მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600021.
ველურ გარემოში | თავი 12
ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც მათი აგენტები არიან.
I know guys who work for the CIA.
600022.
ველურ გარემოში | თავი 12
მხოლოდ იმას გვეუბნებოდა, რაც უნდა გვცოდნოდა, მეტს ვერაფერს დააცდენინებდი.
He told us what he thought we needed to know and nothing more.
600023.
ველურ გარემოში | თავი 12
ასე იყო ყველაფერში.
He was that way about everything.
600024.
ველურ გარემოში | თავი 12
კრისის ხასიათის ბევრი ასპექტი მის მშობლებს საგონებელში აგდებდა.
Many aspects of Chris’s personality baffled his parents.
600025.
ველურ გარემოში | თავი 12
შეეძლო ყოფილიყო გულღია და მზრუნველი, იმავდროულად არსებობდა მისი ხასიათის ბნელი მხარე, აკვიატებულობა, მოუთმენლობა, იკეტებოდა და ეს თვისებები კიდევ უფრო გაამძაფრა კოლეჯში სწავლის წლებმა.
He could be generous and caring to a fault, but he had a darker side as well, characterized by monomania, impatience, and unwavering self-absorption, qualities that seemed to intensify through his college years.
600026.
ველურ გარემოში | თავი 12
– კრისი კოლეჯის მეორე კურსის დამთავრების აღსანიშნავ წვეულებაზე ვნახე, – იხსენებს ერიკ ჰათაუეი, – შესამჩნევად იყო შეცვლილი.
- I saw Chris at a party after his sophomore year at Emory, - remembers Eric Hathaway, - and it was obvious he had changed.
600027.
ველურ გარემოში | თავი 12
ჩაკეტილი, თითქმის მიუკარებელი ჩანდა.
He seemed very introverted, almost cold.
600028.
ველურ გარემოში | თავი 12
როცა ვუთხარი, „ეი, კრის, მიხარია შენი ნახვა“, ცინიკურად მიპასუხა: „ჰო, დარწმუნებული ვარ, ყველა ასე ამბობს“.
When I said ‘Hey, good to see you, Chris,’ his reply was cynical: ‘Yeah, sure, that’s what everybody says.’
600029.
ველურ გარემოში | თავი 12
მისი ნაჭუჭის გარღვევა ძალზე ძნელი იყო.
It was hard to get him to open up.
600030.
ველურ გარემოში | თავი 12
მარტო სწავლაზე ლაპარაკი აინტერესებდა.
His studies were the only thing he was interested in talking about.
600031.
ველურ გარემოში | თავი 12
ემორიში სოციალური ცხოვრება საძმოებითა და ქალთა კლუბებით შემოიფარგლება, რაც მას სრულებით არ აინტერესებდა.
Social life at Emory revolved around fraternities and sororities, something Chris wanted no part of.
600032.
ველურ გარემოში | თავი 12
ჩემი აზრით, როდესაც თვალსაჩინო გახდა, რომ ის აშკარად განსხვავდებოდა სხვებისგან და მისი არ ესმოდათ, ძველი მეგობრები ჩამოსცილდნენ, ის კი სულ უფრო ჩაიკეტა.
I think when everybody started going Greek, he kind of pulled back from his old friends and got more heavily into himself.
600033.
ველურ გარემოში | თავი 12
მეორე სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ზაფხულში, კრისი ისევ ანანდეილში დაბრუნდა და „დომინოს პიცის“ დამრიგებლად მოეწყო.
The summer between his sophomore and junior years Chris again returned to Annandale and took a job delivering pizzas for Domino’s.
600034.
ველურ გარემოში | თავი 12
– სრულებით არ ენაღვლებოდა, რომ ეს პრესტიჟული არ არის, – ამბობს კარინი.
- He didn’t care that it wasn’t a cool thing to do, - says Carine.
600035.
ველურ გარემოში | თავი 12
– უამრავი ფული დააგროვა.
- He made a pile of money.
600036.
ველურ გარემოში | თავი 12
მახსოვს, სახლში ღამით მოსული სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა და ანგარიშობდა.
I remember he’d come home every night and do his accounting at the kitchen table.
600037.
ველურ გარემოში | თავი 12
მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენად იყო დაღლილი; აუცილებლად უნდა გამოეთვალა, რამდენი კილომეტრი გაიარა, რა თანხა გადაუხადა კომპანიამ საწვავში და რეალური თვითღირებულება რა იყო, რამდენი რჩებოდა სუფთა მოგება ყოველ საღამოს, და წინა კვირის მონაცემებს ადარებდა.
It didn’t matter how tired he was; he’d figure out how many miles he drove, how much Domino’s paid him for gas, how much gas actually cost, his net profits for the evening, how it compared to the same evening the week before.
600038.
ველურ გარემოში | თავი 12
ყველა წვრილმანს ითვალისწინებდა და მასწავლიდა, როგორ უნდა აკეთო ბიზნესი.
He kept track of everything and showed me how to do it, how to make a business work.
600039.
ველურ გარემოში | თავი 12
ფული ნაკლებად აინტერესებდა, მისთვის მთავარი ის გახლდათ, რომ ფულის კეთება კარგად შეუძლია.
He didn’t seem interested in the money so much as the fact that he was good at making it.
600040.
ველურ გარემოში | თავი 12
ეს თამაშს ჰგავდა, რომელშიც დაგროვილ ქულებს დოლარები ცვლიდა.
It was like a game, and the money was a way of keeping score.