მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600001.
ველურ გარემოში | თავი 12
– კრისი თვლიდა, – ამბობს ბილი, – რომ მასზე ნერვიულობა სრული იდიოტიზმი იყო.
- Chris, - says Billie, - thought we were idiots for worrying about him.
600002.
ველურ გარემოში | თავი 12
მოგზაურობების დროს კრისმა მაჩეტე და .30-06-კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა.
During the course of his travels, Chris had acquired a machete and a .30-06 rifle.
600003.
ველურ გარემოში | თავი 12
როდესაც უოლტსა და ბილის ის ატლანტაში, კოლეჯში მიჰყავდათ, კრისმა დაიჟინა და ორივე თან წაიღო.
When Walt and Billie drove him down to Atlanta to enroll in college, he insisted on taking the big knife and the gun with him.
600004.
ველურ გარემოში | თავი 12
– როდესაც საერთო საცხოვრებელში მივედით, – სიცილით იხსენებს უოლტი, – მისი ოთახის მეზობლის მშობლებს კინაღამ გულის შეტევა დაემართათ.
- When we went with Chris up to his dorm room, - Walt laughs, - I thought his roommate’s parents were going to have a stroke on the spot.
600005.
ველურ გარემოში | თავი 12
წარმოიდგინეთ, მათი შვილი კონექტიკუტელი ახლად გამოჩეკილი ბარტყი იყო, ნამდვილი წარჩინებული სტუდენტივით გამოწკეპილი, კრისი კი ოთახში შევიდა გაბურძგნილი წვერით, დახეული ჯინსებით, უზარმაზარი დანითა და ირემზე სანადირო თოფით, როგორც იერემია ჯონსონი.
The roommate was a preppy kid from Connecticut, dressed like Joe College, and Chris walks in with a scraggly beard and worn-out clothes, looking like Jeremiah Johnson, packing a machete and a deer-hunting rifle.
600006.
ველურ გარემოში | თავი 12
მაგრამ იცით რა?
But you know what?
600007.
ველურ გარემოში | თავი 12
სამი თვის შემდეგ მისი ოთახის მეზობელი გააგდეს, კრისი კი წარჩინებულ სტუდენტთა რიცხვში მოხვდა.
Within ninety days the preppy roommate had dropped out, while Chris had made the dean’s list.
600008.
ველურ გარემოში | თავი 12
მშობლები სასიამოვნოდ გაოცდნენ, როდესაც დაინახეს, რომ კრისი ემორიში სწავლამ ჩაითრია.
To his parents’ pleasant surprise, as the school year stretched on, Chris seemed thrilled to be at Emory.
600009.
ველურ გარემოში | თავი 12
გაიპარსა, თმა შეიჭრა და ისევ ის სიმპათიური იერი დაიბრუნა, რომელიც საშუალო სკოლაში სწავლისას ჰქონდა.
He shaved, trimmed his hair, and readopted the clean-cut look he’d had in high school.
600010.
ველურ გარემოში | თავი 12
შესანიშნავი ნიშნები ჰქონდა.
His grades were nearly perfect.
600011.
ველურ გარემოში | თავი 12
კოლეჯის გაზეთისთვისაც დაიწყო წერა.
He started writing for the school newspaper.
600012.
ველურ გარემოში | თავი 12
სწავლის დასრულების შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე შესვლის პერსპექტივაზეც ალაპარაკდა.
He even talked enthusiastically about going on to get a law degree when he graduated.
600013.
ველურ გარემოში | თავი 12
ვფიქრობ, ჩემი ნიშნები ჰარვარდის იურიდიულ ფაკულტეტზე მოსახვედრადაც მეყოფა.
I think my grades will be good enough to get into Harvard Law School.
600014.
ველურ გარემოში | თავი 12
კოლეჯში სწავლის პირველი წლის დასრულების შემდეგ ზაფხულში კრისი ანანდეილში დაბრუნდა და მშობლების კომპანიაში პროგრამისტად დაიწყო მუშაობა.
The summer after his freshman year of college, Chris returned to Annandale and worked for his parents’ company, developing computer software.
600015.
ველურ გარემოში | თავი 12
– იმ ზაფხულს შესანიშნავი პროგრამა დაწერა, – ამბობს უოლტი.
- The program he wrote for us that summer was flawless, - says Walt.
600016.
ველურ გარემოში | თავი 12
– მას დღესაც ვიყენებთ და რამდენიმე ასლი ბევრ კლიენტს მივყიდეთ კიდეც.
- We still use it today and have sold copies of the program to many clients.
600017.
ველურ გარემოში | თავი 12
მაგრამ როდესაც კრისს ვთხოვე, ჩემთვის ეჩვენებინა, როგორ დაწერა და აეხსნა მუშაობის პრინციპი, კატეგორიულად იუარა.
But when I asked Chris to show me how he wrote it, to explain why it worked the way it did, he refused.
600018.
ველურ გარემოში | თავი 12
„საკმარისია იცოდე, რომ მუშაობს, და არა რა და როგორ“, განაცხადა.
‘All you need to know is that it works,’ he said.
600019.
ველურ გარემოში | თავი 12
კრისი ისე იქცეოდა, როგორც სჩვეოდა, მაგრამ ამან გამაცოფა.
Chris was just being Chris, but it infuriated me.
600020.
ველურ გარემოში | თავი 12
შეეძლო გამოძიების ფედერალური ბიუროს უდიდესი აგენტი გამხდარიყო – სრული სერიოზულობით ვამბობ.
He would have made a great CIA agent—I’m serious.