მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61721.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ ბოლოს მაინც შეცდა, პატუმ შეაცდინა.
But he finally went astray, and Patu made him do it.
61722.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
აყლაყუდა პატუმ, ყველაფერს რომ ამადლიდა, ასაკსაც, სიქალწულესაც, ხალსაც კი.
Patu the beanpole who grudgingly gave him her all: her age, virginity and beauty spots.
61723.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
პატუ ჯერჯერობით ერთადერთი ქალი იყო კუსასთვის, მაგრამ კუსამ მაინც იცოდა, მაინც გრძნობდა, განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა მის მეუღლეს, გარდა ასაკისა და სიმაღლისა.
So far, Patu was Popeye's only woman, but he knew and felt that there was nothing special about his wife apart from her age and height.
61724.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
პატუ ხშირად ეუბნებოდა, ჩემს მზეს უნდა იფიცებდე, რადგან შენზე უფროსიცა ვარ და მაღალიცო.
Patu often told him he ought to worship the ground she stood on, since she was older and taller than him.
61725.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ კუსა არც ისეთი სულელი იყო, ბედნიერებისგან თავბრუ დასხმოდა და მართლა ღვთის წყალობად ჩაეთვალა ორი თავით მაღალი დედაბერი.
But Popeye was not such a fool as to be dizzy with happiness or to consider an older woman two heads higher than him to be God's blessing.
61726.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა პატუს „ღირსებებს“ მამამისის ფულების ხათრით ითმენდა მხოლოდ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა.
Popeye only put up with Patu's "merits" because of her father's money, but he found he could not stand the wait.
61727.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ახლა პატუსთან ანგარიშსწორების დრო არ იყო.
Now was no time to settle accounts with Patu.
61728.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თვითონაც ნანობდა, მაგრამ სინანული რაღას უშველიდა.
He regretted coming here, but regret was useless.
61729.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რამე უნდა მოეფიქრებინა, მთლად რომ არ გამასხარავებულიყო ამ უშნო ქალის წინაშე.
He had to think of something if he wasn't to be made a complete fool of by this ugly woman.
61730.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უბედურება ის იყო, რომ ეს უშნო ქალი თავგზას უბნევდა კუსას.
The trouble was that this ugly woman stupefied Popeye.
61731.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მსგავსიც არაფერი განეცადა, პირი უშრებოდა, ფეხი ისე უცახცახებდა, თითქოს მიწა იძროდა, ყანყრატო ექავებოდა, უნდოდა ისეთ რამეს დაჰპირებოდა, თვითონვე პირი დაეღო გაოცებისაგან.
He'd never experienced anything like it, his mouth went dry, his leg trembled as if the earth was quaking, his gullet felt blocked: he wanted to promise her something to make her gawp with amazement.
61732.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
იმ წუთას მართლა ყველაფერი ემეტებოდა ამ ქალისთვის, ოღონდ ახლოს მიეშვა, ხელი მოეკიდებინა, მუხლამდე მაინც აეწია კაბა, მკლავი მაინც გაეშიშვლებინა.
At that moment he would have sacrificed everything for this woman if she would only let him come close, put her arm round him, lift her dress at least knee-high and bare at least her shoulders.
61733.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კიდევ ერთი წუთი რომ გაგრძელებულიყო ასე, კუსა დაიღუპებოდა, ტომრიანად დაეცემოდა მუხლებზე, მართლა დაჰპირდებოდა ოქროს ქოშებს, ფარჩის კაბას, სამაჯურსა და საყურეს.
If things had gone on like this for just a minute longer, Popeye would have perished, he would have collapsed, with his sack, on his knees, promised her golden slippers, a silk brocade dress, a bracelet and earrings.
61734.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„დაბნეულ ფეტვის მარცვლისაააა“, - ამოიხრიალა კუსამ და საკუთარი ხმის გაგონებაზე თავზარი დაეცა.
"Scattered millet seed", Popeye croaked, and was horrified at the sound of his voice.
61735.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ინოც შეკრთა.
Ino shuddered.
61736.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ერთი წამით შეუთრთოლდა გაქვავებული სახე.
Her stony face quivered for just a second.
61737.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ ეს ერთი წამიც საკმარისი აღმოჩნდა, კუსას თვალი რომ ახილვოდა, გონება გახსნოდა და დაუოკებელი, დამაკნინებელი ლტოლვა ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომი ქალისადმი რისხვითა და სიძულვილით შესცვლოდა.
But a second was enough for Popeye to catch it, to clear his mind and for his unbridled, humiliating lust for a woman available to everybody to give way to fury and hatred.
61738.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„ხე, ხე“ - ჩაიცინა კუსამ.
"Ha, ha", Popeye laughed.
61739.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
წეღანდელი მღელვარების ნატამალიც აღარ შერჩენოდა.
Not an ounce of his recent emotion was left.
61740.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ის უკვე ჩვეულებრივი კუსა იყო, ალღოიანი, საზრიანი, საქმიანი.
He was the usual Popeye, sharp-witted, rational, practical.