მოიძებნა 668044 ჩანაწერი
612981.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ტერიტორიული პრინციპით გაყიდვების პერსონალის სტრუქტურა.
Territorial Sales Force Structure.
612982.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ტერიტორიული პრინციპით გაყიდვების პერსონალის სტრუქტურაში გაყიდვების პერსონალის თითოეულ წარმომადგენელს ჩაბარებული აქვს ექსკლუზიური გეოგრაფიული ტერიტორია და იგი ყიდის კომპანიის პროდუქციის ან მომსახურების მთლიან ხაზს ამ ტერიტორიაზე არსებულ ყველა კლიენტზე.
In the territorial sales force structure, each salesperson is assigned to an exclusive geographic area and sells the company’s full line of products or services to all customers in that territory.
612983.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ასეთი წყობის შემთხვევაში, განსაზღვრულია თითოეული გამყიდველის ფუნქცია და დაკონკრეტებულია ვალდებულება.
This organization clearly defines each salesperson’s job and fixes accountability.
612984.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ეს ასევე ზრდის გაყიდვების პერსონალის სურვილს, ააწყოს ადგილობრივ კლიენტებთან ურთიერთობების სისტემა და, შესაბამისად, გააუმჯობესოს გაყიდვების ეფექტურობა.
It also increases the salesperson’s desire to build local customer relationships that, in turn, improve selling effectiveness.
612985.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
დაბოლოს, ვინაიდან თითოეული გაყიდვების მუშაკი შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში მოგზაურობს, ხარჯებიც შედარებით მცირეა.
Finally, because each salesperson travels within a limited geographic area, travel expenses are relatively small.
612986.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მაგალითად, სტენლი ბლექ & დეკერი სარგებლობს ისეთი ტერიტორიული მოწყობით, რომელშიც თითოეული გამყიდველი ვალდებულია მოცემულ, გამოყოფილ ტერიტორიაზე გაყიდოს კომპანიის ყველა პროდუქტი - ხელის იარაღებიდან დაწყებული, ბაღისა და გაზონების მოწყობილობებით დამთავრებული.
For example, Stanley Black & Decker uses a territorial structure in which each salesperson is responsible for selling all of the company’s products—from hand tools to lawn and garden equipment—in assigned territories.
612987.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ორგანიზაციული მოწყობის პირველი დონე გახლავთ ტერიტორიის გაყიდვების წარმომადგენლები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ტერიტორიის მენეჯერების მიმართ.
Starting at the bottom of the organization are entry-level territory sales representatives who report to territory managers.
612988.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ტერიტორიული გაყიდვების წარმომადგენლებს ჩაბარებული აქვთ უფრო პატარა არეალები, მაგალითად, ჩრდილო-აღმოსავლეთ კაროლინა, ხოლო ტერიტორიის მენეჯერებს — შედარებით დიდი არეალები, მაგალითად, მთლიანად კაროლინას და ვირჯინიის შტატები.
Territory sales representatives cover smaller areas, such as Eastern North Carolina, and territory managers cover larger areas such as the Carolinas and Virginia.
612989.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ტერიტორიის მენეჯერები, თავის მხრივ, ანგარიშვალდებულნი არიან რეგიონული მენეჯერების მიმართ, რომლებსაც ეხებათ ისეთი რეგიონები, როგორიცაა აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთი ან დასავლეთი სანაპირო.
Territory managers, in turn, report to regional managers, who cover regions such as the Southeast or West Coast.
612990.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
თავად რეგიონული მენეჯერები ანგარიშვალდებულნი არიან გაყიდვების დირექტორთან.
Regional managers, in turn, report to a director of sales.
612991.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
პროდუქტზე ორიენტირებული გაყიდვების პერსონალის სტრუქტურა.
Product Sales Force Structure.
612992.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
გაყიდვების პერსონალი კარგად უნდა იცნობდეს თითოეულ პროდუქტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტების რაოდენობა დიდი და მრავალფეროვანია.
Salespeople must know their products, especially when the products are numerous and complex.
612993.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ხსენებულმა გარემოებამ და პროდუქტის მართვის ზრდამ მრავალ კომპანიას შეაქმნევინა პროდუქტზე ორიენტირებული გაყიდვების პერსონალის სტრუქტურა, რომელშიც გაყიდვების პერსონალი პროდუქციას მრავალი სხვადასხვა მიმართულებით ყიდის.
This need, together with the growth of product management, has led many companies to adopt a product sales force structure, in which the sales force sells along product lines.
612994.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მაგალითად, კომპანია ჯენერალ-ელექტრონიქსს დაქირავებული ჰყავს სხვადასხვა სახის გაყიდვების პერსონალი მისი ძირითადი ბიზნესების სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების განყოფილებაში.
For example, GE employs different sales forces within different product and service divisions of its major businesses.
612995.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ჯი ინფრასთრუქტურში, მაგალითად, კომპანიას ჰყავს გაყიდვების სხვადასხვა გუნდი — ავიაციის, ენერგეტიკის, ტრანსპორტირების და წყლის გადამუშავების პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.
Within GE Infrastructure, for instance, the company has separate sales forces for aviation, energy, transportation, and water processing products and technologies.
612996.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ჯი ჰელსქერას კი — დიაგნოსტიკური რენტგენული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის და სხვა ამგვარი ინტეგრირებული აი-ტი კომპიუტერული პროდუქტებისა და მომსახურების კუთხით სხვადასხვა სახის გაყიდვების პერსონალი ემსახურება.
Within GE Healthcare, it employs different sales forces for diagnostic imaging, life sciences, and integrated IT products and services.
612997.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
საერთო ჯამში, ჯის მსგავს დიდი და რთული სტრუქტურის მქონე კომპანიას შესაძლოა ჰყავდეს გაყიდვების სხვადასხვა სახის პერსონალი, რომელიც იზრუნებს მისი მრავალფეროვანი პროდუქციის გასაღებასა და მომსახურების პორტფელის გაუმჯობესებაზე.
In all, a company as large and complex as GE might have dozens of separate sales forces serving its diverse product and service portfolio.
612998.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
თუმცა პროდუქტზე ორიენტირებული გაყიდვის პერსონალის სტრუქტურას შესაძლოა პრობლემები გაუჩნდეს, თუ ერთი დიდი კლიენტი მრავალი სხვადასხვა კომპანიის პროდუქტს იყიდის.
The product structure can lead to problems, however, if a single large customer buys many different company products.
612999.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
მაგალითად, ჯის მრავალი გამყიდველი საბოლოო ჯამში შესაძლოა ერთსა და იმავე კლიენტზე იყოს ორიენტირებული მოცემულ პერიოდში.
For example, several different GE salespeople might end up calling on the same large healthcare customer in a given period.
613000.
მარკეტინგის საფუძვლები | თავი 16. პერსონალური გაყიდვები და გაყიდვების სტიმულირება
ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მოგზაურობენ ერთი და იმავე გზებით და ელოდებიან ერთი და იმავე კლიენტის შესყიდვების აგენტს.
This means that they travel over the same routes and wait to see the same customer’s purchasing agents.