მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61781.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
არა, პატივი უყვარდა და იშნოვებდა კიდეც, ღმერთივით მოღუშული იჯდა ხოლმე სამფეხა სკამზე, სანამ ტაშტითა და თუნგებით გარბი-გამორბოდნენ პოპინა და ქალუკა.
No, he liked respect and even expected it, sitting with a god-like frown on his three-legged stool while Popina and Kaluka ran in and out with bowls and flagons.
61782.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
დიდი ამბავი, მისი მოტანილი პური ძაღლსაც არ ეჭმეოდა, ისე იყო დამბალი და გაჟღენთილი კაცის ოფლით.
As if even a dog would eat the bread he brought, so rotten and so soaked was it in human sweat.
61783.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ის კი გაბღენძილი იჯდა და უსიტყვოდ მოითხოვდა პატივისცემას, ყურადღებას, მადლობას.
And he sat there, puffed up and silent, demanding respect, attention and thanks.
61784.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსასგანაც, რა თქმა უნდა, კუსასგანაც, რადგან კუსასაც მოუტეხავდნენ ხოლმე ოფლიან პურს, ქვის მტვერი რომ ჩაკვდომოდა და კბილებში კნაწაკნუწი გაჰქონდა.
Especially from Popeye, of course, because a piece of that bread, soaked in sweat, covered in stone dust and crackling under your teeth, was always broken off for Popeye.
61785.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსას ეს პური კი არ ზრდიდა, აჩიავებდა, აუძლურებდა, რადგან სიძულვილით ჭამდა, ღვარძლით, ძალის-ძალათი.
The bread failed to nourish Popeye: it shrivelled and weakened him, because he ate it with hatred, bile and under duress.
61786.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რადგან, სანამ ჭამდა, ბიძა გაღიმებული შემოსცქეროდა, მადლობის მოლოდინში.
Because his uncle watched him eat it and smiled, expecting gratitude.
61787.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა ხომ უპატრონო იყო, შემთხვევით გაჩენილი, გაუთვალისწინებელი.
Popeye had no father, he was born by accident, he was unforeseen.
61788.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
და აი, მშვენიერი მიზეზი ჰქონდა, მადლობა ეთქვა, ხელები დაეკოცნა ასევე შემთხვევითი, გაუთვალისწინებელი, მაგრამ მისდა საბედნიეროდ, კეთილშობილი, პატიოსანი და გულუხვი მფარველისათვის.
And so he had excellent reason to be grateful to, and kiss the hands of someone equally accidental and unforeseen, but who was, luckily for him, a noble, respectable and generous patron.
61789.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მართლაც, რა დაშავდებოდა, კუსას მადლობა რომ ეთქვა.
What would it have cost Popeye to say thank you?
61790.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რა მოხდა, ფარნაოზი უცხო ხომ არ იყო, ბიძა იყო, დედის ძმა.
Parnaoz was no stranger, he was an uncle, his mother's brother.
61791.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ევალებოდა კიდეც, მფარველობა გაეწია დისშვილისთვის.
He was obliged to offer his nephew protection.
61792.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მაგრამ მართლა ასე იყო?
But was that really so?
61793.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მართლა არაფერი მოხდებოდა?
Was nothing going on?
61794.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მოხდებოდა, როგორ არ მოხდებოდა.
Of course it was going on.
61795.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ჯერ ერთი, მადლობის თქმა ბედთან შეგუებას ნიშნავდა, შემთხვევითობისა და გაუთვალისწინებლობის აღიარებას.
For one thing, gratitude meant being reconciled to your fate, admitting you were accidental and unforeseen.
61796.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მეორეც ერთი და მესამეც ერთი და მეასეც ერთი, კუსა არასოდეს შეეგუებოდა ამას.
Secondly and thirdly and for the hundredth time, Popeye was never reconciled to anything.
61797.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ის არავისზე ნაკლებად არ თვლიდა თავს და არც არავისზე ნაკლები ეკუთვნოდა რამე ამ ქვეყანაზე.
He didn't consider himself to be lower than anyone or to have fewer claims on anything in the world.
61798.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
აკი დაამტკიცა კიდეც.
And he had proved it.
61799.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
უპირველეს ყოვლისა კი თავისიანებს დაუმტკიცა, სულელ ქალებსა და ქვისკოდია ფარნაოზს.
Firstly, he proved it to his kinsfolk, stupid women, and the stonecutter Parnaoz.
61800.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მართალია, ფარნაოზს არც სამსახური მოსწონდა მისი და არც სახლი.
True, Parnaoz disliked his job and house.