მოიძებნა 668060 ჩანაწერი
60961.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფარნაოზი გაოცებული შესცქეროდა, გული ბაგაბუგით უცემდა, ძალიან უნდოდა, დაჭრილი წოლილიყო აქ, ვაშლის ყვავილით გადაპენტილ სილაზე, რათა ინოს მისი სისხლი დაენახა.
Amazed, Parnaoz watched, his heart pounding, desperately wanting to fall wounded on the spot, on the sand that was strewn with apple blossom, so that Ino would see his blood.
60962.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
არა, უბრძოლველად არავინ დაანებებდა ინოს.
No, nobody would let him have Ino without a fight.
60963.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
აქამდისაც იმიტომ ეთხოვებინათ, სხვების თვალში არაფერს რომ არ ნიშნავდა ეს დრო, არ ითვლებოდა, ყვავილის სუნი ასდიოდა და არა სისხლისა.
The reason she hadn't been married off was that this time in others' eyes was unimportant, it didn't count: she wafted a smell of flowers, not blood.
60964.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მთავარი მერე დაიწყებოდა, როცა ორივეს დაკარგული თხებივით გამოლალავდნენ დარიაჩანგის ბაღიდან; როცა სხვებიც დაინახავდნენ ინოს.
The important part would begin when they were driven, like stray goats, out of Dariachangi's garden: when others saw Ino.
60965.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
განა თვითონ იცოდა, ვისზე ბრაზდებოდა, ვინ უპირებდა ინოს წართმევას?
Could he know whom he was angry with, who planned to take Ino away from him?
60966.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ინო მასთან იყო, მის გვერდით იხრუკებოდა მზეზე, მასთან ერთად ყურყუმალაობდა ზღვაში, სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისკენ გამორბოდა.
Ino was with him, sunning herself next to him, splashing about in the sea with him, running up to wherever he was.
60967.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ის კი ვიღაცაზე ბრაზობდა, ათას რამეს სწამებდა, ათას რამეში ამხელდა ვიღაცას, რომელიც სინამდვილეში, ალბათ, არც კი არსებობდა.
But he was resenting somebody, denouncing and accusing that person of all sorts of things, a person who probably didn't even exist.
60968.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფარნაოზს იმ დათვივით მოსდიოდა, ტყეს რომ გაბუტვოდა, ტყემ კი ამ ამბისა არაფერი იცოდა.
Parnaoz was like a bear sulking with the woods, while the woods stay quite unaware.
60969.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფარნაოზი დაშინებული ძაღლივით ბუჩქებს უყეფდა.
Parnaoz was barking at bushes, like a frightened dog.
60970.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
თავგზას უბნევდა ერთდროული შემოტევა ასაკისა, სიყვარულისა და ავი წინათგრძნობისა.
He was disoriented by the simultaneous pressure of his age and of love and premonitions.
60971.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ახლა უთენია გამორბოდა შინიდან, მთელი ღამის უძინარს ისეთი სახე ედო, იმასაც ვერ ეკითხებოდნენ, სად მიდიხარო.
Now he ran out of the house at daybreak, his face showing he had not slept all night; nobody dared ask him where he was off to.
60972.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
პოპინას კი სხვა შიში კლავდა.
Popina suffered other fears.
60973.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
დარწმუნებული იყო, ფარნაოზმა ყველაფერი იცოდა, ყველაფერს ხვდებოდა და ამიტომაც გაურბოდა, გული აღარ უჩერდებოდა შინ, არ შეეძლო შერიგებოდა დის შერცხვენას.
She was sure that Parnaoz knew and understood everything, and ran away from her because he no longer liked being at home, he couldn't come to terms with his sister's dishonour.
60974.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მაგრამ პატარა იყო და ჯერ ვერც დის შემრცხვენელს მოსთხოვდა პასუხს და ვერც დას დაითრევდა თმით.
But he was too young to call the person who had dishonoured his sister to account, nor could he drag his sister by the hair.
60975.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ასე ფიქრობდა პოპინა და მადლობელი იყო უმცროსი ძმისა, აქამდე რომ ზოგავდა, თვალს არიდებდა, არაფერს ეკითხებოდა და გულში იკლავდა ჯავრს.
Those were Popina's thoughts and she was grateful to her younger brother for sparing her so far, for averting his gaze, asking no questions and keeping his anger to himself.
60976.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ვეღარც პოპინას გაესწორებინა ძმისთვის თვალი.
Popina could no longer look him in the eye.
60977.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
რცხვენოდა და შეიძლება ყველაზე უფრო სწორედ უმცროსი ძმისა რცხვენოდა, გაზრდა რომ არ აცალა და აიძულა უსიტყვოდ ჩაეყლაპა შეურაცხყოფა.
She was ashamed, and most of all because of her younger brother, because she hadn't spared the time to bring him up and had forced him to swallow this humiliation without a word.
60978.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
საკუთარი უბედურებით გაოგნებული, გაწბილებული, სახტად დარჩენილი პოპინა უაზროდ დაბორიალობდა ოთახებში.
Stunned, dismayed, aghast at her own misfortune, Popina paced the room aimlessly.
60979.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
საქმეს გულს ვეღარ უდებდა და სიკვდილივით ელოდებოდა იმ დღეს, როცა უნდა გაემხილა ის, რის დამალვასაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა.
Unable to get down to anything and waiting, as if for death, for the day when she would have to reveal what there would be no point hiding.
60980.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
პოპინა ცდებოდა.
Popina was wrong.