კომპანიებისა და ფერმერების კუთვნილ მიწებზე, სადაც შესვლა აკრძალულია, და განზრახ ცდილობდა გზა აგვბნეოდა.
He would lead us on long, killer runs through places like farmers’ fields and construction sites, places we weren’t supposed to be, and intentionally try to get us lost.
599859.
ველურ გარემოში | თავი 11
უნდა გავქცეულიყავით რაც შეიძლება შორს, და სწრაფად გვერბინა უცნობ ქუჩებში, ზოგჯერ ტყეებშიც კი.
We’d run as far and as fast as we could, down strange roads, through the woods, whatever.
599860.
ველურ გარემოში | თავი 11
მთავარი იყო, ჩვეული ორიენტირები მოეშალა, უცნობ ტერიტორიაზე მოვხვედრილიყავით.
The whole idea was to lose our bearings, to push ourselves into unknown territory.