მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600041.
ველურ გარემოში | თავი 12
მშობლებთან კრისის ურთიერთობა იმ ზაფხულს მკვეთრად გაუარესდა, უოლტსა და ბილის წარმოდგენა არ ჰქონდათ, რატომ.
Chris’s relations with his parents, which had been unusually courteous since his graduation from high school, deteriorated significantly that summer, and Walt and Billie had no idea why.
600042.
ველურ გარემოში | თავი 12
ბილის სიტყვებით, „სულ უფრო ხშირად ბრაზდებოდა ჩვენზე და ჩაკეტილი გახდა, – არა, ეს არაზუსტი სიტყვაა, კრისი თავის თავში ჩაკეტილი არასოდეს ყოფილა.
According to Billie, “He seemed mad at us more often, and he became more withdraw-—no, that’s not the right word, Chris wasn’t ever withdrawn.
600043.
ველურ გარემოში | თავი 12
უბრალოდ, აღარაფერს გვიყვებოდა და სულ უფრო მეტ დროს ატარებდა მარტო.
But he wouldn’t tell us what was on his mind and spent more time by himself.
600044.
ველურ გარემოში | თავი 12
როგორც აღმოჩნდა, კრისის მბჟუტავი მრისხანება უკავშირდებოდა ორი ზაფხულით ადრე, ქვეყანაში მოგზაურობისას აღმოჩენილ ინფორმაციას.
Chris’s smoldering anger, it turns out, was fueled by a discovery he’d made two summers earlier, during his crosscountry wanderings.
600045.
ველურ გარემოში | თავი 12
როდესაც კალიფორნიაში ჩავიდა, ელ სეგუნდოს რაიონი მოინახულა, სადაც თავისი ცხოვრების პირველი ექვსი წელი გაატარა.
When he arrived in California, he’d visited the El Segundo neighborhood where he’d spent the first six years of his life.
600046.
ველურ გარემოში | თავი 12
ძველი მეგობრების იმ ოჯახებს შეეხმიანა, რომლებიც ისევ იქ ცხოვრობდნენ.
He called on a number of old family friends who still lived there.
600047.
ველურ გარემოში | თავი 12
დასმულ შეკითხვებზე პასუხებით კრისმა მამამისის წინა ქორწინებისა და გაყრის დეტალები გაარკვია, რის შესახებაც მისი მშობლები დუმდნენ.
From their answers to his queries, Chris pieced together the facts of his father’s previous marriage and subsequent divorce—facts to which he hadn’t been privy.
600048.
ველურ გარემოში | თავი 12
უოლტის განხეთქილება პირველ ცოლთან, მარშასთან, უღრუბლო და მეგობრული დაშორება არ ყოფილა.
Walt’s split from his first wife, Marcia, was not a clean or amicable parting.
600049.
ველურ გარემოში | თავი 12
ბილის შეყვარების, კრისის დაბადების შემდეგაც კარგა ხანს, უოლტი აგრძელებდა მარშასთან საიდუმლო ურთიერთობას, ორ ცოლს, ორ ოჯახს შორის იხლიჩებოდა.
Long after falling in love with Billie, long after she gave birth to Chris, Walt continued his relationship with Marcia in secret, dividing his time between two households, two families.
600050.
ველურ გარემოში | თავი 12
უკვე გამოაშკარავებული ტყუილების გადასაფარად ახალ ტყუილებს იშველიებდნენ.
Lies were told and then exposed, begetting more lies to explain away the initial deceptions.
600051.
ველურ გარემოში | თავი 12
კრისის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ უოლტს მარშასგან კიდევ ერთი შვილი გაუჩნდა – კუინ მაკ-კენდლესი.
Two years after Chris was born, Walt fathered another son—Quinn McCandless—with Marcia.
600052.
ველურ გარემოში | თავი 12
უოლტის ორმაგი ცხოვრების გამოაშკარავებამ ყველას ღრმა და მოუშუშებელი სულიერი ჭრილობა დაუტოვა.
When Walt’s double life came to light, the revelations inflicted deep wounds.
600053.
ველურ გარემოში | თავი 12
მოგვიანებით უოლტი, ბილი, კრისი და კარინი აღმოსავლეთ სანაპიროზე გადავიდნენ საცხოვრებლად.
Eventually, Walt, Billie, Chris, and Carine moved to the East Coast.
600054.
ველურ გარემოში | თავი 12
მარშასთან გაყრის გრძელი პროცესი, როგორც იქნა, დასრულდა, რის შემდეგაც უოლტმა და ბილიმ თავიანთი ქორწინების გაფორმება მოახერხეს.
The divorce from Marcia was at long last finalized, allowing Walt and Billie to legalize their marriage.
600055.
ველურ გარემოში | თავი 12
უსიამოვნებები დაივიწყეს, ცხოვრება გრძელდებოდა.
They all put the turmoil behind them as best they could and carried on with their lives.
600056.
ველურ გარემოში | თავი 12
მას შემდეგ ორი ათწლეული გავიდა.
Two decades went by.
600057.
ველურ გარემოში | თავი 12
ცხოვრებისეული სიბრძნე დაგროვდა.
Wisdom accrued.
600058.
ველურ გარემოში | თავი 12
წარსულში დარჩა შეცდომები, გულისტკენა, ეჭვიანობა.
The guilt and hurt and jealous fury receded into the distant past.
600059.
ველურ გარემოში | თავი 12
ქარიშხალი ჩაწყნარებული ჩანდა.
It appeared that the storm had been weathered.
600060.
ველურ გარემოში | თავი 12
და აი, 1986 წელს, კრისი ელ სეგუნდოში ძველი მეზობლების მონახულების დროს ამ ტკივილიანი ეპიზოდის შესახებ იგებს.
And then in 1986, Chris drove out to El Segundo, made the rounds of the old neighborhood, and learned about the episode in all its painful detail.