მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61201.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
„ნიადაგი მზად ყოფილა, ახლა საქმე ბარზეაო“, - ოხუნჯობდნენ ვანელები.
"The ground is ready, all we need is the spade", joked the people of Vani.
61202.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფარნაოზი თავჩაღუნული მოდიოდა, არაფერზე არ ფიქრობდა. არც ინო ახსოვდა.
Parnaoz walked with his head bowed, not thinking of anything, not even of Ino.
61203.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ერთხელაც არ მოუხედავს, ისიც მოჰყავთ თუ არაო.
He didn't even look once to see if she was being brought in too.
61204.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ეგ იყო, რომ თავი უსაშველოდ გაზრდოდა და უბზუოდა, უბზუოდა და უბზუოდა.
He felt his head was swelling and buzzing unstoppably, buzzing and buzzing.
61205.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
დამარცხებას დაებრძენებინა.
Defeat had made him wiser.
61206.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ცდილობდა, არ წაებორძიკა, არ წაქცეულიყო, არ გაბრაზებულიყო და ბოლომდე ჩაეთავებინა ქუჩა, რათა ყველას შეძლებოდა დამტკბარიყო მისი ცქერით.
He tried not to stumble or fall down, to keep his temper and reach the end of the street, for anybody might find it amusing to watch him.
61207.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
დამარცხებაც ეს იყო, ამას ნიშნავდა: თავჩაღუნულს უნდა ჩაევლო ახარხარებული ხალხის წინ.
Being defeated meant he had to walk with his head bowed, past people laughing loudly.
61208.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ინო დედა-დებმა ცხრაკლიტულში დაამწყვდიეს.
Ino was locked up out of sight and sound by her mother and sisters.
61209.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ზედ გადაეფოფრნენ და გარეთ ცხვირსაც აღარ აყოფინებდნენ.
They spread their wings over her like a mother hen, and didn't let her even show her face out of doors.
61210.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფარნაოზს კი სიხარულით შეეგებნენ შინ, ისე ეხვეოდნენ და კოცნიდნენ, თითქოს მთელი წლის უნახავი ჰყოლოდათ.
Parnaoz was greeted at home with joy, embraced and kissed as if he hadn't been seen for a year.
61211.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მაგრამ ამ გულწრფელ სიხარულშიც იგრძნობოდა თავშეკავება და სიფრთხილე.
But there was reserve and caution even in this sincere joy.
61212.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ერთი რომ თავის სიხარულსა და ბედნიერებას გამოთქვამდა, მეორე აჩუმებდა: ცოტა ჩუმად თქვიო.
If anyone expressed their joy and happiness, others silenced him, "Don't say so too loudly".
61213.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
უხეიროსი ეშინოდათ, არ იცოდნენ, როგორ მიიღებდა იგი შინიდან გაქცეულ შვილს.
They were afraid of Ukheiro, not knowing how he would receive a son who'd run away from home.
61214.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
და, საერთოდ, როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი მათი ოჯახისთვის.
Or, more generally, how the whole incident would end for his family.
61215.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
პოპინამ რომ მოღუშული და კრიჭაშეკრული ფარნაოზი დაინახა, უარესად დაფრთხა, მაშინვე დაიჯერა, ფარნაოზს ეზიზღებოდა და მართლა მისი მიზეზით გაქცეულიყო შინიდან.
When Popina saw Parnaoz frowning and tight-lipped, she was more alarmed, believing that Parnaoz hated her and that she was the real reason he had run away.
61216.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ბავშვობის დროინდელმა შიშმა გაუხსენა, წარამარა რომ ჩასძახოდა გულაღმა გაშოტილს: ძმისაც უნდა გეშინოდეს, რადგან ქალი ხარო.
She recalled her childhood fear calling to her constantly when she lay stretched out on her back: she must be afraid of her brother because she was a woman.
61217.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
მაგრამ პოპინას მაინც არ შეეძლო არ მისიყვარულებოდა ძმას, ამ ერთ კვირაში მთელი წლის კი არა, მთელი სიცოცხლისათვის საკმარისი ელდითა და ეჭვით, წუხილითა და სინანულით რომ დაეტვირთა.
But Popina couldn't help being glad to see her brother, who in one week had burdened her with not just a year's but a lifetime's shock and doubt, sadness and regret.
61218.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
პოპინა ეფერებოდა, ელოლიავებოდა ფარნაოზს და თვითონაც გრძნობდა, ეს რომ ძველებური, უფროსი დის ალერსი აღარ იყო.
Popina caressed Parnaoz and fussed over him, though sensing that this was not the old affection of an elder sister any more.
61219.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ეს უფრო დამნაშავის ლაქუცს ჰგავდა შემწყნარებლის მიმართ, უფროსისა და ძლიერის გაღმერთებას უმცროსისა და სუსტისაგან.
Rather, it was a wrongdoer's attempt to win forgiveness, the worship of a powerful senior by a weak junior.
61220.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი III
ფარნაოზიც ამჩნევდა დის უეცარ ფერისცვალებას
Parnaoz noticed the sudden transformation in his sister.