მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600101.
ველურ გარემოში | თავი 12
მეორე ბარათი ზაფხულის ბოლოს მოვიდა და ეწერა: „ხვალ ფერბენკსიდან გამოვდივარ, ერთ-ორ კვირაში შევხვდებით“.
Then toward the end of the summer, the second card arrived, and all it said was ‘Leaving Fairbanks tomorrow, see you in a couple of weeks.’
600102.
ველურ გარემოში | თავი 12
როგორც აღმოჩნდა, გზაში ყოფნისას აზრი შეიცვალა და სამხრეთის ნაცვლად ჩრდილოეთით, ალასკისკენ წავიდა.
It turned out he’d changed his mind and instead of heading south had driven to Alaska.
600103.
ველურ გარემოში | თავი 12
ალასკის მტვრიან და დამღლელ ავტომაგისტრალზე ასვლა კრისის პირველი ვიზიტი იყო შორეულ ჩრდილოეთში.
The grinding, dusty haul up the Alaska Highway was Chris’s first visit to the Far North.
600104.
ველურ გარემოში | თავი 12
მოგზაურობა ცოტა ხანს გაგრძელდა – მოკლე დრო დაყო ფერბენკსში და უკან, სამხრეთისკენ გაბრუნდა, რათა ატლანტაში სწავლის დაწყებისთვის ჩასვლა მოესწრო.
It was an abbreviated trip—he spent a short time around Fairbanks, then hurried south to get back to Atlanta in time for the start of fall classes.
600105.
ველურ გარემოში | თავი 12
მაგრამ იმ მცირე ხანშიც კი გააოგნა გარემომცველი ბუნების სიდიადემ, მყინვარების ეფემერულმა ხედებმა, სუბარქტიკული ცის გამჭვირვალობამ.
But he had been smitten by the vastness of the land, by the ghostly hue of the glaciers, by the pellucid subarctic sky.
600106.
ველურ გარემოში | თავი 12
ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ იქ დაბრუნდებოდა.
There was never any question that he would return.
600107.
ველურ გარემოში | თავი 12
ემორიში სწავლის ბოლო წელს კრისი უნივერსიტეტის კამპუსის გარეთ ცხოვრობდა, სპარტულად მოწყობილ ოთახში, ლეიბი იატაკზე ეგო და ავეჯის ნაცვლად რძის ყუთებს იყენებდა.
During his senior year at Emory, Chris lived off campus in his bare, spartan room furnished with milk crates and a mattress on the floor.
600108.
ველურ გარემოში | თავი 12
მეგობრებს იშვიათად ხვდებოდა აუდიტორიის გარეთ.
Few of his friends ever saw him outside of classes.
600109.
ველურ გარემოში | თავი 12
ერთმა პროფესორმა ბიბლიოთეკის გასაღები მისცა და თავისუფალ დროს ლექციების შემდეგ სწორედ იქ ატარებდა.
A professor gave him a key for after-hours access to the library, where he spent much of his free time.
600110.
ველურ გარემოში | თავი 12
ენდი ჰოროვიცი, მისი კლასელი და მორბენალთა გუნდის წევრი, კრისს თაროებთან წააწყდა დილით ადრე, გამოსაშვები გამოცდის დაწყებამდე.
Andy Horowitz, his close high school friend and crosscountry teammate, bumped into Chris among the stacks early one morning just before graduation.
600111.
ველურ გარემოში | თავი 12
ენდი და კრისი ემორიში კურსელები იყვნენ, თუმცა ერთმანეთი უკვე ორი წელი არ ენახათ.
Although Horowitz and McCandless were classmates at Emory, it had been two years since they’d seen each other.
600112.
ველურ გარემოში | თავი 12
რამდენიმე წამს ისაუბრეს, თავს ორივე უხერხულად გრძნობდა, მერე კრისი ინდივიდუალური სამეცნიერო მუშაობისთვის განკუთვნილ კაბინაში შეიყუჟა.
They talked awkwardly for a few minutes, then McCandless disappeared into a carrel.
600113.
ველურ გარემოში | თავი 12
იმ წელს კრისი მშობლებს იშვიათად უკავშირდებოდა, ამას განსაკუთრებით ის აძნელებდა, რომ მას ტელეფონი არ ჰქონდა.
Chris seldom contacted his parents that year, and because he had no phone, they couldn’t easily contact him.
600114.
ველურ გარემოში | თავი 12
უოლტსა და ბილს ძალიან აღელვებდა შვილის გაუცხოება.
Walt and Billie grew increasingly worried about their son’s emotional distance.
600115.
ველურ გარემოში | თავი 12
კრისისადმი მიწერილ წერილში ბილი წუხდა: „სულ ჩამოშორდი იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვარხარ და შენზე ზრუნავენ."
In a letter to Chris, Billie implored, “You have completely dropped away from all who love and care about you."
600116.
ველურ გარემოში | თავი 12
რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, ვისთანაც უნდა იყო, შენი აზრით, ეს სამართლიანია?
Whatever it is—whoever you’re with—do you think this is right?
600117.
ველურ გარემოში | თავი 12
კრისმა წერილი მის პირად ცხოვრებაში ჩარევად ჩათვალა და კარინთან საუბარში „სულელური“ უწოდა.
Chris saw this as meddling and referred to the letter as “stupid” when he talked to Carine.
600118.
ველურ გარემოში | თავი 12
„რას ნიშნავს „ვისთანაც უნდა იყო“?
“What does she mean ‘whoever I’m with’?”
600119.
ველურ გარემოში | თავი 12
ეკითხებოდა კრისი თავის დას.
Chris railed at his sister.
600120.
ველურ გარემოში | თავი 12
„ჯანდაბა, სულ შეიშალა."
“She must be rucking nuts."