მოიძებნა 668060 ჩანაწერი
60101.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
თითებს აწვალებდა, არაფრის თხოვნას არ აპირებდა.
He fidgeted with his fingers, not intending to ask for anything.
60102.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
„ორივე ერთნაირად გაუშტერებია სიყვარულის ღვთაებასო!“ - გაიფიქრა მარეხის მამამ. ხმ
"The goddess of love has driven both of them equally mad!" - Marekhi’s father thought.
60103.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ერთ-ერთი ჩვენებური ხარ, კარგი ვაჟკაციც ჩანხარ, ასე რომ რაც გინდა მთხოვეო.
You’re one of us, you seem to be a good man, so ask me for whatever you want.
60104.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უხეირო შეკრთა, თვალები ფართოდ დააჭყიტა და კარგა ხანს უყურა სანატრელ სასიმამროს.
Ukheiro was startled, his eyes opened wide and he stared at his prospective father-in-law for some time.
60105.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მერე ერთი ჩაახველა, მღელვარებისაგან ამოხორგილი ყელი ჩაიწმინდა, ბეჭებში გაიშალა და უთხრა: ნება მომეცი შენს სიძეებს დავეჭიდოო.
Then he coughed, cleared his throat which was blocked by emotion, straightened his shoulders and said: Let me wrestle your sons-in-law.
60106.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ეს ამბავი უკვე ამოექარგა უხეიროს აფრისხელა ტილოზე და როცა ერთხელ კიდევ გადაიკითხავდა ხოლმე, თვითონვე ეღიმებოდა ამ სულელურ თხოვნაზე.
Ukheiro had by now embroidered this story on his sail-sized canvas, and whenever he re-read it, he smiled at this stupid request.
60107.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
საბედნიეროდ, მარეხის მამამ ყური არ ათხოვა უხეიროს სათხოვარს: მისმა პასუხმა აყლაყუდა მეომარს ბედნიერებისა და მოულოდნელობისაგან თავზარი დაეცა.
Fortunately, Marekhi’s father didn’t listen to Ukheiro’s request: his reply struck the beanpole warrior dumb with happiness and surprise.
60108.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მე ყველაფერი ვიცი, - თქვა მარეხის მამამ.
I know everything, - said Marekhi’s father.
60109.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
შენც ბავშვი აღარა ხარ, აქამდეც უნდა მოსულიყავი და ამ საქმისთვის აქამდე უნდა მოგება თავი.
You’re not a child any more; you should have come earlier and sorted out this business before.
60110.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ჩვენ ხალხს არა ვჭამთო.
We’re not cannibals.
60111.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ქორწილში უხეირო გაბღენძილი იჯდა.
Ukheiro sat radiant at the wedding.
60112.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ვერცხლისა და ოქროს თასებს მუჭში ჭმუჭნიდა და გულიანად ხარხარებდა.
He squashed gold and silver chalices in his fist and he guffawed heartily.
60113.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მარეხი, სირცხვილისაგან ალეწილი, სახეს ხელებში მალავდა.
Marekhi, red with embarrassment, hid her face in her hands.
60114.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ეს ჩვეულება ქორწილის დღეს დასჩემდა და სიკვდილის დღემდე გაჰყვა.
This was a habit she acquired on her wedding day and kept until the day she died.
60115.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
საკმარისი იყო, ვინმეს უხეირო ეხსენებინა მისთვის, მაშინვე სახეზე აიფარებდა ხელებს.
Someone had only to mention Ukheiro for her to cover her face with her hands.
60116.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
რატომ იქცეოდა ასე, ძნელი ასახსნელია.
It is hard to explain why she did this.
60117.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მარეხს თავისი უცნაური ქმარი მთელი სულითა და გულით უყვარდა.
Marekhi loved her strange husband heart and soul.
60118.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ერთხელ, როცა უხეირო მორიგ ლაშქრობაში ბრძანდებოდა და მარეხი მოსალოგინებელი გახლდათ, თავს გამოუტყდა, „უხეირო იქამდეც მიყვარდა, სანამ ვაშლს შემომიგორებდა ტაძარშიო“.
Once, when Ukheiro was on another campaign and Marekhi was about to give birth, she admitted to herself, "I loved Ukheiro even before he rolled an apple at me in the temple".
60119.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
როგორც კი მარტო დარჩებოდა,როცა თვალებს დახუჭავდა, მარეხი მაშინვე მკვდარ უხეიროს ხედავდა.
As soon as she was alone, when she shut her eyes, Marekhi could see Ukheiro dead.
60120.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
სიმწრის ოფლი დაასხამდა და ცდილობდა, სხვა რამეზე ეფიქრა, თუმცა რაზედაც არ უნდა ეფიქრა, ყოველთვის ამოუტივტივდებოდა ხოლმე უხეიროს სახე.
She broke into a cold sweat and tried to think of something else, although whatever she thought of always brought up Ukheiro’s face.