მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599981.
ველურ გარემოში | თავი 12
– მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში გული საგულეში არ გვეტეოდა, – ამბობს უოლტი, – მაგრამ კრისის შეჩერება შეუძლებელი იყო.
- We had our hearts in our mouths the whole time he was gone, - says Walt, - but there was no way to stop him.
599982.
ველურ გარემოში | თავი 12
ვირჯინიის დატოვების შემდეგ კრისი მანქანით სამხრეთისკენ დაეშვა, შემდეგ კი ტეხასის დაბლობის, ნიუმექსიკოსა და არიზონის შუაგულის გავლით წყნარი ოკეანის სანაპიროზე გავიდა.
After leaving Virginia, Chris drove south and then west across the flat Texas plains, through the heat of New Mexico and Arizona, and arrived at the Pacific coast.
599983.
ველურ გარემოში | თავი 12
თავდაპირველად დაპირებას დარეკვის შესახებ რეგულარულად იცავდა, მაგრამ რაც უფრო შედიოდა ზაფხული ძალაში, მისმა ზარებმა სულ უფრო იკლო.
Initially, he honored the agreement to phone regularly, but as the summer wore on, the calls became less and less frequent.
599984.
ველურ გარემოში | თავი 12
შინ, ემორიში, საშემოდგომო სემესტრის დაწყებამდე ორი დღით ადრე დაბრუნდა.
He didn’t appear back home until two days before the fall term was to start at Emory.
599985.
ველურ გარემოში | თავი 12
გრძელ თმასა და წვერს ატარებდა და ისედაც გამხდარს, დაახლოებით თხუთმეტი კილოგრამი კიდევ დაეკლო.
When he walked into the Annandale house, he had a scruffy beard, his hair was long and tangled, and he’d shed thirty pounds from his already lean frame.
599986.
ველურ გარემოში | თავი 12
– როგორც კი სახლში დავიგულე, – ამბობს კარინი, – მაშინვე მის ოთახს მივაშურე სალაპარაკოდ.
- As soon as I heard he was home, - says Carine, - I ran to his room to talk with him.
599987.
ველურ გარემოში | თავი 12
იწვა და ეძინა.
He was on the bed, asleep.
599988.
ველურ გარემოში | თავი 12
გამხდარი იყო.
He was so thin.
599989.
ველურ გარემოში | თავი 12
ზოგიერთ ტილოზე გამოსახულ ჯვარზე გაკრულ იესოს ჰგავდა.
He looked like those paintings of Jesus on the cross.
599990.
ველურ გარემოში | თავი 12
როცა დედამ დაინახა, მაშინვე გიჟივით საჭმელების კეთება დაიწყო, რომ როგორმე ცოტათი მოეკეთებინა და ძვლებზე ხორცი შეესხა.
When Mom saw how much weight he’d lost, she was a total wreck, she started cooking like mad to try and put some meat back on his bones.
599991.
ველურ გარემოში | თავი 12
როგორც გაირკვა, მოგზაურობის ბოლოს კრისი მოხავეს უდაბნოში დაიკარგა და კინაღამ გაუწყლოვნებისგან დაიღუპა.
Near the end of his trip, it turned out, Chris had gotten lost in the Mojave Desert and had nearly succumbed to dehydration.
599992.
ველურ გარემოში | თავი 12
შეშფოთებულმა მშობლებმა არ იცოდნენ, როგორ დაერწმუნებინათ, სამომავლოდ უფრო ყურადღებით და ფრთხილად ყოფილიყო მოგზაურობის დროს.
His parents were extremely alarmed when they heard about this brush with disaster but were unsure how to persuade Chris to exercise more caution in the future.
599993.
ველურ გარემოში | თავი 12
– ხელს რასაც მოჰკიდებდა, ყველაფერი გამოსდიოდა, – ფიქრიანად ამბობს უოლტი, – ამიტომ ზედმეტად თავდაჯერებული გახდა.
- Chris was good at almost everything he ever tried, - Walt reflects, - which made him supremely overconfident.
599994.
ველურ გარემოში | თავი 12
თუ რაიმეზე დაიწყებდი მასთან საუბარს, ზრდილობიანად მოგისმენდა, თავს დაგიქნევდა და მერე მაინც ისე მოიქცეოდა, როგორც თავად სურდა.
If you attempted to talk him out of something, he wouldn’t argue, he’d just nod politely and then do exactly what he wanted.
599995.
ველურ გარემოში | თავი 12
ამიტომაც თავდაპირველად უსაფრთხოების შესახებ მისთვის არაფერი მითქვამს.
So at first I didn’t say anything about the safety aspect.
599996.
ველურ გარემოში | თავი 12
ჩოგანბურთს ვთამაშობდით და თან სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, შემდეგ შევეხეთ იმ რისკსაც, რომელსაც ყოველი ჩვენგანი აწყდება.
I played tennis with Chris, talked about other things, then eventually sat down with him to discuss the risks he’d taken.
599997.
ველურ გარემოში | თავი 12
მისთვის პირდაპირ მიხლა „თუ ღმერთი გწამს, სხვა დროს ასე აღარ მოიქცე!“ არ ღირდა, კრისზე არ გაჭრიდა.
I’d learned by then that a direct approach—‘By God, you better not try a stunt like that again!’—didn’t work with Chris.
599998.
ველურ გარემოში | თავი 12
ამის ნაცვლად, ვეცადე ამეხსნა, რომ მოგზაურობას კი არ ვუშლით, უბრალოდ, გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ უსაფრთხოდაა და დროდადრო გაგვაგებინოს თავისი ადგილსამყოფელი.
Instead, I tried to explain that we didn’t object to his travels; we just wanted him to be a little more careful and to keep us better informed of his whereabouts.
599999.
ველურ გარემოში | თავი 12
უოლტის ნათქვამს კრისმა გაღიზიანებულმა უპასუხა.
To Walt’s dismay Chris bristled at this small dollop of fatherly advice.
600000.
ველურ გარემოში | თავი 12
ერთადერთი შედეგი ის იყო, რომ სულ უფრო ნაკლებად უზიარებდა მათ საკუთარ გეგმებს.
The only effect it seemed to have was to make him even less inclined to share his plans.