მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61281.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ქალუკა ამას შვილის დაკარგვაზე დიდ უბედურებად თვლიდა.
Kaluka considered this to be a greater misfortune than the loss of her son.
61282.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფილამონეს დაკარგვა მისივე სიმხდალისა და უმეცრების ბრალი იყო.
Philamon's disappearance was prompted by cowardice and ignorance.
61283.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
„ჩემს შვილს ჩემს მერე ყველაზე კარგად პოპინა იცნობსო“, - ფიქრობდა ხოლმე ქალუკა.
"After me, Popina knows my son best", Kaluka had always thought.
61284.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ქალებს კი ერთმანეთში ამ საკითხზე არასოდეს ულაპარაკიათ. უთქმელადაც უგებდნენ ერთმანეთს.
But the women had never discussed this topic, they understood each other without saying anything.
61285.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
როცა ქალუკამ გულშეწუხებული პოპინა აბაზანიდან ამოიყვანა და როცა ტუჩებგადალურჯებულმა პოპინამ საწყალობლად გაუღიმა, მაშინვე გადაწყვიტა, არასოდეს აღარ მიეტოვებინა იგი.
When Kaluka lifted the distressed Popina out of the bath and when Popina, her lips turned blue, smiled wanly at her, then she decided that she would never ever leave her.
61286.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
გადაწყვიტა, მისი ფეხის მტვერი ეკოცნა, იქნებ ოდნავ მაინც გამოესყიდა მხდალი და უმეცარი შვილის დანაშაული.
She decided that she would kiss the dust on her feet if she could possibly redeem the crime of her cowardly and ignorant son.
61287.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ამიტომაც არ გაჰკიდებია ქალუკა ფილამონეს.
That is why Kaluka never went looking for Philamon.
61288.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მას უკვე აღარ ჰქონდა უფლება, მიეტოვებინა ეს საბრალო ქალი, ძაღლის თვალებით რომ ემუდარებოდა შველასა და შემწეობას, სიყვარულით გათელილი და დაკნინებული.
She no longer had any right to leave this poor woman whose doggy eyes pleaded for help and assistance; she was trampled on and demeaned by love.
61289.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
გარდა ამისა, სანამ ის პოპინას გვერდით იქნებოდა, პოპინასაც არ გაუქრებოდა ფილამონეს დაბრუნების იმედი.
Moreover, as long as she was by Popina's side, Popina would not lose all hope of Philamon returning.
61290.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
თუმცა თვითონ დარწმუნებული იყო, ფილამონე არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა.
She herself was convinced that Philamon would never ever come back.
61291.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
შიში, რომელსაც სიყვარულის გადაძლევა შეეძლო, შინისკენ მიმავალ გზასაც ადვილად დაავიწყებდა.
Fear strong enough to overcome love can easily make a man forget the path that led to that fear.
61292.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფილამონე შიშის წილი იყო, შიშის ბინადარი და ქალუკა გულის სიღრმეში ამასაც თვითონ იბრალებდა, რადგან თვითონ გაეჩინა, ასეთად გაეჩინა.
Philamon was a part of fear, he dwelt in fear, and Kaluka in her heart of hearts blamed herself for giving birth to him as he was.
61293.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
და ახლა კეთილი უნდა ენება, თავი ჩაეღუნა და სასჯელიც უსიტყვოდ და უწუწუნოდ აეტანა.
And now she had to accept things gracefully, bow her head and endure her punishment without a word of complaint.
61294.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
იტანდა კიდეც.
And she endured.
61295.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ერთნაირად გულმოკლული და ერთნაირად უთქმელი ქალის მთელი სითბო და სინაზე, იმედიცა და სიყვარულიც კუსას დაეფრქვა თავზე.
They were equally heartbroken, and all the unspoken womanly warmth, tenderness, hope and love were directed at Popeye.
61296.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ალღოიანი და მოუსვენარი კუსა გაჩენის დღიდანვე ორი უერთგულესი და მუდმივი მონის პატრონი გახდა.
The sharp-witted and restless Popeye became, from the day he was born, the master of two very loyal, eternal slaves.
61297.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსამაც შეიშნოვა და ხალისიანად შეუყვა ცხოვრების აღმართს, ხალისით იზრდებოდა და ხალისით ებლანდებოდა ყველას ფეხებში.
Popeye enjoyed his fortunate life, and gladly went along with it. He grew up cheerfully and loved getting in everybody's way.
61298.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ეს სიხალისე ბოლომდე გაჰყვა, თუმცა ბევრი მისი ოცნება ოცნებადვე დარჩა.
His cheerfulness was indefatigable, although many of his dreams remained dreams.
61299.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
და არც შესაშური ჰქონდა რამე, ერთი თვისების გარდა: კუსას ყველა განვლილი დღე უმტკივნეულოდ ავიწყდებოდა და ყველა მომავალი დღიდან უკეთესს და უკეთესს მოელოდა.
But the only enviable thing about him was that he had no trouble forgetting each day once it was past, and he expected every coming day to be better and better.
61300.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
თორმეტი წლის ძლივს იქნებოდა, უეცარი გამდიდრების სურვილით შეპყრობილი, ღვინის ვაჭარ ბახას რომ მიადგა და უთხრა: ქალიშვილი მომათხოვეო.
He was barely twelve years old when he was seized by a sudden desire to get rich and went to see the vintner Bakha, telling him, "Let me marry one of your daughters".