მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599921.
ველურ გარემოში | თავი 11
– კრისს კარგი ნიშნები მიჰქონდა შინ, – ამბობს ჰათაუეი.
- Chris brought home good grades, - says Hathaway.
599922.
ველურ გარემოში | თავი 11
– სწავლა არასოდეს გასჭირვებია, ყველაფერს ასწრებდა და რაც საჭირო იყო, აკეთებდა.
- He didn’t get into trouble, he was a high achiever, he did what he was supposed to.
599923.
ველურ გარემოში | თავი 11
მის მშობლებს სასაყვედურო არაფერი ჰქონდათ.
His parents didn’t really have grounds to complain.
599924.
ველურ გარემოში | თავი 11
მაგრამ ისინი კოლეჯში სწავლის გაგრძელების იდეას ჩაეჭიდნენ და არ ვიცი, რა უთხრეს, მაგრამ ამან იმუშავა.
But they got on his case about going to college; and whatever they said to him, it must have worked.
599925.
ველურ გარემოში | თავი 11
იმიტომ რომ ბოლოს ის ემორიში აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ კოლეჯში სწავლას დროისა და ფულის ხარჯვად მიიჩნევდა.
Because he ended up going to Emory, even though he thought it was pointless, a waste of time and money.
599926.
ველურ გარემოში | თავი 11
გასაკვირია, რომ კრისი უოლტისა და ბილის ზეწოლას კოლეჯში სწავლასთან დაკავშირებით დაემორჩილა, მაშინ, როდესაც მათ რჩევას ბევრ საკითხზე არ იზიარებდა.
It’s somewhat surprising that Chris ceded to pressure from Walt and Billie about attending college when he refused to listen to them about so many other things.
599927.
ველურ გარემოში | თავი 11
თუმცა, კრისისა და მშობლების ურთიერთობას თვალშისაცემი დაპირისპირება არასოდეს აკლდა.
But there was never a short age of apparent contradictions in the relationship between Chris and his parents.
599928.
ველურ გარემოში | თავი 11
როდესაც კრისი გილმერთან ლაყბობდა, მისი აღწერით, უოლტი და ბილი მოუთოკავი ტირანები იყვნენ.
When Chris visited with Kris Gillmer, he frequently railed against Walt and Billie, portraying them as unreasonable tyrants.
599929.
ველურ გარემოში | თავი 11
მეგობარ ბიჭებთან – ჰათაუეისთან, კუკულუსა და სარბენი ბილიკის კიდევ ერთ ვარსკვლავ, ენდი ჰოროვიცთან – მშობლებზე არასოდეს დაუწუწუნია.
Yet to his male buddies—Hathaway, Cucullu, and another track star, Andy Horowitz—he scarcely complained at all.
599930.
ველურ გარემოში | თავი 11
– ჩემი აზრით, მისი მშობლები ძალიან სიმპათიური ხალხია, – ამბობს ჰათაუეი, – არაფრით განსხვავდებიან ჩემი ან ნებისმიერი სხვა მშობლებისგან.
- My impression was that his parents were very nice people, - says Hathaway, - no different, really, than my parents or anyone’s parents.
599931.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისს უბრალოდ არ უყვარდა, როდესაც მიუთითებდნენ, რა უნდა გაეკეთებინა.
Chris just didn’t like being told what to do.
599932.
ველურ გარემოში | თავი 11
ჩემი აზრით, ნებისმიერ მშობელთან ის უბედური იქნებოდა.
I think he would have been unhappy with any parents.
599933.
ველურ გარემოში | თავი 11
მისთვის თავად მშობლობის იდეა იყო მიუღებელი.
He had trouble with the whole idea of parents.
599934.
ველურ გარემოში | თავი 11
მაკ-კენდლესის პიროვნება დამაბნეველი წინააღმდეგობებით გამოირჩევა.
McCandless’s personality was puzzling in its complexity.
599935.
ველურ გარემოში | თავი 11
უაღრესად თავშეკავებული, იმავდროულად ძალიან კეთილგანწყობილი და ხალხთან კონტაქტის მოყვარულიც იყო.
He was intensely private but could be convivial and gregarious in the extreme.
599936.
ველურ გარემოში | თავი 11
უაღრესად განვითარებული სოციალური შეგნების მიუხედავად, ნებისმიერი გართობის შემთხვევაში წარბებს არ შეყრიდა ხოლმე მრისხანების ნიშნად.
And despite his overdeveloped social conscience, he was no tight-lipped, perpetually grim dogooder who frowned on fun.
599937.
ველურ გარემოში | თავი 11
დალევაზეც არ ამბობდა უარს და სხვების გასართობად მაიმუნობაც უყვარდა.
To the contrary, he enjoyed tipping a glass now and then and was an incorrigible ham.
599938.
ველურ გარემოში | თავი 11
შესაძლოა, ყველაზე დიდი პარადოქსი ფულისადმი მისი დამოკიდებულებაა.
Perhaps the greatest paradox concerned his feelings about money.
599939.
ველურ გარემოში | თავი 11
უოლტიცა და ბილიც ახალგაზრდობაში დიდხანს ცხოვრობდნენ სიღარიბეში, როდესაც ეს ხანა გაიარეს, მძიმე შრომით მოპოვებული თანხის დახარჯვაში ცუდს ვერაფერს ხედავდნენ.
Walt and Billie had both known poverty when they were young and after struggling to rise above it saw nothing wrong with enjoying the fruits of their labor.
599940.
ველურ გარემოში | თავი 11
– ბევრს, ძალიან ბევრს და მძიმედ ვმუშაობდით, – ხაზგასმით აღნიშნავს ბილი.
- We worked very, very hard, - Billie emphasizes.