მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61641.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
საწოლზე წამომჯდარი, თავზე ხელებდაწყობილი პატუ კი ტანს აქეთ-იქით ატრიალებდა, რათა მის მეუღლეს უკეთესად დაეთვალიერებინა და დაეთვალა მისი ხალები.
Sitting on the bed, her head in her hands, Patu would twist her body one way, then the other so her husband could get a better look and count her beauty spots.
61642.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ღიღინებდა, ღიღინებდა, უსასრულოდ ღიღინებდა პატუ.
Patu hummed and hummed, never stopping.
61643.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
ყოველ დილით ამ სიტყვებით დგებოდა საწოლიდან, როცა კუსა უკვე კარგა ხნის წასული იყო, და ამ სიტყვებით წვებოდა ყოველღამე, როცა კუსას უკვე ეძინა, ანდა თავს იმძინარებდა.
In the morning she got up with those words, some time after Popeye had left, and every night she went to bed with those words, when Popeye was already asleep, or was drifting off.
61644.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
მაგრამ გემბანისხელა საწოლზე აფოფხებული პატუ, უპირველეს ყოვლისა, ქმარს აღვიძებდა, საამისოდ კი მრავალი საშუალება გააჩნდა.
But, clambering up onto the deck-sized bed, Patu would first of all wake up her husband, and she had many ways of doing that.
61645.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
თუ შეხიცინება არ გასჭრიდა, ნაწნავის ბოლოს შეუყოფდა ნესტოში და კუსაც ბოლო-ბოლო იძულებული ხდებოდა, გაეხილა თვალი.
If tickling didn't work, she stuck the end of her plait up his nostril, and Popeye would finally be forced to open an eye.
61646.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
საბოლოოდ კი მაშინ ფხიზლდებოდა, როცა პატუს ჩაეძინებოდა.
He finally became wide awake when Patu fell asleep.
61647.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
რანაირ მოულოდნელ სიკვდილს არ იგონებდა კუსას გონება ღვინის ვაჭარ ბახასთვის, რანაირ წყევლასა და შელოცვას, მაგრამ არც წყევლა ჭრიდა და არც შელოცვა.
His mind would devise all sorts of sudden deaths for Bakha the vintner, all sorts of curses and magic spells, but neither curses nor spells had any effect.
61648.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ხეირო, თავი IV
და ერთ ასეთ ღამეს კუსამ შემაძრწუნებლად იგრძნო, როგორი აუტანელი იყო ამ ქერქეტა ქალის გვერდით წოლა, რა ძნელი გასაძლებელი იქნებოდა თუნდაც კიდევ ერთი ღამე.
On one such night Popeye had a horrific realisation of how unbearable it was to lie next to a dim-witted woman, how hard it would be to get through even one more night.
61649.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მეორე დღესვე კუსა შავთვალება მალალოს ესტუმრა.
The very next day Popeye went to see black-eyed Malalo.
61650.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მისი სტუმრობა არავის გაჰკვირვებია, აქაც სცნობდნენ კუსას.
Nobody was surprised to see him. Popeye was well-known.
61651.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ტომრის ჟღრიალს რომ გაიგონებდა, შავთვალება მალალო გოგოებს გასძახებდა: რომელი ხართ თავისუფალი, კუსა მოდის, ყურძენი გაუტანეთო.
As soon as she heard the jingling sack, black-eyed Malalo called to her girls, "Whoever's free, bring the grapes: Popeye's coming".
61652.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ასე კი იმიტომ ამბობდა, უკვე კარგად რომ იცნობდა კუსას.
She said this because she knew Popeye only too well.
61653.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
გინდაც მოგეკლათ, მეფის მოხელე შავთვალება მალალოს კარის ზღურბლს არ გადააბიჯებდა.
The king's man would rather die that cross the threshold of black-eyed Malalo's door.
61654.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
შავთვალება მალალომ პირველად რომ შეიპატიჟა შინ, „არა გენაცვალეო“ - ისეთი ხმით უპასუხა კუსამ, ვითომ როგორ გამიბედე, რა შემატყვე სამაგისოო.
When black-eyed Malalo first invited him in, he replied, "I'd rather not, dear", in such a tone as if he meant, "How dare you propose such a thing to me?"
61655.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მერე აღარც მასპინძლები ეპატიჟებოდნენ მაინცდამაინც.
After than he was never invited in.
61656.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კართან კი ყურძნით ეგებებოდნენ და თვითონაც იქცევდნენ თავს, სანამ ცალი ხელით დაჭერილ მტევანს სიმინდის ტაროსავით ძიძგნიდა და ლაზღანდარობდა.
But he was greeted at the door with grapes, which they ate too, while he held a cut bunch, picking at it as if it was a corn cob, and telling bad jokes.
61657.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ ამჯერად კუსამ ჩვეულებას უღალატა.
But this time Popeye broke his habit.
61658.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
შემოგებებულ შავთვალება მალალოს, მისი წილი ყურძენი თეფშით რომ ეჭირა, მორცხვად გაუღიმა და პირდაპირ სახლში შეაბიჯა.
He smiled shyly at black-eyed Malalo, who had come to greet him, holding a plate of grapes for him, and strode straight into the house.
61659.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
შავთვალება მალალოც ღიმილით შეჰყვა სტუმარს.
Smiling, black-eyed Malalo followed her guest.
61660.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
- აბა, ყველა რომ დაკავებულია!..
"Oh, if only everyone wasn't busy!"