მოიძებნა 668044 ჩანაწერი
600161.
ველურ გარემოში | თავი 13
დროთა განმავლობაში გონებაში ისინი ერთმანეთთან გაიგივდა.
In time the two became one in my mind.
600162.
ველურ გარემოში | თავი 13
წარსულიდან გამოყოლილი გამაერთიანებელი ძალის წყალობით საკუთარ თავში ვგრძნობდი მგზნებარე და ჯიუტ წადილს – სამუდამოდ უკუმეგდო გონიერება; ყველა ის უსიამოვნება, რაც მას უკავშირდება, მხოლოდ ყველაზე სანუკვარ, პირდაპირ და საგულდაგულოდ ჩამოყალიბებულ სურვილებს დავმორჩილებოდი.
With the gathering force of an essential thing realizing itself out of early ground, I faced in myself a passionate and tenacious longing—to put away thought forever, and all the trouble it brings, all but the nearest desire, direct and searching.
600163.
ველურ გარემოში | თავი 13
ბილიკს უკანმოუხედავად დავდგომოდი.
To take the trail and not look back.
600164.
ველურ გარემოში | თავი 13
წავსულიყავი ფეხით, თოვლმავლებით ან მარხილებით, მევლო ზაფხულის მთებზე ან მათგან დარჩენილ გაყინულ ჩრდილებს შორის – გაჩაღებული ცეცხლი, თოვლში მარხილისგან დატოვებული კვალი უჩვენებს, საით წავედი.
Whether on foot, on showshoes or by sled, into the summer hills and their late freezing shadows—a high blaze, a runner track in the snow would show where I had gone.
600165.
ველურ გარემოში | თავი 13
თუ შეუძლიათ, დანარჩენებმა თავად მომნახონ.
Let the rest of mankind find me if it could.
600166.
ველურ გარემოში | თავი 13
ვირჯინიის სანაპიროზე, კარინ მაკ-კენდლესის სახლში, ბუხრის თაროზე, ჩარჩოში ჩასმული ორი სურათი დევს.
Two framed photographs occupy the mantel in Carine McCandless’s Virginia Beach home.
600167.
ველურ გარემოში | თავი 13
ერთზე გამოსახულია საშუალო სკოლის მოსწავლე კრისი, ხოლო მეორეზე ის შვიდი წლისაა, პაწაწინა კოსტიუმში გამოწყობილი გვერდზე მოქცეული ჰალსტუხით კარინის გვერდით დგას, რომელსაც ფურფუშებიანი კაბა აცვია და ახალთახალი სააღდგომო ქუდი ახურავს.
One of Chris as a junior in high school, the other of Chris as a seven-year-old in a pint-size suit and crooked tie, standing beside Carine, who is wearing a frilly dress and a new Easter hat.
600168.
ველურ გარემოში | თავი 13
– უცნაური ის არის, – ამბობს კარინი და სურათებს ყურადღებით დასცქერის, – რომ ეს სურათები ათი წლის ინტერვალითაა გადაღებული, თუმცა მისი სახის გამომეტყველება ორივეზე იდენტურია.
- What’s amazing, - says Carine as she studies these images of her brother, - is that even though the pictures were taken ten years apart, his expression is identical.
600169.
ველურ გარემოში | თავი 13
მართალს ამბობს.
She’s right.
600170.
ველურ გარემოში | თავი 13
სურათებზე კრისი ცერად, დაფიქრებული და ჯიუტი მზერით მისჩერებია კამერას, რომელმაც თითქოს რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრი შეაწყვეტინა და თავს აბეზრებს, დროს აკარგვინებს.
In both photos Chris stares at the lens with the same pensive, recalcitrant squint, as if he’d been interrupted in the middle of an important thought and was annoyed to be wasting his time in front of the camera.
600171.
ველურ გარემოში | თავი 13
მისი ამგვარი გამომეტყველება განსაკუთრებით თვალშისაცემი მეორე სურათზეა, იმიტომ რომ კარინი იღიმება.
His expression is most striking in the Easter photo because it contrasts so strongly with the exuberant grin Carine wears in the same frame.
600172.
ველურ გარემოში | თავი 13
– ეს არის ნამდვილი კრისი, – კარინი ალერსიანი ღიმილით თითით ეფერება სურათს.
- That’s Chris, - she says with an affectionate smile, brushing her fingertips across the surface of the image.
600173.
ველურ გარემოში | თავი 13
– უფრო ხშირად სწორედ ასე იყურებოდა.
- He’d get that look a lot.
600174.
ველურ გარემოში | თავი 13
მის ფეხებთან ბაკლი წევს, სწორედ ის შოტლანდიური ნაგაზი, რომელსაც კრისი ასე შეეჩვია.
Lying on the floor at Carine’s feet is Buckley, the Shetland sheepdog Chris had been so attached to.
600175.
ველურ გარემოში | თავი 13
ახლა ბაკლი ცამეტი წლისაა, დრუნჩი გაუჭაღარავდა და ართრიტით დატანჯული ძლივს დადის.
Now thirteen years old, he’s gone white in the muzzle and hobbles around with an arthritic limp.
600176.
ველურ გარემოში | თავი 13
მაგრამ როდესაც მაქსი, კარინის თვრამეტი თვის როტვეილერი მის ტერიტორიაზე იჭრება, პატარა ავადმყოფი ბაკლი დიდ დაუპატიჟებელ სტუმარს დაუფიქრებლად ხვდება ხმამაღალი ყეფით და კბენს, რის შემდეგაც 65-კილოგრამიანი ცხოველი უკანმოუხედავად გარბის.
When Max, Carine’s eighteen-monthold Rottweiler, intrudes on Buckley’s turf, however, the ailing little dog thinks nothing of confronting the much bigger animal with a loud bark and a flurry of well-placed nips, sending the 130-pound beast scurrying for safety.
600177.
ველურ გარემოში | თავი 13
– კრისს ძალიან უყვარდა ბაკლი, – ამბობს კარინი.
- Chris was crazy about Buck, - Carine says.
600178.
ველურ გარემოში | თავი 13
– იმ ზაფხულს, როდესაც გადაკარგვას აპირებდა, ბაკლის წაყვანაც უნდოდა.
- That summer he disappeared he’d wanted to take Buck with him.
600179.
ველურ გარემოში | თავი 13
ემორიში დიპლომების გადაცემის ცერემონიალის დასრულების შემდეგ დედას და მამას სთხოვა კიდეც, ბაკლი დაეთმოთ, მაგრამ უარი მიიღო, რადგან ბაკლის მანქანა დაეჯახა და გამოჯანმრთელება უჭირდა.
After he graduated from Emory, he asked Mom and Dad if he could come get Buck, but they said no, because Buckley had just been hit by a car and was still recovering.
600180.
ველურ გარემოში | თავი 13
ახლა, იმის შემდეგ რაც მოხდა, რასაკვირველია, ყველაფერს სხვაგვარად აფასებენ, მაგრამ ძაღლი მართლაც ძალიან ცუდად იყო.
Now, of course, they second-guess the decision, even though Buck was really badly hurt.