მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600081.
ველურ გარემოში | თავი 12
თუმცა მშობლებს არასოდეს დაჰპირისპირებია, საიდუმლოდ ინახავდა თავის პირქუშ ცოდნას და მრისხანებას მხოლოდ არაპირდაპირ, დუმილითა და საკუთარ თავში ჩაკეტვით გამოხატავდა.
But he did not confront his parents with what he knew, he chose instead to make a secret of his dark knowledge and express his rage obliquely, in silence and sullen withdrawal.
600082.
ველურ გარემოში | თავი 12
1988 წელს მშობლებისადმი კრისის დამოკიდებულების გამწვავებასთან ერთად გამძაფრდა მსოფლიოში არსებული უსამართლობისადმი მისი შეურიგებლობაც.
In 1988, as Chris’s resentment of his parents hardened, his sense of outrage over injustice in the world at large grew.
600083.
ველურ გარემოში | თავი 12
როგორც ბილი იხსენებს, იმ ზაფხულს „კრისი აგდებულად საუბრობდა მდიდრების შვილიკოებზე, რომლებიც ემორიში სწავლობდნენ“.
That summer, Billie remembers, “Chris started complaining about all the rich kids at Emory.”
600084.
ველურ გარემოში | თავი 12
სულ უფრო და უფრო ხშირად ირჩევდა დასამუშავებლად ისეთ მწვავე სოციალურ თემებს, როგორიცაა რასიზმი, შიმშილობა მსოფლიოში და სიმდიდრის არათანაბარი განაწილება.
More and more of the classes he took addressed such pressing social issues as racism and world hunger and inequities in the distribution of wealth.
600085.
ველურ გარემოში | თავი 12
თუმცა, ფულისა და შეუზღუდავი მხარჯველობისადმი მისი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, კრისი სრულებით არ იყო ლიბერალური შეხედულებების.
But despite his aversion to money and conspicuous consumption, Chris’s political leanings could not be described as liberal.
600086.
ველურ გარემოში | თავი 12
პირიქით, ის სიამოვნებით დასცინოდა დემოკრატიული პარტიის მოღვაწეებს და აღფრთოვანებას არ მალავდა რონალდ რეიგანისადმი.
Indeed, he delighted in ridiculing the policies of the Democratic Party and was a vocal admirer of Ronald Reagan.
600087.
ველურ გარემოში | თავი 12
ემორიში სწავლისას კოლეჯის რესპუბლიკელთა კლუბის დამფუძნებელიც კი გახდა.
At Emory he went so far as to co-found a College Republican Club.
600088.
ველურ გარემოში | თავი 12
კრისის უჩვეულო პოლიტიკურ პოზიციას, შესაძლოა, ყველაზე უკეთ გამოხატავს თოროს „სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში“ მითითებული წინადადება: „მთელი არსებით ვემხრობი გამონათქვამს – საუკეთესოა ის მთავრობა, რომელიც სულ ცოტათი მართავს“.
Chris’s seemingly anomalous political positions were perhaps best summed up by Thoreau’s declaration in “Civil Disobedience”: “I heartily accept the motto—‘That government is best which governs least.’”
600089.
ველურ გარემოში | თავი 12
უფრო ზუსტად მისი შეხედულებების ჩამოყალიბება შეუძლებელია.
Beyond that his views were not easily characterized.
600090.
ველურ გარემოში | თავი 12
„The Emory Wheel“-ის („ემორის შტურვალი“) რედაქტორის თანაშემწის სვეტისთვის მრავალი სტატია აქვს დაწერილი.
As assistant editorial page editor of The Emory Wheel, he authored scores of commentaries.
600091.
ველურ გარემოში | თავი 12
ხუთი წლის შემდეგ მათი წაკითხვისას ნათელი ხდება, როგორი ახალგაზრდა და ენთუზიაზმით სავსე იყო მაკ-კენდლესი.
