მოიძებნა 668060 ჩანაწერი
60921.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მაგრამ ჯერ არ გახსნოდა სმენა იმ სხვის გასაგებად.
But his hearing was not yet able to grasp this something else.
60922.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფრჩხილებით, ჩხირით გამოიჩიჩქნიდა სმენის დახშულ კარიბჭეს, კარიბჭეს კი არა, თაგვის თავშესაფარივით პატარა ხვრელს.
He would have used his fingernails or a twig to open his hearing's blocked gates — more a mouse's bolt-hole, than gates.
60923.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მის არსებაში თავზარდამცემი, ყველაფრის დამაქცევარი საშინელება შემოიჭრებოდა.
A terrifying, overwhelming fearful thing would break into his soul.
60924.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ეს რომ ასე მოხდებოდა, ეჭვი არ ეპარებოდა.
He had no doubt that this would happen.
60925.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მაგრამ მაინც უნდოდა გაეგო, რა ერქვა ამ საშინელებას, როგორ გამოიყურებოდა, რატომ არსებობდა საერთოდ და, თუ არსებობდა, რაღა მაინცდამაინც ის ამოერჩია.
But he still wanted to understand the name of this fearful thing, what it looked like, why it even existed and, if it did exist, why it was attacking him.
60926.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ღამეები გაგრძელდა, გაიწელა.
The nights grew longer and dragged out.
60927.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ოთახი ჩვენებებით გაივსო.
His room filled with spectres.
60928.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფარნაოზს ინო უყვარდა.
Parnaoz loved Ino.
60929.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
უყვარდა და არ იცოდა, ვერ მიმხვდარიყო.
He loved her and did not, could not know it.
60930.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
„დედა რომ მოვკალი, იმიტომ ვიტანჯებიო“, - ფიქრობდა ფარნაოზი.
"I'm suffering because I killed my mother", Parnaoz thought.
60931.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ტანჯვით კი ნამდვილად იტანჯებოდა, დიდი კაცივით.
He was really suffering like a grown-up.
60932.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ტანჯვა ზრდიდა, უხეშად და ნაადრევად.
The suffering was increasing, roughly and prematurely.
60933.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
„არ მინდა, ნუ გამაჩენო“, - ევედრებოდა სიზმარში დედას.
"I don't want to be born, don't give birth to me", he pleaded in his dreams with his mother.
60934.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
დედა კი ინოსავით იღიმებოდა, თვალები ეჭუტებოდა და პატარა ფოსოები უჩნდებოდა ლოყებზე.
But his mother smiled like Ino, shut her eyes and dimples appeared on her cheeks.
60935.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
„არა, არა, არა!“ - ყვირილით იღვიძებდა, იბადებოდა ფარნაოზი.
"No, no, no", Parnaoz would wake up yelling as he was being born.
60936.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მაგრამ სიზმრისაგან გამორკვეულს აღარ ახსოვდა, ვის მიმართავდა, რაზე ამბობდა უარს.
But when he came to from his dream he no longer remembered whom he was yelling at and what he was saying no to.
60937.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ოფლი უცებ აშრებოდა, გრძნობდა, როგორ ეთოშებოდა ხელ-ფეხი.
The sweat dried quickly, he could feel his legs getting numb with cold.
60938.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მაგრამ ბალიშზე თავის დადებისაც ეშინოდა, თითქოს იმ ბალიშიდან გამოდიოდნენ ჩვენებები.
But he was afraid to lay his head on the pillow, as if the pillow were the source of his hallucinations.
60939.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
იჯდა და კბილს კბილზე აცემინებდა.
He sat there, his teeth chattering.
60940.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა, როდის ნახავდა ინოს და ყველაფერს მოუყვებოდა.
He waited impatiently for daybreak, when he would see Ino and tell her everything.