მოიძებნა 668060 ჩანაწერი
61761.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ასე იყო მისი საქმეც, მაგრამ კუსას უკვე იმდენი უსამართლობა შეხვედროდა პატიოსანი ბიძისაგან, ქვის თავების ამბავი აღარც კი ახსოვდა.
And that was that, but Popeye had endured so many other injustices from his respectable uncle that he forgot about the stone heads.
61762.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
სამსახური რომ დაიწყო, იმის ნაცვლად, წაეხალისებინა ახალგაზრდა კაცი, ხელი შეეწყო, მხარში ამოსდგომოდა, უსაყვედურა.
Then he started work: instead of encouraging and supporting the younger man, he reproached him.
61763.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
„გათავდა, ახლა თავშიც რომ ჩაგარტყან, გაბრაზების უფლება არა გაქვს, რადგან ნაწყალობევ პურსა ჭამო“.
"It's finished: now you don't have any right to be angry if you're hit on the head, because you have to work for others to earn your bread".
61764.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ასე კი იმიტომ უთხრა, დისშვილის რომ შეშურდა.
He said so because he was envious of his nephew.
61765.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
აბა, სად ქვების კოდვა, სად მეფის სამსახური.
Cutting stone is not like serving the king.
61766.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ფარნაოზს კი ქვების კოდვის მეტი არაფერი შეეძლო, ხოლო რაც თვითონ არ შეეძლო, სხვებისთვისაც შურდა.
Cutting stone was all Parnaoz could do, and he envied others their ability to do what he could not.
61767.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
შურდა, დიახ, შურდა, უსამართლო იყო, უსამართლო და იმიტომ, ასევე შეშურდა კუსას სახლიც.
Yes, he was envious, it was unfair because he also envied Popeye his house.
61768.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ჯერ იყო და ძლივს იკადრა, ძლივს მობრძანდა სანახავად, შურისგან მილოცვაც დაავიწყდა და მოიღუშა, როგორც იცის ხოლმე.
At first he refused even to honour him with a visit, he was too envious even to congratulate him and he frowned his usual frown.
61769.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ვერც კუსამ დამალა მაშინ ღვარძლი და ყველას გასაგონად მიახალა: რა იყო, ბიძაჩემო, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის.
Popeye couldn't hide his resentment and hit back, so that everyone could hear, What's wrong, uncle, why look so miserable?
61770.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ცეცხლისგან გავიყარეთ, ნათესაობისგან კი არაო.
We've moved hearths, but we're still kinsfolk.
61771.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ის კი უარესად იღუშებოდა და თავისას გაიძახოდა, მტერს რატომ იმატებო.
He only frowned more and persisted - Why make more enemies?
61772.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
რა გვჭირდა გასაყოფი.
Why did you have to go off on your own?
61773.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ჩვენი სიღარიბის ლუკმა ბოლომდე უნდა გაგვეყო, როგორც გაგვიყვიაო, ტკბილი იყო თუ მწარე, ვერავინ დაგვამადლებდაო. ვერავინ!
We should have been satisfied with our poor lot: bitter or sweet, nobody could grudge us it. Nobody!
61774.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თუ არ გჯერათ, პოპინასა და ქალუკას ჰკითხეთ, ისინი დაუკრავენ კვერს.
If you don't believe that, then ask Popina and Kaluka, they'll say the same.
61775.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
კუსა კი მაგის ჩიტი არ გახლავთ, უკეთესად იხედება.
But Popeye was no fool, he could see better.
61776.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ვერავინ კი არა, პირველი თვითონ იმადლებოდა, ლუკმას პირში უთვლიდა.
Nobody? He was the first to grudge things, he counted every morsel Popeye ate.
61777.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
მერე რა, რომ არ ამბობდა. დანახვა თუ შეგიძლია, თქმა არცაა აუცილებელი.
Even if he never said so, he didn't need to: you could see it.
61778.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ისეთი ამბით შემოვიდოდა ხოლმე, ისეთი ამბით შემოიტანდა ოფლის სუნით აყროლებულ პურს, ვითომ მართლა ქვეყნის ამშენებელი მყავდა.
The way he would come in, the way he brought bread that stank of sweat, as if he were the world's provider.
61779.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
ერთი წუთით რომ დაეგვიანებინათ ქალებს სუფთა პერანგის მორბენინება, ერთი წუთით რომ დაჰგვიანებოდათ ფეხსაბანი წყლის შემოტანა, მამასავით, ისეთ ჭექა-ქუხილს ასტეხდა.
If the women were one minute late bringing him a clean shirt or fetching water to wash his feet, he would start a blazing row, just like his father.
61780.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | უხეირო, თავი V
თითქოს ქვეყანა დაიქცეოდა, ერთი საწყალი ქვისმთლელი ოფლიან პერანგში თუ დარჩებოდა და ფეხდაუბანელი მიეგდებოდა ტახტზე.
As if the world would come to an end if one wretched stone-cutter still wore his sweaty shirt or went to bed with dirty feet.