In reading them half a decade later, one is reminded how young McCandless was, and how passionate.
600092.
ველურ გარემოში | თავი 12
მისი ბეჭდური სახით გამოქვეყნებული მოსაზრებები გამოირჩევა უკიდურესად სუბიექტური ლოგიკით და ამქვეყნად ლამის ყველა საკითხს ეხება.
The opinions he expressed in print, argued with idiosyncratic logic, were all over the map.
600093.
ველურ გარემოში | თავი 12
ის უმოწყალო პასკვილებს აქვეყნებდა ჯიმი კარტერსა და ჯო ბაიდენზე, გენერალური პროკურორის, ედვინ მიზის გადადგომას ითხოვდა, ამათრახებდა ბიბლიასა და ეკლესიას ამოფარებულ „ქრისტიანული სამართლის“ წევრ სამღვდელოებას, საბჭოთა საფრთხისადმი სიფხიზლეს ითხოვდა, იაპონელებს ზვიგენებზე ნადირობას საყვედურობდა და მოუწოდებდა, პრეზიდენტად ჯესი ჯექსონი აერჩიათ.
He lampooned Jimmy Carter and Joe Biden, called for the resignation of Attorney General Edwin Meese, lambasted Bible-thumpers of the Christian right, urged vigilance against the Soviet threat, castigated the Japanese for hunting whales, and defended Jesse Jackson as a viable presidential candidate.
600094.
ველურ გარემოში | თავი 12
მაკკენდლესისთვის დამახასიათებელი ტიპური განცხადებაა, მაგალითად, 1988 წლის 1 მარტის გამოშვების სარედაქციო სტატია – „1988 წლის მესამე თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, თუმცა შესაძლოა უახლეს ისტორიაში ის პოლიტიკურად ყველაზე კორუმპირებული და ბინძური წლის სახელით შევიდეს...“
In a typically immoderate declaration the lead sentence of McCandless’s editorial of March 1, 1988, reads, “We have now begun the third month of the year 1988, and already it is shaping up to be one of the most politically corrupt and scandalous years in modern history….”
600095.
ველურ გარემოში | თავი 12
კრის მორისი, გაზეთის რედაქტორი, მაკ-კენდლესს იხსენებს, როგორც მეტად „რთულ ადამიანს“.
Chris Morris, the editor of the paper, remembers McCandless as “intense.”
600096.
ველურ გარემოში | თავი 12
მომხრეების მცირერიცხოვანი წრე ამჩნევდა, რომ ყოველი თვის გასვლასთან ერთად მაკ-კენდლესის დაძაბულობა სულ უფრო იზრდებოდა.
To his dwindling number of confreres, McCandless appeared to grow more intense with each passing month.
600097.
ველურ გარემოში | თავი 12
1989 წლის გაზაფხულზე ლექციების დასრულებისთანავე კრისი თავისი „დაცუნით“ კიდევ ერთ ხანგრძლივ მოგზაურობაში გაემგზავრა.
As soon as classes ended in the spring of 1989, Chris took his Datsun on another prolonged, extemporaneous road trip.
600098.
ველურ გარემოში | თავი 12
– მთელი ზაფხულის განმავლობაში მისგან მხოლოდ ორი საფოსტო ბარათი მივიღეთ, – ამბობს უოლტი.
- We only got two cards from him the whole summer, - says Walt.
600099.
ველურ გარემოში | თავი 12
– პირველში ეწერა „გვატემალაში მივდივარ“.
- The first one said, ‘Headed for Guatemala.’
600100.
ველურ გარემოში | თავი 12
როცა ეს წავიკითხე მაშინვე გავიფიქრე, „ღმერთო ჩემო, ნამდვილად აჯანყებულებთან ერთად ბრძოლას აპირებს, დასახვრეტად კედელთან მიაყენებენ“.
When I read that I thought, ‘Oh, my God, he’s going down there to fight for the insurrectionists, they’re going to line him up in front of a wall and shoot him.’