მოიძებნა 668044 ჩანაწერი
612941.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების პერსონალი კომპანიის პროდუქტისა და ქმედებების შესახებ მომხმარებელთა მოსაზრებებს ისევ მათ გადაუმისამართებს, რომლებსაც ამისათვის თავის გართმევა შეუძლიათ.
Salespeople relay customer concerns about company products and actions back inside to those who can handle them.
612942.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ისინი სწავლობენ კლიენტთა საჭიროებებს და თანამშრომლობენ მარკეტინგის სხვა სპეციალისტებთან კომპანიის შიგნით უფრო მეტი ფასეულობის შესაქმნელად.
They learn about customer needs and work with other marketing and people in the company to develop greater customer value.
612943.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
რეალურად, მრავალი მყიდველისთვის გაყიდვების მუშაკი კომპანიას განასახიერებს.
In fact, to many customers, the salesperson is the company.
612944.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ამდენად, კლიენტი შესაძლოა როგორც გამყიდველის, ისე იმ კომპანიებისა თუ პროდუქტების მიმართ ლოიალური გახდეს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
Hence, customers may become loyal to salespeople as well as to the companies and products they represent.
612945.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
„გამყიდველის ლოიალურობის“ ცნება საკმაოდ მნიშვნელოვანია გამყიდველის კლიენტებთან ურთიერთობის აგების თვალსაზრისით.
This concept of “salesperson-owned loyalty” lends even more importance to the salesperson’s customer relationship-building abilities.
612946.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გამყიდველთან მჭიდრო ურთიერთობა ნიშნავს კომპანიასა და მის პროდუქციასთან მჭიდრო ურთიერთობას.
Strong relationships with the salesperson will result in strong relationships with the company and its products.
612947.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ამის საპირისპიროდ, ცუდ ურთიერთობებს კომპანიის წარუმატებლობა და პროდუქტის მიმართ არასასურველი განწყობა მოჰყვება.
Conversely, poor relationships will probably result in poor company and product relationships.
612948.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
პრინციპში, ასეთი მიდგომა აუცილებელია არა მხოლოდ გაყიდვების პერსონალისათვის, არამედ მთლიანად ორგანიზაციისათვის.
In fact, such a customer-solutions focus is a must not only for the sales force but also for the entire organization.
612949.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ქსეროქსის წარმატებული აღმასრულებელი დირექტორი ენი მულკაჰი, რომელმაც კარიერა გაყიდვების მუშაკობით დაიწყო, აცხადებს, რომ კლიენტების ხარისხიანი მომსახურება „უნდა იყოს თქვენი კომპანიის ძირითადი არსი და მიმართულება, იგი თქვენ მიერ კომპანიის მართვის ბირთვი უნდა იყოს“.
Says Anne Mulcahy, successful former CEO and chairman of Xerox, who started her career in sales, a strong customer service focus “has to be the center of your universe, the heartland of how you run your company”.
612950.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მარკეტინგისა და გაყიდვების კოორდინირება.
Coordinating Marketing and Sales.
612951.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
იდეალურ შემთხვევაში გაყიდვების მუშაკები და მარკეტინგის სხვა მამოძრავებლები (გუნდი დამგეგმავები, ბრენდის მენეჯერები და მკვლევრები) ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ, რომ ერთობლივად შექმნან ფასეულობა კლიენტებისათვის.
Ideally, the sales force and other marketing functions (marketing planners, brand managers, and researchers) should work together closely to jointly create value for customers.
612952.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
სამწუხაროდ, ზოგიერთი კომპანია გაყიდვებსა და მარკეტინგს ცალ-ცალკე ფუნქციად მოიაზრებს.
Unfortunately, however, some companies still treat sales and marketing as separate functions.
612953.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ასეთ შემთხვევაში მარკეტინგისა და გაყიდვების ჯგუფები მაინცდამაინც კარგად ვერ ეგუებიან ერთმანეთს.
When this happens, the separate sales and marketing groups may not get along well.
612954.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
საქმის გაფუჭებაში მარკეტოლოგები გაყიდვების პერსონალს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ სათანადოდ ვერ განახორციელეს მარკეტოლოგების მიერ დასახული საუკეთესო სტრატეგია.
When things go wrong, marketers blame the sales force for its poor execution of what they see as an otherwise splendid strategy.
612955.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების გუნდი კი, თავის მხრივ, მარკეტოლოგებს ადანაშაულებს, რომ კლიენტებთან სათანადო ახლო კავშირი არ აქვთ და, შესაბამისად, არ იციან, რა ხდება ბაზარზე.
In turn, the sales team blames the marketers for being out of touch with what’s really going on with customers.
612956.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
არც ერთი მხარე არ აფასებს სრულად მეორის წვლილს.
Neither group fully values the other’s contributions.
612957.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
თუ ეს არ გამოსწორდება, მარკეტინგისა და გაყიდვების ამგვარმა გახლეჩამ შესაძლოა კლიენტების ურთიერთობა და კომპანიის საქმიანობა დააზარალოს.
If not repaired, such disconnects between marketing and sales can damage customer relationships and company performance.
612958.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
კომპანიას შეუძლია სხვადასხვა გზით დაუკავშიროს ერთმანეთს მარკეტინგისა და გაყიდვების ფუნქციები.
A company can take several actions to help bring its marketing and sales functions closer together.
612959.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
შესაძლებელია საბაზისო დონეზე გაიზარდოს კომუნიკაცია ამ ორ ჯგუფს შორის ერთობლივი შეხვედრების მოწყობითა და საკომუნიკაციო არხების გახსნით.
At the most basic level, it can increase communications between the two groups by arranging joint meetings and spelling out communication channels.
612960.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ამას შეუძლია შექმნას პირობები გაყიდვების პერსონალისა და მარკეტოლოგების ერთობლივი მუშაობისათვის.
It can create opportunities for salespeople and marketers to work together.