მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61681.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
სტუმარმაც და მასპინძელმაც ერთმანეთს ღიმილ-ღიმილით გააგებინეს ყველაფერი.
Both smiling, guest and hostess achieved mutual understanding.
61682.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ახლა ასე წასვლას აზრი აღარ ჰქონდა, ის უნდა მიეღო, რასაც სთავაზობდნენ.
It no longer made sense to leave without finding out what he was being offered.
61683.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფაშფაშა ექვსეული, შეიძლება, საერთოდ არ გათავისუფლებულიყო დღეს.
Perhaps none of the six plump girls were actually free today.
61684.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
აქ ხომ არ დააღამებდა სულელი ქალების ლოდინში.
He was going to spend the night here waiting for stupid women, was he?
61685.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ვითომ ინოს რა უჭირდა?
Anyway, what was wrong with Ino?
61686.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„თავს მაინც შევიქცევო“, - საბოლოოდ გადაწყვიტა კუსამ და სანახევროდ შეჭმული მტევანი მაგიდაზე დადო.
"I might as well have a bit of fun", Popeye finally decided and put the half-eaten bunch of grapes down on the table.
61687.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
გაწებილი ხელი მკერდზე ჩამოისვა.
He put his sticky hand on his chest.
61688.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
სტუმარ-მასპინძელი ისევ ღიმილ-ღიმილით, სიტყვის უთქმელად გაემართნენ სხვადასხვა მხარეს.
Host and guest, again smiling, without saying a word, set off in different directions.
61689.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
შავთვალება მალალომ თავის სავარძელს მიაშურა, კუსამ კი, კისერმოქცეულმა შეაღო ინოს ოთახის კარი.
Black-eyed Malalo made a beeline for her armchair, while Popeye, his neck to one side, gently opened the door to Ino's room.
61690.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ტყუილად იპრანჭებოდა კუსა.
Popeye needn't have been so coy.
61691.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ისიც ტყუილად ეგონა, მთავარი აქ შემოსვლა რომ იყო.
He was wrong to think that the main problem was entering the house.
61692.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უცებ ისე აღელდა, ისე აუჩქარდა გული, თვითონვე გაუკვირდა.
Suddenly he became anxious, his heart raced, so that he was surprise.
61693.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და რაღაცნაირად დაფრთხა კიდეც, თითქოს ადვილად ხელმისაწვდომი ქალის ოთახში კი არა, სადაც ყველაფერი მისი სურვილისამებრ უნდა მომხდარიყო, არამედ რომელიღაც მტაცებელი ცხოველის გალიაში შემოხეტებულიყო, დაუფიქრებლად, უიარაღოდ.
He was somehow alarmed at being locked up without forethought and unarmed, not so much in an easily available woman's room, where everything would go as he wished, as in the cage of some predatory animal.
61694.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და ახლა მისი ყოველი გაუთვალისწინებელი მოძრაობა, შეიძლება, საბედისწეროც გამხდარიყო.
Now any unplanned movement on his part might have fateful consequences.
61695.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
აქ შემოსვლამდე კი ყველაფერი სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი.
He had imagined everything differently, before he got here.
61696.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ეჭვიც არ ეპარებოდა, ინო ტომრის მოხსნასაც არ დააცლიდა, მიხურავდა თუ არა კარს, კისერზე ჩამოეკიდებოდა.
He never doubted that Ino, as soon as he freed himself of his sack and closed the door, would fling her arms round his neck.
61697.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
არაფერიც, ინო არც განძრეულა, ტახტზე იჯდა, წინ გადმოხრილი, დაძაბული.
Nothing of the sort happened, for Ino didn't move and stayed sitting on the divan, bending forwards, tense.
61698.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თითქოს ელოდებოდა, როდის მოშორდებოდა კუსა კარს, ოთახიდან რომ გავარდნილიყო.
As if waiting for Popeye to get away from the door so that she could rush out of the room.
61699.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ინო მართლა ჰგავდა ნადირს, ყვრიმალის ძვლებზე გადატკეცილი კანი ავად უელავდა, პირი ოდნავ გაეღო და ბასრი, წვეტიანი კბილები გამოეჩინა.
Ino really was like a wild animal, the taut skin over her cheekbones had an ominous glow to it, her mouth was barely open, showing her razor-sharp pointed teeth.
61700.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ჰაერი ისე ჩაესუნთქა, სიფრიფანა ნესტოები ერთმანეთზე მისწებებოდა და დანაკვერჩხლებული თვალებით სახეში შესცქეროდა კუსას, არა, სახეში კი არა, ყელში.
She breathed the air in so deeply that her fine, translucent nostrils merged together, and her flashing eyes looked Popeye not so much in the face, as in the throat.