მოიძებნა 668060 ჩანაწერი
60161.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ახლა მას უფრო მეტი დრო ჰქონდა საფიქრელად.
Now he had more time to think.
60162.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ფიქრი, ფრთხილი ქალივით, მარტო არასოდეს მოდიოდა, თან ყოველთვის სევდასა და სინანულს მოიყოლებდა.
Thought, like a prudent woman, never visited anywhere alone, always took sadness and regret with it.
60163.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
სევდა და სინანული გრძნობებს უარესად უმძაფრებდნენ და უფაქიზებდნენ.
Sadness and regret made his feelings even sharper and refined them.
60164.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ამიტომ მისთვის გონებისმიერი სინამდვილე კი არ იყო მთავარი, არამედ გრძნობებისმიერი.
So sentiments, rather than rational reality were most important for him.
60165.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ამ სიბნელეში ღრმად თავჩარგულს, ტირილიც ბუნებრივად ეჩვენებოდა.
Diving deep into this darkness, he naturally found weeping natural.
60166.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ყველას ერთნაირი სიკვდილი აერთიანებდა და ყველა ერთნაირად ეცოდებოდა.
They were all united by identical deaths and he was equally sorry for all of them.
60167.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უხეიროს უტყუარ შუბს ზოგი უფრო ადრე, ხოლო ზოგი უფრო გვიან განეგმირა.
Ukheiro’s infallible javelin had speared some earlier, others later.
60168.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
უხეირო ახლაც მათ სამყაროში ცხოვრობდა და არც აპირებდა იქიდან გამობრუნებას, რადგან გამოსაბრუნებელი გზა სამუდამოდ დავიწყებოდა.
Now Ukheiro was living in their world and didn’t intend to come back from it, because he had permanently forgotten the way back.
60169.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ერთადერთი, რაც უხეიროს ყოველდღიურ სინამდვილესთან აბრუნებდა, ფერადი ძაფები იყო.
The only thing that brought Ukheiro back to everyday reality were the coloured threads.
60170.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
როგორც კი ძაფი შემოაკლდებოდა, ისეთ ჭექა-ქუხილს ასტეხდა, რომ ნებისმიერი, რომელიც მათი სახლის წინ შემთხვევით ჩაივლიდა, ცას ახედავდა ხოლმე.
Whenever he ran short of a thread, he would raise such a thunderous uproar that anyone who happened to be passing in front of his house would look up at the sky.
60171.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
შინაურები კი ფაცაფუცით დარბოდნენ და ვაი მათი ბრალი, თუ დროზე არ გააჩენდნენ ძაფს.
His domestics would come running in flustered, and woe to them if they didn’t provide the thread in time.
60172.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
საწოლზე წამომჯდარ, თვალებგადმოკარკლულ უხეიროს თავზევით შემართულ ხელში თავისი უტყუარი შუბი ეჭირა.
Sitting up in bed, his eyes popping, Ukheiro would hold above his head his infallible javelin.
60173.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
რამდენჯერმე რომ განმეორდა ამგვარი აყალმაყალი, მამის ძაფებით მომარაგება პოპინამ დაივალა.
After a number of such incidents, Popina took it upon herself to ensure her father was supplied with thread.
60174.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ბავშვურმა ალღომ უკარნახა, რომ მხოლოდ ამ ფერადი ძაფის მეშვეობით შეძლებდა მამის სამყაროში შეღწევას.
Her child’s intuition told her that coloured threads were her only means of getting into her father’s world.
60175.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
და ეს მისი ოცნება იყო.
And that was what she dreamed of.
60176.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ყველაფერი რაც იცოდა იყო, რომ კაცი, რომლისაც ხალხს ისე ეშინოდა, რომ სახლში თითის წვერებზე დადიოდნან, რომელიც მთელი დღეებს გასათხოვარი ქალივით ატარებდა, ქარგვის გარდა არაფერს აკეთებდა, მამამისი იყო.
All she knew was that the man whom people were so afraid of that they tip-toed in the house, who spent whole days like a girl waiting for a bridegroom, doing nothing but embroidery, was her father.
60177.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მისი ბავშვური ბუნება მშობლის სუნსა და სითბოს მოითხოვდა.
Her child’s nature needed the smell and warmth of a parent.
60178.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
ბევრჯერ უტირია დედამკვდარ პოპინას, რამდენჯერ უგრძვნია წუხილი და უნატრია, რომ ნეტავ მეც მკვდარი ვიყოო.
Many times had the motherless Popina wept, many times she felt anguish and wished that she were dead.
60179.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
დედის სიკვდილის შემდეგ პოპინას ერთი შიში დასჩემდა: ეჩვენებოდა, რომ სწორად არ იზრდებოდა, ვითომ მკლავები უფრო მოკლე ჰქონდა, ვიდრე უნდა ჰქონოდა.
After her mother’s death Popina was constantly afraid: she felt that she was not growing up properly, that her arms were shorter than they should be.
60180.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი I
მკერდი კი უფრო ბრტყელი ჰქონდა, ვიდრე მის ტოლ გოგოებს, რომლებიც ყველაფრით ქალებს დამსგავსებოდნენ.
She had a flatter chest than other girls her age, who were in every way like women.