მოიძებნა 668060 ჩანაწერი
60061.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
სხვა რომ არაფერი, მარეხი და მისი ქმარი ერთი მიწაწყლისანი იყვნენ: უფრო ადვილად გაუგებდნენ და შეეწყობოდნენ ერთმანეთს.
Apart from anything else, Marekhi and her husband were compatriots: it was easier for them to adapt and get used to one another.
60062.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უხეირო ქუჩაში იყო, როცა მარეხი შეუყვარდა: შემთხვევით მოჰკრა თვალი და იმ დღის მერე მოსვენება დაეკარგა.
Ukheiro was in the street when he fell in love with Marekhi: he happened to set eyes on her and from that day he knew no rest.
60063.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ბანაკში რომ დაბრუნდა, მისმა მეგობრებმა ვეღარ იცნეს.
When he got back to camp, his friends didn’t recognize him.
60064.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
შეშინებულს ჰგავდა, თვალებს უაზროდ ატრიალებდა, თითქოს არ სჯეროდა, რომ დაეღწია განსაცდელისგან თავი.
He looked frightened, his eyes rolled senselessly as if he didn’t believe he had escaped from ordeal.
60065.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უხეიროს ბევრი ქალი ენახა, ქალები და ომი განუყრელად დაკავშირებოდა ერთმანეთს მის შეგნებაში.
Ukheiro had seen plenty of women, women and war were inextricably linked in his mind.
60066.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უნდოდათ თუ არ უნდოდათ, ყოველი ბრძოლისა თუ შეტაკების შემდეგ მათი ბანაკი ქალებით ივსებოდა.
Willing or not, women filled their camp after every battle or raid.
60067.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
საიდან ჩნდებოდნენ ეს ქალები, სად იმალებოდნენ იქამდე, უხეიროს ვერ გაეგო და მაინცდამაინც არც აინტერესებდა.
Where these women appeared from, where they had been hiding, Ukheiro couldn’t understand and wasn’t, in any case, interested.
60068.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ისინი მაშინ მოდიოდნენ, როცა უნდოდა რომ მოსულიყვნენ, როცა მათთვის ეცალა.
They came when he wanted them to come, when he had the time.
60069.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ბევრჯერ, ნამთვრალევს გაღვიძებია ლოგინში, ქალის გვერდით, ისიც ვერ გაუხსენებია, ერთად დაწოლილიყვნენ ან მერე თუ შემოეწვინათ მისთვის ქალი მეგობრებს ხუმრობით.
Many times he had woken up in bed drunk, with a woman by his side, unable to remember if they’d gone to bed together or whether his friends had later put her there as a joke.
60070.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მოკლედ, ქალებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა: მარტო ის იცოდა, რასაც სწავლა არ სჭირდებოდა.
In short, he didn’t know much about women: he knew only what he didn’t have to learn.
60071.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მაგრამ მარეხი სხვა იყო, არც ერთ ქალს არ ახსენებდა, არც ჩვეულებრივ სურვილს უღვიძებდა, თუმცა იმ დღის მერე რაც თვალი მოჰკრა, ყველაფერი არაჩვეულებრივად ეჩვენებოდა.
But Marekhi was different, she didn’t remind him of any woman, she didn’t arouse the usual desire, although ever since he first set eyes on her everything seemed unusual.
60072.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უხეირომ მოუხშირა იმ ქუჩაზე სიარულს და მალე დაადგინა, რომ ამ ქუჩის ბოლოს, ალისფრად შეღებილ სახლში მარეხი ცხოვრობდა.
Ukheiro started strolling in that street more often and soon established that Marekhi lived at the end of the street, in a house painted bright red.
60073.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ქუჩის თავში ტაძარი იდგა, სადაც მარეხი სალოცავად დადიოდა.
At the other end of the street there was a temple where Marekhi went to pray.
60074.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ასე რომ, ძნელი სადევნელი არ იყო.
So she wasn’t hard to pursue.
60075.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ეს პატარა გოგო ჯერჯერობით მხოლოდ სახლიდან ტაძრამდე და ისევ უკან დადიოდა.
The only walk the young girl took was from home to temple and back again.
60076.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
სხვა რომ ვერაფერი გაუბედა, ვერც ვერაფერი მოიფიქრა, ერთ მშვენიერ დღეს უხეირომ ტაძარში ვაშლი შეუგორა.
Not daring to do anything else, unable to think of anything, one fine day Ukheiro rolled an apple into the temple.
60077.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მარეხი მარტო ლოცულობდა.
Marekhi was praying alone.
60078.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მარეხმა ვაშლი მაშინვე შეამჩნია და აიღო კიდეც.
Marekhi spotted the apple straight away and picked it up.
60079.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ვაშლზე კი დანის წვერით წარწერა იყო ამოჩორკნილი.
The apple had something carved into it with a knife.
60080.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ვინაიდან წარწერა ძნელად იკითხებოდა, მარეხმა ძალაუნებურად ხმამაღლა და მარცვალ-მარცვალ ამოიკითხა იგი.
As the inscription was hard to read, Marekhi was forced to read it out loud and syllable by syllable.