მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61341.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მაგრამ კუსას ისე მორეოდა შიში, იქ გაჩერებაც აღარ შეეძლო, ცულის პირებით დასერილი და ქონით გადაგლესილი კუნძის დანახვაზე გული მისდიოდა.
But Popeye was so riddled with fear that he couldn't be induced to stay; he felt sick at the sight of the butcher’' block, slashed by the cleaver blade and polished by fat.
61342.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ცოტა ხნით განუდგა ცხოვრებას, შიშით იყო ავად და სიმყუდროვე სჭირდებოდა, ჩათბუნება, ოფლის მოდენა, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც რომ გამოსვლოდა ტანიდან ეს წყეული სენი.
For a while, he withdrew from life: sick with fear, he needed to feel cosy and safe, to get warm in bed, sweat this accursed malaise out of his body, partly if not wholly.
61343.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ახლა მთელი დღეები ფარნაოზის სახელოსნოში იჯდა, ჩაქუჩისა და სატეხის ხმა ამშვიდებდა, თენთავდა და ოცნებაში ხვევდა.
Now he sat for days on end in Parnaoz's workshop: the tapping of the hammer and snip of the cutters calmed him, absorbed him and enveloped him in dreams.
61344.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსას არც ადრე მოსწონდა ბიძის საქმიანობა და არც ახლა თვლიდა კაცის საქმედ.
Popeye had always disliked his uncle's occupation; even now he thought it no fit trade for a man.
61345.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მაგრამ აქ, ამ ფარღალალა ფიცრულში თავს უფრო მშვიდად გრძნობდა, შიშიც იოლად ავიწყდებოდა, რადგან ბიძამისს ფართო ბეჭები ჰქონდა და ხელში ჩაქუჩი ეჭირა.
But in this jerry-built wooden shed he felt calm and forgot his fears, for his uncle had broad shoulders and a hammer in his hands.
61346.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზს თავისი „სახელოსნო“ პოპინას სამღებროსთვის მიეშენებინა, მამის სატრფიალო „ბარათები“ კედლის გასწვრივ ჩაემწკრივებინა და ამ ქვებიდან ძაღლის თავებს აქანდაკებდა.
Parnaoz had built his "workshop" onto Popina's dyeing shed, and had hung his father's "love letters" arranged across the wall; he sculpted dogs' heads from these stones.
61347.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
დამარცხების შემდეგ შეაკოწიწა ფარნაოზმა ეს სახელოსნო და იმის მერე ჩაქუჩი და სატეხი აღარ გაუგდია ხელიდან.
After his defeat Parnaoz had put up this workshop and henceforth he never let go of hammer and chisel.
61348.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
თითქოს ეს მიესაჯათ მისთვის, დამარცხებულისთვის, თავაუღებლად უნდა მჯდარიყო და ქვები ექუცმაცებინა.
As if they were the punishment for his being defeated and he had to sit without lifting his head cutting up stone.
61349.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზიც პირნათლად იხდიდა სასჯელს.
Parnaoz conscientiously served his sentence.
61350.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
უხეიროს ტლანქი ხელით ამოკაწრული, თავბრუდამხვევი ვნებისა და სიყვარულის მღაღადებელი წარწერები სატეხის ქვეშ თანდათან იფშვხნებოდნენ, იშლებოდნენ და ქრებოდნენ.
The inscriptions, dizzy with passion and loudly proclaiming love, scratched by Ukheiro's coarse hand, were gradually obscured, erased and annihilated by the chisel.
61351.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ქვაზე ასხლეტილი სატეხი ნაპერწკლებს ყრიდა და ფარნაოზის წარბებს, უპეებსა და მხრებს ქვის რუხი მტვერი ედებოდა.
As it slid over the stone, the chisel raised sparks and showered Parnaoz's eyebrows, eyelids and shoulders with grey stone dust.
61352.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზს უკვე ძაღლის რამდენიმე თავი გამოექანდაკებინა, ყველა ცუგას ჰგავდა.
By now Parnaoz had sculpted several dogs' heads: they all looked like Tsuga.
61353.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსაც რომ მოსწრებოდა ცუგას, არც მას გაუჭირდებოდა ამ მსგავსების შემჩნევა.
If Popeye had been old enough to have known Tsuga, he would easily have seen the similarity.
61354.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზი ახლაც ცუგას თავს აქანდაკებდა, ასე ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ბევრი რომ აღარაფერი აკლდა დამთავრებას.
Even now, Parnaoz was making a sculpture of Tsuga's head, as he had planned; there was not much left to do.
61355.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მხოლოდ ერთი წამით შეაჩერა ჩაქუჩი, რათა ხელის ზურგით თვალში ჩავარდნილი ქვის ნამცეცი ამოეწმინდა, სახტად დარჩა, გაოცებისაგან თვითონაც პირი დააღო: ინო შემოსცქეროდა.
He put down the hammer just for a second to wipe the stone waste from the back of his hand, and froze, his mouth agape with astonishment: he was looking at Ino.
61356.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზი აღელდა, დაბნეულმა გამოხედა კუსას, მერე დაიხარა და ქანდაკების თვალებსა და პირის ჭრილში ჩარჩენილ მტვერს სული შეუბერა.
Parnaoz was perturbed; he looked with confusion at Popeye, then bent down to the sculpture and blew away the stone dust stuck between the eyes and the lips.
61357.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
- ეგ გოგო მგონი მეცნობა, - თქვა კუსამ.
"I think I know that girl", said Popeye.
61358.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზი ახლა ამან ააღელვა, კუსასი შეეშინდა, საკუთარი დისშვილისაც, უნებურ მოწმედ რომ დახვედროდა ფარნაოზის სახელოსნოში მალულად შემოპარულ ინოს.
That alarmed Parnaoz more: Popeye, his nephew, frightened him by accidentally witnessing Ino's secret incursion into Parnaoz's workshop.
61359.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ინო ქვიდან გამოწურულიყო, ქვა გამოერღვია, მაინც მოეღწია ფარნაოზამდე.
Ino had emerged from stone, had broken through it and at last got through to Parnaoz.
61360.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ის კი მოწმეს ახვედრებდა.
But this meeting had a witness.