მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61461.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზს ყველაფერი ხელში უკვდებოდა, რადგან გაჩენამდე, თუ გაჩენისთანავე ჩაედინა ყველაზე დიდი მკვლელობა: დედა მოეკლა, სიცოცხლე.
Everything died as soon as Parnaoz touched it, because before or during his birth he had committed the worst murder: he had killed his mother, life itself.
61462.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
„არაფერი არ მახსოვს, არაფერი“, - ეუბნებოდა ხოლმე ფარნაოზი უხილავ მსაჯულს, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ახსოვდა თუ არა, როგორ მოეკლა დედა.
"I don't remember a thing, not a thing", Parnaoz kept saying to his invisible judge, but what did it matter whether he remembered killing his mother or not?
61463.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
რა შეიცვლებოდა ამით?
What would that change?
61464.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
დანაშაული ჩაედინა და მის დასამტკიცებლად უფრო მეტი საბუთი არსებობდა, ვიდრე უარსაყოფად.
He had committed the crime and there was more evidence to prove it than to deny it.
61465.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ყველაზე დიდი საბუთი კი აქვე, სასაფლაოზე ესვენა, დედამისის ცხედარი, ნაშთი.
The biggest proof was lying here in the cemetery: his mother's corpse, her remains.
61466.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზი თავიდანვე აუჯანყდა ამ საშინელ ბრალდებას.
At first Parnaoz had rebelled against this terrible accusation.
61467.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მისმა არსებამ ვერ მიიღო, ვერ დაიჯერა, მაგრამ შეძრწუნდა, ტანმა შეაწუხა, ტანს ახსოვდა რაღაცა, რაც უგონობის ჟამს მომხდარიყო.
His mind could not accept or believe it, but he was shaken, his body distressed him, his body remembered something that had happened before he was conscious.
61468.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ის იმ კაცს ჰგავდა, წინადღის ნალოთარს, გაღვიძებისა რომ ეშინია, არაფერი არ ახსოვს, მაგრამ ტანი ცუდს უგრძნობს.
He was like a man who was drunk the day before and, on waking, is afraid because he can't remember anything, but he senses physically that something is bad.
61469.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზსაც დიდხანს არ უნდოდა გაღვიძება, დიდხანს ებრძოდა, იგერიებდა სიფხიზლეს, დიდხანს იფარებდა თავზე ბალიშს, გაღვიძებული, განათებული ქვეყნის ხმები რომ არ გაეგო, სიმართლით სავსე ხმები.
Parnaoz, too, hadn't wanted to wake up for a long time, he fought and fended off awareness, hiding his head under the pillow for ages so as not to hear the sounds of a world that had woken up to daylight, sounds full of truth.
61470.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მას ისევ ქალუკას ტყუილი ერჩია.
He preferred Kaluka's lies to the truth.
61471.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ხომ შეიძლებოდა, მართლა უდედოდ გაჩენილიყო, მართლა წვიმას ჩამოყოლოდა ციდან?
After all, couldn't he have been born motherless and come down from the heavens with the rain?
61472.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზს თავიდანვე უგრძნო ბავშვურმა ალღომ, რომ ერთადერთი ხსნა, თუკი საერთოდ არსებობდა იგი, ამ ლამაზ ტყუილში იმალებოდა.
A child's intuition let Parnaoz feel from the start that the only solution, if any existed, was hidden in this beautiful lie.
61473.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ისიც ორივე ხელით ჩააფრინდა ტყუილს.
He grabbed the lie with both hands.
61474.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
დედამისი არ არსებობდა, ამიტომ ვერც მოკვდებოდა, ფარნაოზი ვერ მოკლავდა დედას, რადგან დედა არ ჰყავდა.
His mother did not exist, so she couldn't have died, Parnaoz couldn't kill his mother because he didn't have one.
61475.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
საუბედუროდ, მარტო ფარნაოზი ფიქრობდა ასე, დანარჩენი, რაც კი მის გარშემო არსებობდა, სულიერიც და უსულოც, საწინააღმდეგოს ადასტურებდა, თუნდაც ჭინჭილა, რომლიდანაც დედას უყვარდა თურმე წყლის დალევა.
Unfortunately, only Parnaoz thought so; everything else around him, animate or not, asserted the opposite: for instance the little pitcher his mother liked to drink water from.
61476.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
სკამიც, რომელზედაც ჯდებოდა ხოლმე; აფრისხელა ტილოც, რომელშიაც მისი ცხედარი ყოფილა გახვეული და რომელზედაც ახლა მამამისი ქარგავდა.
The chair which she used to sit on; the sail-sized canvas in which her body had been wrapped and which his father was now embroidering.
61477.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
განა „სატრფიალო ბარათები“ მხოლოდ და მხოლოდ იმას არ ადასტურებდა, ოდესღაც მართლა რომ არსებობდა დედა, სუნთქავდა, დადიოდა, იღიმებოდა და ისე უყვარდა კაცს, ამ სიმძიმე ბარათებს უგზავნიდა.
Didn't the "love letters" prove that his mother had really existed, breathed, walked, smiled and was much loved by the man who sent letters that heavy?
61478.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ერთხელ კი პოპინამ ისიც უთხრა, დედის თვალები გაქვსო.
Once Popina told him he had his mother's eyes.
61479.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფარნაოზს თავზარი დაეცა, არა მარტო მოეკლა დედა, არამედ გაეძარცვა კიდეც.
Parnaoz was horrified: he had not only killed his mother but robbed her, too.
61480.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
წყალს თვალდახუჭული სვამდა, უნებურად საკუთარი თვალები რომ არ დაენახა ჭიქაში.
He shut his eyes when he drank water so as not to see his own eyes in the glass.