მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61401.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზი ისე შეკრთა, თითქოს სახეში შეეწუწა გამსკდარი მარცვლის წვენი.
Parnaoz gave a start, as if splashed by the grape's juice.
61402.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მერე გამბედაობა მოიკრიბა და ფული რატომღაც მაგიდაზე კი არა, იატაკზე დადო, შავთვალება მალალოს ფეხებთან.
Then he plucked up courage and put the money for some reason not on the table, but on the floor at black-eyed Malalo's feet.
61403.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
შავთვალება მალალომ ფულს ფეხის ცერა თითი წაჰკრა, თითქოს გადათვალა, და შიშველ მკლავზე დაიმთქნარა, ბუთხუზა და გრძელკუდიანი ცხოველივით რომ დაესვენებინა მაგიდაზე.
Black-eyed Malalo moved the money with her big toe, as if counting it, and yawned into her bare arm, which lay on the table like a plump, long-tailed animal.
61404.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
- ფული მოგიტანე, - თქვა ფარნაოზმა, რაკი დარწმუნდა, შავთვალება მალალო მასთან გამოლაპარაკებას არ აპირებდა.
"I've brought you some money", said Parnaoz, because he was sure that black-eyed Malalo had no intention of talking to him.
61405.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
- ეგრეა, ვალს დაბრუნება უნდა, - მთქნარებას ამოაყოლა შავთვალება მალალომ.
"That's right, debts must be paid", said black-eyed Malalo, yawning.
61406.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზს გულში ათასჯერ ჰქონდა გადამეორებული, რაც აქ უნდა ეთქვა, რასაც, მისი წარმოდგენით, შავთვალება მალალოც უნდა აეღელვებინა, გაეხარებინა.
In his heart, Parnaoz had rehearsed a thousand times what he wanted to say, what he imagined would excite and gladden black-eyed Malalo.
61407.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ეს რა კარგი დღე გამითენდა, ჩემს ნაბოლარას რა ერთგული პატრონი გამოსჩენიაო.
What a day to celebrate! My youngest daughter has a faithful suitor.
61408.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
სინამდვილეში კი სხვანაირად ხდებოდა.
In reality, things went differently.
61409.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზი დამუნჯებულიყო, გამოშტერებულიყო და ყველაფერი დავიწყნოდა, შავთვალება მალალო კი ამთქნარებდა და წინა კბილებით ყურძნის მარცვალს ხეთქავდა.
Parnaoz was struck dumb, in a daze, and forgot everything, while black-eyed Malalo yawned and split grapes with her front teeth.
61410.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
„ფული ხომ მოგიტანე...ფული ხომ მოგიტანეო“, - უაზროდ იმეორებდა გუნებაში ფარნაოზი.
"I've brought you some money… I've brought you some money", Parnaoz repeated mindlessly to himself.
61411.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ხოლო როცა შავთვალება მალალომ სიმღერის ნაცვლად ჩვეულებრივად დაილაპარაკა, გაოცებისაგან პირი დააღო.
And when black-eyed Malalo started speaking normally, instead of breaking into song, his mouth dropped with surprise.
61412.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
- ჩემი გოგოები არ თხოვდებიან, - თქვა შავთვალება მალალომ და უცებ წამოდგა, კი არ წამოდგა, ახრჩოლებულ ნეშოს ბოლივით წამოიზლაზნა.
"My girls are not getting married", said black-eyed Malalo, suddenly standing up, or rather rising lazily upwards, like smoke from a bonfire of damp fallen leaves.
61413.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
იატაკზე დაყრილ ფულს გადმოაბიჯა და კარისკენ წაბაჯბაჯდა.
She stepped across the money scattered on the floor and waddled to the door.
61414.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზმა უნებურად იქით გაიხედა, საიდანაც შემოვიდა.
Parnaoz couldn't help looking back where he had come in.
61415.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
არა, ეს სხვა კარი იყო, რომელიც ფარნაოზს აქამდე ვერ შეემჩნია, რადგან ფარდა მალავდა.
No, there was another door which Parnaoz hadn't noticed, because it was hidden by a curtain.
61416.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარდაზე ქალთევზა ამოექარგათ და როცა შავთვალება მალალომ ფარდა გადასწია, უცებ გაქრა, თითქოს მართლა წყალში ჩაყვინთაო.
The curtain was embroidered with a mermaid, and when black-eyed Malalo drew the curtain, the mermaid vanished as if she had dived into the water.
61417.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
შავთვალება მალალო კარს ფერდით მიაწვა, უხმაუროდ შეაღო ოდნავ, ღრიჭოში ფეხი ჩადგა და ფარნაოზს ანიშნა, მოდიო.
Black-eyed Malalo pushed the door with her flank, then opened it slightly and put her foot in the gap, indicating to Parnaoz that he should come.
61418.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზი ბრმად დაემორჩილა ბრძანებას, ასევე ბრმად მივიდა კარამდე და ღრიჭოში შეიხედა, თუმცა არავის უთქვამს, შეიხედეო.
Parnaoz blindly obeyed her command, blindly went to the door and looked through the crack, although nobody had told him to.
61419.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მიხვდა, ამისთვის ეძახდნენ.
He grasped that this was the reason he had been summoned.
61420.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მაშინვე ლოყაზე შავთვალება მალალოს უზარმაზარი მკერდი მიებჯინა და ისე შეკრთა, თითქოს ქალთევზა გაელამუნაო.
Then black-eyed Malalo pressed her enormous chest on his cheek, and he quivered as if the mermaid was clinging to him.