მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61581.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
საწოლიც მოთმინებით ელოდა თავის პირველ მგზავრებს, როგორც ნავსადგურში დაყენებული ხომალდი.
The bed meanwhile patiently waited, like a ship docked in the port, for its first travellers.
61582.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მეორეც ერთი, გრანიტის ცივ აბაზანაში ცოტა ეძინა და ბევრს ფიქრობდა.
Secondly, he slept little and thought a lot in the cold granite bath.
61583.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
საფიქრალი კი მართლაც ბევრი ჰქონდა, ხელთან ერთად თავიც უნდა გაენძრია, ცხოვრებას რომ არ ჩამორჩენოდა.
He had a lot to think about, he had to use his head as well as his hands if he was to keep up with life.
61584.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსას თავის შემთხვევით მამაზედაც უყვარდა ფიქრი და ამ ფიქრში ყოველთვის ერთსა და იმავეს ხედავდა.
Popeye liked to think about his accidental father, and he always saw the same thing when he thought about him.
61585.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ფილამონეს დაძენძილი ნაჭერი შემოეხვია თეძოებზე და ტრიალ მინდორში გარბოდა, ოფლიან ზურგზე მიწა და ხრეში ასწეპებოდა, თითქოს გულაღმა მძინარე ეს წუთია წამოუგდიათო.
Philamon, a rag around his thighs, running off into the bare meadow, with earth and gravel on his sweaty back, as if he had been lying on his back and had just been made to get up.
61586.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
სად გარბიხარ, სად?!
Where are you running off to? Where?
61587.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ნახე მაინც, როგორ ცხოვრობს შენი შვილი - მისძახოდა კუსა გაქცეულ მამას.
Why don't you look and see the life your son has? - Popeye called to his runaway father.
61588.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ნეტარებით ეღიმებოდა, ფილამონე დაფეთებული რომ გარბოდა ტრიალ მინდორში, უგზო-უკვალოდ, უკანმოუხედავად.
He smiled blissfully at Philamon running in panic into the bare meadows, aimlessly and without a backward glance.
61589.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ბევრჯერ სცადა კუსამ თავისი შემთხვევითი მამის წარმოდგენა, მაგრამ ყოველთვის გაქცეული კაცის ოფლიან ზურგს ხედავდა მხოლოდ.
Popeye tried many times to imagine his accidental father, but never saw anything but the sweaty back of a man running away.
61590.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსას კი უნდოდა, ნატვრად ჰქონდა, ერთხელ მაინც შემოტრიალებულიყო ის გაქცეული კაცი, სახე ეჩვენებინა, რადგან სწორედ სახეში უპირებდა ჩაფურთხებას.
Popeye longed for the runaway to turn round just once and show his face, because this was the face he wanted to spit at.
61591.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსა საქმის კაცი იყო, სად ეცალა ვიღაც დამთხვეულის სადევნებლად.
Popeye was a practical man and could spare no time to pursue a maniac.
61592.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
დრო გადიოდა, ქვეყანა დუღდა და გადმოდუღდა, საქმეს კი მოცდა არ უყვარდა.
Time was passing, the world was seething and about to boil over: things could not be put off.
61593.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
არც კუსა აცდევინებდა, ჯერ მოსინჯავდა და თუ ჭკუაშიც დაუჯდებოდა, მთელი გულითა და სულით მოეკიდებოდა ხოლმე.
Popeye would not allow any delays, once he had tried out something and, once he had a bee in his bonnet, he would put his heart and soul into things.
61594.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მისი ქორწინებაც ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანი იყო, დიდი ხნის წინათ დაწყებული, მაგრამ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი.
One of those things was his marriage, a project started long before, but not yet finished.
61595.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მისმა სიმამრმა აღთქმული ფულის განაღდება თავის სიკვდილამდე გადაუდო, ასე უფრო შეგენახებათო.
His father-in-law had put off paying the money agreed until his death, saying "It'll be safer for you like that".
61596.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
კუსას სასაცილოდ არ ეყო სიმამრის „სიფრთხილე“, მაგრამ მაინცდამაინც აღარც თვითონ გაჯიქებულა.
Popeye was not amused by his father-in-law’s "caution", but he didn't dig his heels in.
61597.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მთავარი გაკეთებული ჰქონდა, ორმეტრიანი თამასუქი ხელში ეჭირა და, მართლაც, რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, სად იდებოდა ფული კიდევ ერთ-ორ წელიწადს.
He had done the most important thing by getting possession of a yard-long promissory note: it didn't matter where the money was for a year or two.
61598.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
დღეს თუ ხვალ ღვინის ვაჭარი ბახაც უნდა გამგზავრებულიყო იმ ქვეყანაში, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებოდნენ.
Today or tomorrow Bakha the vintner had to make the journey to that land from which no man returns.
61599.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ისიც ადამიანი იყო და ბევრიც რომ სდომებოდა, მაინც ვერ გამოეკერებოდა ცას.
He was human and however much he wanted, he couldn't be immortal.
61600.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
სამაგიეროდ საქორწილო ღვინო გამოუგზავნა სიმამრმა და ამანაც გამოუკეთა გუნება, თუმცა მაინც უბღვერდა თავის აყლაყუდა მეუღლეს, არ გეგონოთ, ყველაფერს მოვითმენო.
But the father-in-law sent wine for the wedding, and that put Popeye in a good mood, although he snarled at his beanpole of a bride, "Don't think I'll put up with anything".