მოიძებნა 668044 ჩანაწერი
599961.
ველურ გარემოში | თავი 11
ამ თანხის ნაწილი გამოიყენა თავისი ყვითელი „დაცუნი“ B210-ის საყიდლად.
He used part of the money to buy the yellow Datsun, the secondhand B210.
599962.
ველურ გარემოში | თავი 11
კრისის, როგორც გამყიდველის, ნიჭი ისეთი თვალშისაცემი იყო, რომ კომპანიის მენეჯერმა 1986 წლის გაზაფხულზე, როდესაც გამოსაშვები გამოცდები ახლოვდებოდა, უოლტს დაურეკა და კრისის კოლეჯში სწავლის დაფინანსება შესთავაზა.
Chris had such an outstanding knack for selling that in the spring of 1986, as Chris’s high school graduation approached, the owner of the construction company phoned Walt and offered to pay for Chris’s college education.
599963.
ველურ გარემოში | თავი 11
სკოლის დამთავრებისთანავე კრისმა გამოაცხადა, რომ ზაფხულში თავისი მანქანით აპირებდა ქვეყანაში მოგზაურობას.
As soon as high school was over, Chris declared, he was going to get behind the wheel of his new car and spend the summer driving across the country.
599964.
ველურ გარემოში | თავი 11
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს იქნებოდა პირველი მოგზაურობა მომდევნო მოგზაურობათა რიგიდან, რომელთა დროს მთელი კონტინენტი გადაიარა.
Nobody anticipated that the journey would be the first in a series of extended transcontinental adventures.
599965.
ველურ გარემოში | თავი 11
ოჯახის წევრებიდან არავის ეგონა, თუ ეს პირველი მოგზაურობა მას საბოლოოდ ჩაკეტავდა საკუთარ თავში, მთლიანად შეცვლიდა მის ცხოვრებას, კრისს და იმ ადამიანებს, ვისაც ის უყვარდა, მრისხანების, გაუგებრობისა და მწუხარების უფსკრულში მოისვრიდა.
Nor could anyone in his family have foreseen that a chance discovery during this initial journey would ultimately turn him inward and away, drawing Chris and those who loved him into a morass of anger, misunderstanding, and sorrow.
599966.
ველურ გარემოში | თავი 12
სიყვარულის, ფულის, დიდების სანაცვლოდ, მომეცით ჭეშმარიტება.
Rather than love, than money, than fame, give me truth.
599967.
ველურ გარემოში | თავი 12
სუფრაზე დელიკატესები და ღვინო უხვად ჰქონდათ, მონურად მორჩილი მსახურები ტრიალებდნენ, მაგრამ გულწრფელობა და ჭეშმარიტება არ ჩანდა.
I sat at a table where were rich food and wine in abundance, an obsequious attendance, but sincerity and truth were not.
599968.
ველურ გარემოში | თავი 12
მშიერი წამოვედი ამ არასტუმართმოყვრული სუფრიდან.
I went away hungry from the inhospitable board.
599969.
ველურ გარემოში | თავი 12
სტუმართმოყვარეობა ყინულივით ცივი გახლდათ.
The hospitality was as cold as the ices.
599970.
ველურ გარემოში | თავი 12
ბავშვები უცოდველები არიან და სამართლიანობა უყვართ, ჩვენი უმრავლესობა ცოდვილია და ბუნებრივია, უპირატესობას გულმოწყალებას ვანიჭებთ.
For children are innocent and love justice, while most of us are wicked and naturally prefer mercy.
599971.
ველურ გარემოში | თავი 12
1986 წლის გაზაფხულის ერთ-ერთ თბილ შაბათ-კვირას, როდესაც კრისმა უოდსონის საშუალო სკოლა დაამთავრა, უოლტმა და ბილმა წვეულება მოაწყვეს.
In 1986, on the sultry spring weekend that Chris graduated from Woodson High School, Walt and Billie threw a party for him.
599972.
ველურ გარემოში | თავი 12
უოლტის დაბადების დღე 10 ივნისს იყო, რამდენიმე დღის შემდეგ და წვეულებაზე კრისმა მამამისს საჩუქარი მიართვა: ძალიან ძვირად ღირებული კორპორაცია „უესტარის“ ტელესკოპი.
Walt’s birthday was June 10, just a few days away, and at the party Chris gave his father a present: a very expensive Questar telescope.
599973.
ველურ გარემოში | თავი 12
– მახსოვს, იქ ვიჯექი, როცა მამას ტელესკოპი გადასცა.
- I remember sitting there when he gave Dad the telescope.
599974.
ველურ გარემოში | თავი 12
– იმ საღამოს კრისმა რამდენიმე ჭიქა დალია და შეზარხოშდა.
- Chris had tossed back a few drinks that night and was pretty blitzed.
599975.
ველურ გარემოში | თავი 12
ძალიან მოეძალა ემოციები.
He got real emotional.
599976.
ველურ გარემოში | თავი 12
ლამის ტიროდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა, მამას უთხრა, რომ წინა წლებში მათ შორის გაუგებრობების მიუხედავად, მადლობელი იყო იმ ყველაფრისთვის, რაც მამამ მისთვის გააკეთა.
He was almost crying, fighting back the tears, telling Dad that even though they’d had their differences over the years, he was grateful for all the things Dad had done for him.
599977.
ველურ გარემოში | თავი 12
კრისმა თქვა, რომ პატივს სცემდა მამას, რომელმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მძიმე შრომით გაიკაფა გზა, არაფერი დაუშურებია რვა შვილის გასაზრდელად.
Chris said how much he respected Dad for starting from nothing, working his way through college, busting his ass to support eight kids.
599978.
ველურ გარემოში | თავი 12
მართლაც, ამაღელვებელი სიტყვა თქვა.
It was a moving speech.
599979.
ველურ გარემოში | თავი 12
მერე კი ადგა და სამოგზაუროდ წავიდა.
And then he left on his trip.
599980.
ველურ გარემოში | თავი 12
უოლტსა და ბილის მისთვის არ დაუშლიათ წასვლა, მაგრამ დაარწმუნეს, თან წაეღო უოლტის ტექსაკოს საკრედიტო ბარათი გაუთვალისწინებელი და სასწრაფო ხარჯებისთვის, ასევე პირობა ჩამოართვეს, ყოველ სამ დღეში დაერეკა.
Walt and Billie didn’t try to prevent Chris from going, although they persuaded him to take Walt’s Texaco credit card for emergencies and exacted a promise from their son to call home every three days.