მოიძებნა 668044 ჩანაწერი
604081.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ყოველდღიური შესყიდვის დროს მყიდველები ხშირად იღებენ გადაწყვეტილებებს ან, სულ ცოტა, ამტკიცებენ.
In routine buying, the buyers are often the deciders, or at least the approvers.
604082.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ინფორმაციის გამანაწილებლები: ისინი აკონტროლებენ ინფორმაციის დინებას სხვებისათვის.
Gatekeepers control the flow of information to others.
604083.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, შესყიდვის აგენტებს ხშირად აქვთ უფლება, გაყიდვების მუშაკებს თავიდან ააცილონ მომხმარებლებთან ან გადაწყვეტილების მიმღებებთან შეხვედრა.
For example, purchasing agents often have authority to prevent salespersons from seeing users or deciders.
604084.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
სხვა ინფორმაციის გამანაწილებლები მოიცავენ ტექნიკურ პერსონალს და ზოგჯერ პირად მდივნებსაც კი.
Other gatekeepers include technical personnel and even personal secretaries.
604085.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
შესყიდვის ცენტრი არ არის ოფიციალურად და ფიქსირებულად შერჩეული ერთეული შემსყიდველ ორგანიზაციაში.
The buying center is not a fixed and formally identified unit within the buying organization.
604086.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
იგი ყიდვის ფუნქციების მთელი წყებაა, რომელსაც სხვადასხვა ადამიანი ასრულებს შესყიდვის დროს.
It is a set of buying roles assumed by different people for different purchases.
604087.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ორგანიზაციის შიგნით შესყიდვის ცენტრის ზომა და წყობა განსხვავებულია პროდუქტისა და სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით.
Within the organization, the size and makeup of the buying center will vary for different products and for different buying situations.
604088.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, რუტინული შესყიდვების დროს ერთ ადამიანს, მაგალითად, შესყიდვების აგენტს, შეუძლია თავის თავზე აიღოს ცენტრის ყველა ფუნქცია და ერთადერთ ადამიანად მოგვევლინოს, რომელიც ჩართულია ყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
For some routine purchases, one person—say, a purchasing agent—may assume all the buying center roles and serve as the only person involved in the buying decision.
604089.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
უფრო რთული და კომპლექსური შესყიდვების შემთხვევაში, შე სყიდვის ცენტრი შესაძლოა მოიცავდეს 20-30 ადამიანს ორგანიზაციის სხვადასხვა დონიდან და გან ყოფილებიდან.
For more complex purchases, the buying center may include 20 or 30 people from different levels and departments in the organization.
604090.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
შესყიდვის ცენტრის ცნება ძირითადი მარკეტინგული გამოწვევაა.
The buying center concept presents a major marketing challenge.
604091.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბიზნესმარკეტოლოგმა უნდა იცოდეს, ვინ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაზე აქვს გავლენა და შეფასების რა კრიტერიუმს იყენებს გადაწყვეტილების მიმღები თითოეული მონაწილე.
The business marketer must learn who participates in the decision, each participant’s relative influence, and what evaluation criteria each decision participant uses.
604092.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ეს შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.
This can be difficult.
604093.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, სამედიცინო პროდუქტებისა და მომსახურების ჯგუფი კარდინალ ჰელსი (Cardinal Health) საავადმყოფოებისათვის ერთჯერადი ქირურგიულ მოსაცმელებს ყიდის.
For instance, the medical products and services group of Cardinal Health sells disposable surgical gowns to hospitals.
604094.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
თითოეული მონაწილე სხვადასხვა როლს თამაშობს.
Each participant plays a different role.
604095.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ვიცე-პრეზიდენტი შესყიდვების დარგში აანალიზებს სიტუაციას და ადგენს, რამდენად ესაჭიროება საავადმყოფოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი ქირურგიული მოსაცმელები.
The vice president of purchasing analyzes whether the hospital should buy disposable gowns or reusable gowns.
604096.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
თუ აღმოჩნდება, რომ საჭიროა ერთჯერადი მოსაცმელები, საოპერაციოს - ადმინისტრატორი გადაწყვეტილებას ფასების შედარების საფუძველზე იღებს.
If analysis favors disposable gowns, then the operating room administrator compares competing products and prices and makes a choice.
604097.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ადმინისტრატორი ითვალისწინებს მოსაცმელების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა შეწოვის უნარი, ანტისეპტიკურობა, დიზაინი და ფასი. შემდეგ კი, როგორც წესი, ყიდულობს იმ ბრენდს, რომელიც ამ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და თან დაბალფასიანია.
This administrator considers the gowns’ absorbency, antiseptic quality, design, and cost and normally buys the brand that meets the requirements at the lowest cost.
604098.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
ბოლოს კი შესყიდვის პროცესში თვით ქირურგები ერთვებიან საკუთარი შეფასებით – რამდენად მოეწონათ ან არ მოეწონათ პროდუქცია.
Finally, surgeons affect the decision later by reporting their satisfaction or dissatisfaction with the purchased brand.
604099.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
შესყიდვის ცენტრი, როგორც წესი, მოიცავს რამდენიმე ისეთ მონაწილეს, რომელიც ოფიციალურად არის ჩართული ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში.
The buying center usually includes some obvious participants who are involved formally in the buying decision.
604100.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 6. ბიზნესბაზრები და ბიზნესმყიდველის ქცევა
მაგალითად, კორპორაციული რეაქტიული თვითმფრინავის შესყიდვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთვებიან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მთავარი მფრინავი, შესყიდვების აგენტი, იურიდიულ-სამართლებრივი დეპარტამენტის მუშაკები, უმაღლესი მენეჯმენტის წევრები და სხვები. მათ ოფიციალურად აქვთ დავალებული შესყიდვების დროს გადაწყვეტილების მიღება.
For example, the decision to buy a corporate jet will probably involve the company’s CEO, the chief pilot, a purchasing agent, some legal staff, a member of top management, and others formally charged with the buying decision.