მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61361.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
არა, არავის არ უნდა სცოდნოდა, კიდევ რომ არსებობდა ერთი ქვეყანა, სადაც ისა და ინო ერთმანეთს ძველებურად ხვდებოდნენ.
No, nobody must know that there still existed a world where he and Ino could still meet as they used to.
61362.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
იმ ქვეყანას საკუთარი დრო არ გააჩნდა და უთავბოლოდ ურევდა ერთმანეთში უკვე გარდასულ დღეებსა და შემთხვევებს.
This world didn't have its own time, and it endlessly mixed up past days and events.
61363.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
სამაგიეროდ, ყველა დღესა და შემთხვევას პირველყოფილ სიცხადესა და სიცხოველეს უბრუნებდა.
On the other hand, it brought back to him the original clarity and animation of each day and event.
61364.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
იმ ქვეყანას ფიქრი ერქვა, ყველა ზღაპრულ ქვეყანაზე უხილავი და მიუდგომელი იყო, მაგრამ ფარნაოზს მაინც შეეშინდა, თითქოს მართლა შეეძლო ვინმეს ფიქრის აკრძალვა, აკრძალვა კი არა, წართმევა.
This world was called thought, it was more invisible and inaccessible than a fairy-tale world, but Parnaoz was afraid of anyone being able to forbid, or rather confiscate thought.
61365.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ამიტომაც იყო, დაბნეულმა რომ ამოილუღლუღა: საიდან უნდა იცნობდე, როცა არ არსებობს, ჩემი მოგონილიაო.
That's why he muttered in embarrassment, How could you know her, when she doesn't exist? I've invented her.
61366.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
აღარც კუსა ჩასციებია. კუსა აქ თავშესაქცევად, სამკურნალოდ შემოდიოდა და სხვა არაფერი აინტერესებდა.
Popeye didn't insist: he had come here for relaxation and healing, and nothing else interested him.
61367.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
თუმცა, მთლად ასე არ იყო, რაღაც-რაღაცები კუსასაც აინტერესებდა ამ სახელოსნოში.
That wasn't entirely true: a few things in this workshop did interest Popeye.
61368.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მაგალითად, ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რა სარგებლობის მოტანა შეეძლოთ ქვიდან გამოკვეთილ თავებს.
For instance, he was anxious to know what profit could be had from carving dogs' heads.
61369.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
„მერე რა უნდა ვუყოთ ამდენ თავსო“ - არ ასვენებდა კუსა ბიძამისს, მაგრამ ფარნაოზი მხრებს იჩეჩავდა, თვითონაც არ იცოდა და იმიტომ.
"What would we do with so many heads now?" Popeye pestered his uncle, but Parnaoz only shrugged: he didn't know or care.
61370.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მთლად ტყუილუბრალოდ რომ არ დაეკარგა დრო, კუსა ფიქრებს მიეცა: შეიძლებოდა თუ არა, მართლა გამომდნარიყო რამე ამ თავშესაქცევი საქმიდან.
To make some use of the time, Popeye began thinking: could there really be any useful profit in this hobby?
61371.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
იმდენი იფიქრა, იმდენი იფიქრა, ბოლოს მოიფიქრა კიდეც.
He thought so much that in the end he had an idea.
61372.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მაგ ძაღლის თავს ჯადო აქვს.
That dog's head has magic.
61373.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ქურდებს აფრთხობს, - თქვა კუსამ.
It'll frighten off thieves - said Popeye.
61374.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზმა გაკვირვებულმა მოხედა.
Parnaoz looked at him with amazement.
61375.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსამ გაიღიმა და ისევ გაიმეორა, უბრალო კი არ არის, სადაც ეგ იქნება, იმ სახლს ქურდი ვერ მიეკარებაო.
Popeye smiled and repeated, "It's no ordinary thing: wherever you put it, a thief won't be able to come near the house".
61376.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ახლა ფარნაოზმაც გაიღიმა.
Now Parnaoz smiled.
61377.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
რა იყო, რა გაცინებს, - უცებ გაცხარდა კუსა, - ვანის ბაზარში რაღას არ ყიდიან.
"What's so funny?" Popeye said, suddenly angry, "They sell anything at Vani market".
61378.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
შენც გაიტანე, იქნებ ვინმე გაბრიყვდესო.
"So take it there, perhaps you'll find a sucker."
61379.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზი ძაღლის თავს გაყიდდა, ფულს ჩაითვლიდა, მერე იმ ფულს შავთვალება მალალოს ჩაუთვლიდა, შავთვალება მალალო ინოს გამოუყვანდა.
Parnaoz would sell the dog's head, count the money and then hand the money to black-eyed Malalo, and black-eyed Malalo would take him off to see Ino.
61380.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ხოლო ავაზაკი ტაშფანდურით შეეგებებოდა ინოსა და ფარნაოზს, სადა ხართ აქამდეო.
And the outlaw would greet Parnaoz and Ino with a fanfare and ask, "Where have you been all this time?"