მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61301.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ღვინის ვაჭარი ბახა თავის საყვარელ სკამზე იჯდა, მუხლებს შორის თავისი საყვარელი ჯოხი ჩაედგა, ჯოხის მომრგვალებულ თავზე ხელები კრამიტებივით დაეწყო და იმ კრამიტებზე ნიკაპი დაებჯინა.
Bakha the vintner was sitting on his favourite chair, with his favourite stick between his knees, his hands like roof tiles on the stick's rounded head, and his chin propped on the roof tiles.
61302.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
დიდხანს ათვალიერა სახეალეწილი ლაწირაკი, სიძეობას რომ სთავაზობდა, მერე კი ჰკითხა: ქალიშვილი სამი მყავს, შენ რომელსა მთხოვო?
He took his time examining this blushing milksop who was offering to be his son-in-law, then asked him, "I've got three daughters: which one are you asking for?"
61303.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
- ჩემთვის სულერთიაო, - არ დაუგვიანა პასუხი კუსამ.
"I don't mind which", Popeye immediately replied.
61304.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ღვინის ვაჭარი ბახა ისევ კარგა ხნით გაჩუმდა.
Bakha the vintner again fell silent for a time.
61305.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
„რა სხვანაირი ხალხი წამოვიდაო“, - გაიფიქრა შიშნარევი სინანულით.
"What odd people there are nowadays", he thought, half afraid, half regretful.
61306.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
როცა სახეალეწილი ლაწირაკი ადგილზე ცქმუტვას მოჰყვა, ისევ ჰკითხა: სხვა რა შეგიძლიაო.
When the blushing milksop started fidgeting, he asked him again, "What else can you do?"
61307.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
„ჯერ არაფერი, - უპასუხა კუსამ მაშინვე, - მაგრამ ყასბობა მინდა შევისწავლოო“.
"Nothing so far", Popeye retorted - "But I want to learn butchery".
61308.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ისევ გაჩუმდა ღვინის ვაჭარი ბახა, ისევ დიდი ხნით, მაგრამ კუსაც მოთმინებით უცდიდა საბოლოო სიტყვას.
Bakha the vintner fell silent again, for just as long a time, but Popeye was impatiently waiting for his final word.
61309.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
გულში კი ყასბობაზე ფიქრობდა, თავს იქებდა, ეს რა კარგი მომაგონდაო, და თანდათან ჭკუაშიც უჯდებოდა.
He was thinking about butchery, pleased with himself for thinking up such a good idea, and he was more and more taken with it.
61310.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
როდის-როდის ღვინის ვაჭარმა ბახამაც გამოწირა: ყასბობას რომ ისწავლი, მერე მობრძანდიო.
Finally, Bakha the vintner granted him an answer: "When you've learnt butchery, then please come back".
61311.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კეთილი და პატიოსანი - უპასუხა კუსამ.
"Then it's all agreed: thank you", Popeye replied.
61312.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
გულში კი სამჯერ ზედიზედ კიდევ გაიმეორა: კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანიო.
Popeye repeated to himself three times, "It's all agreed, it's all agreed, it's all agreed".
61313.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსამ ვანში სახელგანთქმულ ყასაბს ბებია მიუგზავნა.
Popeye sent his grandmother to see Vani's famous butcher.
61314.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფუშიანმა (ასე ეძახდნენ ყასაბს) ქალუკა არ გააწბილა, მაგრამ მთელი წელი ისე გავიდა და მეორეც ისე მიჰყვა უკან, კუსას დანა და ცული ხელში არ აუღია.
Pushiani, the butcher, didn't refuse Kaluka, but a whole year, then another passed without Popeye ever picking up a knife or cleaver.
61315.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
- ბიჭო, - ეუბნებოდა ფუშიანი - ყასბობა შენ რა გგონია...
"Lad", Pushiani told him, "do you think butchery's easy?"
61316.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფუშიანი მართლაც ისე ოსტატურად ჭრიდა და ახარისხებდა ხორცს, მისი ცქერა ერთ რამედ ღირდა.
Pushiani was in fact such a master at cutting and sorting meat, that just watching him was worth your while.
61317.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
შეგირდიც გაფაციცებით შესცქეროდა და ვერც კი გრძნობდა, ძვლისა და ხორცის წვრილი ნაკუწები სახეში როგორ ეფრქვეოდა.
His apprentice watched him closely, not feeling the fragments of bone and meat flying into his face.
61318.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსა ხანდახან გულისპირს განგებ მოითხვრიდა ხოლმე სისხლით, რათა შინ დაბრუნებულს მეტი შთაბეჭდილება მოეხდინა ქალებზე.
Sometimes Popeye deliberately smeared blood on his collar to make a bigger impression on the women when he got home.
61319.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
„ამასაც, პაპამისივით, სისხლი ეყვარებაო“ - ამბობდა შუბუ.
"Just like his grandfather, he likes blood", Shubu would say.
61320.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
სიზმარს რომ არ შეეშალა ხელი, კუსასგან მართლაც სანაქებო ყასაბი დადგებოდა.
Popeye would have become a fine butcher, had he not been put off by a dream.