მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61141.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფარნაოზმა ტომარა დააგდო და გულაღმა გაიშოტა.
Parnaoz threw down the sack and sprawled on his back.
61142.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ინომაც მაშინვე მიბაძა მეგობარს და ისიც დაეტია იმ ერთი ხელის დადება მოლზე.
Ino quickly followed suit, and they both lay down on the narrow strip of grass.
61143.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
სული რომ ჩაიბრუნეს, მღვიმემ დააინტერესათ.
When they got their breath back, they took an interest in the cave.
61144.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
„შევიხედოთ მაინცო“ - თქვა ფარნაოზმა და ხვრელში შეჰყო თავი, მაგრამ გულგახეთქილი უკანვე გადმოვარდა.
"Let's take a look, at least", said Parnaoz, sticking his head through the opening, before jumping back in fright.
61145.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მღვიმის სული ფართხაფურთხით გამოიჭრა გარეთ.
The spirit of the cave rushed out with a great flapping of wings.
61146.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ვერც ერთმა ვერ შეასწრო თვალი, მხოლოდ ფრთების შხუილი გაიგეს და შავმა და ალისფერმა ხაზებმა გაიელვეს ჰაერში.
It was too quick for their eyes: they just heard a whoosh of wings, and black and red lines flashed in the air.
61147.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ეტყობა, მღვიმე რომელიღაც ფრინველის თავშესაფარი იყო.
Clearly, the cave sheltered some sort of birds.
61148.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მაგრამ ახლა, არანაკლებ გულგახეთქილს, უნდა მიეტოვებინა იგი და მასზე დიდი ცხოველებისთვის დაეთმო.
But these had been forced out, no less frightened, yielding the cave to bigger creatures.
61149.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მღვიმე შიგნიდან საკმაოდ მოზრდილი და ჭერმაღალი აღმოჩნდა.
Inside, the cave turned out to be quite extensive and high.
61150.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფარნაოზი თითის წვერებზე აიწია, ხელიც ასწია, მაგრამ ჭერს მაინც ვერ მისწვდა.
Parnaoz stood on tip-toe and lifted his arm, but still couldn't reach the roof.
61151.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ინოსაც მოეწონა მღვიმე.
Ino liked the cave.
61152.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
-აქ მეც სიამოვნებით ვიცხოვრებდიო - თქვა ინომ.
"I'd love to live here", Ino said.
61153.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ბევრი აღარ უფიქრიათ, მაშინვე მღვიმის გამოსუფთავებას შეუდგნენ, თითქოს წინასწარვე დათქმული ჰქონდათ, აქ დაედოთ ბინა.
Without further ado they started cleaning out the cave, as if they had already decided to lodge here.
61154.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ავაზაკი არც კი გახსენებიათ.
They didn't even mention the outlaw.
61155.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ჯერ ქვა-ღორღი გამოზიდეს, იატაკი, ასე თუ ისე, მოასწორეს.
First they took out the stones and boulders and roughly levelled the floor.
61156.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მერე ჯაგის ტოტები დაამტვრიეს და გამოგავეს, მაგრამ მღვმიეში ისეთი მტვერი დადგა, ხველებხველებით გამოცვივდნენ გარეთ.
Then they made brooms out of broken branches and swept it clean, but there was so much dust in the cave that they rushed outside coughing.
61157.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ისევ მდელოზე დაეყარნენ და დიდხანს უყურებდნენ, როგორ გამოდიოდა მღვიმის ხვრელიდან წითელი მტვერი, ზანტად, ბოლქვა-ბოლქვა, რომელიღაც ზღაპრულ ურჩხულივით.
They lay on the green grass, watching for a long time clouds of red dust lazily coming out of the narrow entrance like some fabulous dragon.
61158.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
თითქოს ისიც უბრძოლველად უთმობდა მომხვდურებს თავის ბუნაგს, სადაც, ვინ იცის, რამდენი საუკუნე ეცხოვრა მშვიდად და უდრტვინველად.
It seemed to have ceded its lair to newcomers without a battle, a lair which it might have been quietly living in, undisturbed for centuries.
61159.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მღვიმე უკვე მათი საკუთრება იყო, მათი პირველი განზრახვისა და სითამამის თავშესაფარი.
Now the cave was their property, a refuge for their first bold plans.
61160.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
დღემ ისე გაირბინა, ვერც კი გაიგეს.
The first day passed so quickly that they didn't notice.