მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600061.
ველურ გარემოში | თავი 12
– კრისი იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც ყველაფერს თავის თავში გადახარშავს, – გვიზიარებს თავის დაკვირვებას კარინი.
- Chris was the sort of person who brooded about things, - Carine observes.
600062.
ველურ გარემოში | თავი 12
– რაიმე თუ არ მოეწონებოდა, ხმამაღლა არასოდეს იტყოდა.
- If something bothered him, he wouldn’t come right out and say it.
600063.
ველურ გარემოში | თავი 12
თავისთვის ინახავდა, არ ავიწყდებოდა, სულ უფრო და უფრო იზრდებოდა მისი უარყოფითი დამოკიდებულება და გრძნობები.
He’d keep it to himself, harboring his resentment, letting the bad feelings build and build.
600064.
ველურ გარემოში | თავი 12
ალბათ ასე მოხდა ელ სეგუნდოში გაგებულ ამბავთან დაკავშირებითაც.
That seems to be what happened following the discoveries he made in El Segundo.
600065.
ველურ გარემოში | თავი 12
ბავშვები ზოგჯერ თავიანთი მშობლების დაუნდობელი მოსამართლეები არიან და ეს განსაკუთრებით მიესადაგება კრისს.
Children can be harsh judges when it comes to their parents, disinclined to grant clemency, and this was especially true in Chris’s case.
600066.
ველურ გარემოში | თავი 12
ყმაწვილების უმრავლესობის დარად და უფრო მეტადაც, ის ყველაფერს შავ-თეთრად ხედავდა.
More even than most teens, he tended to see things in black and white.
600067.
ველურ გარემოში | თავი 12
საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს უმკაცრესი მორალური კოდექსიდან გამომდინარე აფასებდა.
He measured himself and those around him by an impossibly rigorous moral code.
600068.
ველურ გარემოში | თავი 12
უცნაურია, მაგრამ კრისის შეხედულებით, ყველას ერთნაირად მაღალი სტანდარტი არ მიესადაგებოდა.
Curiously, Chris didn’t hold everyone to the same exacting standards.
600069.
ველურ გარემოში | თავი 12
ერთ-ერთი ადამიანი, რომლითაც თავისი სიცოცხლის ბოლო ორი წელიწადი კრისი აღფრთოვანებული იყო, გამოუსწორებელი ლოთი და მექალთანე გახლდათ, რომელიც რეგულარულად სცემდა მეგობარ ქალებს.
One of the individuals he professed to admire greatly over the last two years of his life was a heavy drinker and incorrigible philanderer who regularly beat up his girlfriends.
600070.
ველურ გარემოში | თავი 12
კრისმა ამ ადამიანის ნამოქმედარის შესახებ ყველაფერი იცოდა, თუმცა პატიობდა.
Chris was well aware of this man’s faults yet managed to forgive them.
600071.
ველურ გარემოში | თავი 12
ასევე შეეძლო დაევიწყებინა ან არ შეემჩნია თავისი ლიტერატურული გმირების შეცდომები: ჯეკ ლონდონი რომ ლოთი იყო, ყველამ იცოდა.
He was also able to forgive, or overlook, the shortcomings of his literary heroes: Jack London was a notorious drunk.
600072.
ველურ გარემოში | თავი 12
ტოლსტოი, ცელიბატის სახელგანთქმული დამცველი, ახალგაზრდობაში სექსუალურ თავგადასავლებზე უარს არასოდეს ამბობდა, მერე კი სულ მცირე, ცამეტი შვილის მამა გახდა.
Tolstoy, despite his famous advocacy of celibacy, had been an enthusiastic sexual adventurer as young man and went on to father at least thirteen children.
600073.
ველურ გარემოში | თავი 12
ზოგიერთი მათგანი ჩასახული იყო იმავე დროს, როდესაც თავის ნაწარმოებებში მორალის მოყვარული გრაფი სიტყვით ამათრახებდა ეშმაკისეულად მონათლულ სექსს.
Some of whom were conceived at the same time the censorious count was thundering in print against the evils of sex.
600074.
ველურ გარემოში | თავი 12
ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, კრისი ხელოვანებსა და ახლო მეგობრებს აშკარად მათი საქმეებით აფასებდა, და არა პირადი ცხოვრებით, თუმცა სრულებით ვერ შეძლო მსგავსი გულმოწყალება გამოეჩინა საკუთარი მამის მიმართ.
Like many people, Chris apparently judged artists and close friends by their work, not their life, yet he was temperamentally incapable of extending such lenity to his father.
600075.
ველურ გარემოში | თავი 12
როდესაც უოლტ მაკ-კენდლესი ჩვეული სერიოზულობითა და მამობრივი მზრუნველობით ცდილობდა შეცდომაზე მიეთითებინა კრისის, კარინის ან მათი ნახევარ და-ძმებისთვის, კრისი გონებაში იხსენებდა წარსულში მამამისის ჩადენილს და მორალის მქადაგებელი ფარისევლის ტიტულით აჯილდოებდა.
Whenever Walt McCandless, in his stern fashion, would dispense a fatherly admonishment to Chris, Carine, or their half siblings, Chris would fixate on his father’s own less than sterling behavior many years earlier and silently denounce him as a sanctimonious hypocrite.
600076.
ველურ გარემოში | თავი 12
კრისი ყველაფერს დაწვრილებით აღნუსხავდა.
Chris kept careful score.
600077.
ველურ გარემოში | თავი 12
დროთა განმავლობაში მასში იმ მოცულობის მართებული უკმაყოფილების ტალღა დაგროვდა, რომ მას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა ამოეხეთქა.
And over time he worked himself into a choler of self-righteous indignation that was impossible to keep bottled up.
600078.
ველურ გარემოში | თავი 12
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრისმა უოლტის გაყრის დეტალები შეიტყო, ორი წელი დასჭირდა მისი მრისხანების ამოფრქვევას, ბოლოს ეს მაინც მოხდა.
After Chris unearthed the particulars of Walt’s divorce, two years passed before his anger began to leak to the surface, but leak it eventually did.
600079.
ველურ გარემოში | თავი 12
მან მამამისს ახალგაზრდობაში ჩადენილი შეცდომები ვერ აპატია, უფრო მეტად კი ის აცოფებდა, რომ ამ ყველაფერს მათ უმალავდნენ.
The boy could not pardon the mistakes his father had made as a young man, and he was even less willing to pardon the attempt at concealment.
600080.
ველურ გარემოში | თავი 12
მოგვიანებით კარინსა და დანარჩენებს განუცხადა, რომ უოლტისა და ბილის საქციელის გამო „მთელი მისი ბავშვობა ფიქციად იქცა“.
He later declared to Carine and others that the deception committed by Walt and Billie made his “entire childhood seem like a fiction.”