მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61741.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსამ ერთ წამში ყველაფერი წარმოიდგინა და ახლა უკვე წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას, გამარჯვებას, რომელიც გაცილებით მეტს ნიშნავდა მისთვის, ვიდრე ერთი გაჩხინკული გოგოს გაშიშვლება და დამორჩილება.
Popeye summed up everything instantly and was celebrating his victory in advance, a victory far more important for him than stripping naked and subduing a skinny girl.
61742.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„როგორც ირკვევა, ინოც ჩემზე უფროსი ყოფილაო“, - ფიქრობდა კუსა და იღიმებოდა, მშვიდად, არხეინად.
"Apparently, Ino, too, is older than me", thought Popeye, smiling calmly and casually.
61743.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ქალი, რომელმაც წეღან ლამის დააჩოქა, ლამის კაბა და ქოშები გამოსტყუა, მისთვის ახლა იგივე იყო, რაც გამაძღარი ობობასთვის მკვდარი ბუზი, საიმედოდ გაბლანდული ქსელში და შესაჭმელად ხვალისათვის გადადებული.
His attitude to a woman who almost had him on his knees and nearly got a dress and slippers out of him was now like a well-fed spider's attitude to a dead fly that is nicely wrapped in the web and has been set aside for tomorrow's lunch.
61744.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა დიდი ხანია იცნობდა ინოს, მაგრამ რატომღაც არასოდეს მოსვლია აზრად, რომ ინო და ის გოგო, რომელიც ფარნაოზმა მამამისის სატრფიალო ბარათიდან გამოკვეთა, ერთი და იგივე იყო.
Popeye had known Ino for a long time, but it never occurred to him that Ino was the same girl that Parnaoz had sculpted out of his father's "love letters".
61745.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსამ ერთი კი თქვა: ეს გოგო მგონი მეცნობაო, მაგრამ ბიძამისმა რომ გაუბიაბრუა, საიდან უნდა გეცნობოდეს, როცა ჩემი მოგონილიაო.
All Popeye had said was, "I think I know that girl", but his uncle Parnaoz had disabused him, "How could you know her, when I've invented her?"
61746.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თვითონაც აღარ ჩასციებია, ან რაში აინტერესებდა.
He didn't persist, he wasn't interested.
61747.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ის მაშინ სხვაზე ფიქრობდა, სხვა აინტერესებდა.
He then had other things to think about, other interests.
61748.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
იმდენი უკირკიტა ამ საქმეს, სანამ მართლა არ გამოადინა წყალი.
He had milked this subject until it had run dry.
61749.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
აკი ერთი ძაღლის თავი გააყიდინა კიდეც ფარნაოზს.
And he had at least helped Parnaoz sell a dog's head.
61750.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თვითონვე უთხრა ფარნაოზმა: გავყიდე და ძველი ვალი გადავიხადეო.
Parnaoz told him, "I sold it and paid off an old debt".
61751.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რა ვალი ჰქონდა ბიძამისს, არც ის აინტერესებდა კუსას, გული კი დასწყდა, მის წამოწყებულ საქმეში წილი რომ არ დაუდეს.
Popeye wasn't interested either in his uncle's old debts, though he was upset that he didn't get a kick-back from a deal he had initiated.
61752.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მერე გოგოს თავიც გაქრა სახელოსნოდან, მაგრამ კუსა მაშინაც გაჩუმდა, თუმცა ეჭვი ჰქონდა, რომ ის თავიც გაყიდა ბიძამისმა.
Then the girl's head disappeared from the workshop, but Popeye said nothing, although he suspected that his uncle had sold this head too.
61753.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა კი გაჩუმდა, ნამუსზე აგდებდა ფარნაოზს, მაგრამ გულში უკვირდა, სწყინდა და ბრაზობდა კიდეც, მადლობასაც რომ არ ეუბნებოდნენ.
Popeye kept silent, leaving it to Parnaoz's conscience, but secretly he was amazed, offended and angered not to be thanked.
61754.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
წილში გაყვანას ვიღა ჩიოდა, უსამართლობა ხეთქავდა გულზე.
It was not so much being cut out of the deal as the injustice that distressed him.
61755.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უსამართლობას წონასწორობიდან გამოყავდა კუსა, ხოლო ფარნაოზი ამ უსამართლობის განსახიერებად იქცა მისთვის.
Injustice unsettled Popeye, and to him Parnaoz now was injustice incarnate.
61756.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მას მერე, რაც თვალი აეხილა, მიიხედ-მოიხედა და ქვეყანა უკეთესად დაინახა, ბიძამისს „ალალი ლუკმა“ და „პატიოსნება“ ეკერა პირზე.
Ever since his eyes had opened and he’d looked around and seen the world better, his uncle had been going on about "honestly earned bread" and "decency".
61757.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თანაც ერთიცა და მეორეც ისე ესმოდა, როგორც თვითონ უნდოდა, როგორც ხელს აძლევდა.
But he had understood both of them in his own way, conveniently.
61758.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
დისშვილისა არაფერი მოსწონდა, თუმცა იმავე დისშვილის წყალობით ნაშოვნ ფულს უსინდისოდ იჯიბავდა, უდრტვინველად.
He disapproved of his nephew, but cynically and without a qualm pocketed money he'd got thanks to that same nephew.
61759.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
იჯიბავდა კი არა, იქით აყვედრიდა, შენ შემაცდინე, შენ გამიყვანე ბაზარშიო.
He not only pocketed it, he reproached him for it, saying "You led me astray by sending me to the market".
61760.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კარგია, მე და ჩემმა ღმერთმა, დედაბერს აუპატიურებდნენ და თან პირში აფურთხებდნენო.
Fine: by God, that was adding insult to injury.